ჩხაკაურასა და მთისპირის საჯარო სკოლებში ბახვი ჰესის ტრენინგები განახლდა. მიმდინარე სასწავლო სემესტრის პირველი ლექცია სათაურით „მდგრადი ენერგეტიკა და მდგრადი განვითარება“ მოწვეულმა ტრენერმა ნინო მაღრაძემ წაიკითხა. ნინო მაღრაძე კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის (CCEH) კომერციული ხელმძღვანელია. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება გარემოსდაცვითი განათლებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით. ამ ტრენინგის მიზანი იყო მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავება მდგრადი განვითარების 2023 წლის მიზნებზე (SDG), განახლებადი ენერგიის მნიშვნელობაზე და ენერგიის ჭკვიან მოხმარებაზე საუბარი. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ადგილობრივ კონტექსტზე – როგორ შეიძლება თითოეულმა მოქალაქემ, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, საკუთარი წვლილი შეიტანონ გლობალური ეკოლოგიური გამოწვევების დაძლევაში.ტრენინგის მსვლელობისას გამოყენებული იყო პრეზენტაციები, გაიმართა საინტერესო დისკუსიები და კითხვა-პასუხის სესიები. მონაწილეებმა იმსჯელეს საკუთარ ყოველდღიურ გამოცდილებაზე, გაეცნენ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და გადაწყვეტილებებს, რომლებიც ხელს უწყობს ენერგიის დაზოგვას და ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას. ტრენინგის მონაწილეები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიებში, გამოავლინეს მაღალი მოტივაცია და ინტერესიანი დამოკიდებულება განიხილული თემების მიმართ.
„მსგავსი პროექტები დიდ გავლენას ახდენს მომავალი თაობის ეკოლოგიურ/გარემოსდაცვით ცნობიერებაზე და მათ ქცევაზე. ბავშვებისთვის ენერგეტიკის თემების ასე ადრეულ ასაკში გაცნობა ზრდის მათი პასუხისმგებლობის გრძნობას და შეიძლება იყოს სტიმული სამომავლო კარიერული ინტერესებისთვისაც. ბავშვების აქტიურობამ და გააზრებულმა კითხვებმა ცხადყო, რომ მათ უკვე ჩამოუყალიბდათ მნიშვნელოვანი ცოდნა ამ სფეროში — რაც ნიშნავს, რომ წლების განმავლობაში გაწეული შრომა ნამდვილად გამოისახა შედეგში.მსგავსი ტრენინგები არა მხოლოდ ცოდნას, არამედ მოტივაციასაც აძლევს მოსწავლეებს, თავად გახდნენ ასეთი ცვლილებების მამოძრავებელი ძალა“ _ განაცხადა ნინო მაღლაძემ ჩვენთან საუბრისას.
მსგავსი სტატიები
- 90
2024 წლის 6 და 7 ივნისს, ბახვი ჰესის მოწვევით, მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებს რეჟისორი ლევან კოღუაშვილი სტუმრობდა. სტუმარმა მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა განათლების მნიშვნელობა და პროფესიები კინო ინდუსტრიაში, პასუხისმგებლიანი მოქალაქეობა, წარმატების მიღწევის გზები და ფილმის „გურია“ მიმდინარეობა. შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით…
- 86
- 85
გრძელდება 2024 წლის აბიტურიენტთა შედეგების გამოქვეყნება. ინგლისური ენა: მაქსიმალური 70 ქულიდან 70 ქულა- ვიკა ჯინჭარაძე ნათია ღლონტი 69 ქულა- ლიკა ჯინჭარაძე ნია მკურნალიძე 68 ქულა- ნიკოლოზ ბარამიძე გიგი მჟავანაძე მარიამ კობახიძე ანასტასია ქუტიძე ლიზი მახარაძე 67 ქულა- საბა ცუხიშვილი 66 ქულა- ხატია სალუქვაძე ლექსო ქათამიძე მერი თალაკვაძე ვახო ჩხაიძე ნინი…
- 85
ვიწყებთ 2024 წლის აბიტურიენტთა შედეგების გამოქვეყნებას სასიამოვნო ინფორმაციით. ქართული ენა და ლიტერატურა: 58 ქულა- ვიკა ჯინჭარაძე 57 ქულა- ნიკოლოზ ბარამიძე ხატია სალუქვაძე 56 ქულა- მერი თალაკვაძე ანა ნინიკაშვილი სოფო გორდელაძე ნათია ღლონტი 55 ქულა- ლიკა ჯინჭარაძე მარიამ კობახიძე 53 ქულა- ლიზი მახარაძე მარიამ ქართველიშვილი კოკო ჩხაიძე 52 ქულა- ანასტასია გობრონიძე…
- 85
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ არჩილ თალაკვაძესთან, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან ვასილ ჩიგოგიძესთან, ოზურგეთის მერ ავთანდილ თალაკვაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. შენობა, რომელიც 240 მოსწავლეზეა გათვლილი, სრულად განახლდება…