ოზურგეთის თეატრალურ მოედანზე, კულტურის სამინისტროსა და ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით, გაიმართა ანსამბლ „ერისიონის“ სოლო კონცერტი, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია ესწრებოდნენ.
ღონისძიება მიეძღვნა გამორჩეული ლოტბარის, საზოგადო მოღვაწის, საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო და შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატის — ჯემალ ჭკუასელის 90 წლის იუბილეს.
„ერისიონი“ მაყურებლის წინაშე განახლებული შოუ-პროგრამით — „ქართული საგანძური“ წარდგა, რომელიც მოიცავს ქვეყნის სხვადასხვა კუთხის ფოლკლორული შემოქმედების გამორჩეულ ნიმუშებს.

მსგავსი სტატიები
- 81
(წერილი ოცდამეერთე-ოცდამოერე) ავტორი გია ბეშიტაიშვილი 1980 წელი! მსოფლიოს 22-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წელი საბჭოთა კავშირში! ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად ტარდებოდა სოციალისტურ ქვეყანაში! ოლიმპიურ თამაშებში სრულიად გამოკვეთილად იგრძნობოდა პოლიტიკური ჩარევა და პოზიციები. ჯერ კიდევ 1976 წელს მონრეალში ოლიმპიადა76-ს ბოიკოტი გამოუცხადა 29 აფრიკის სახელმწიფომ! 1980 წელს საბჭოთა კავშირში ოლიმპიადა80-ს ბოიკოტი გამოუცხადა 60-მა… - 78
ცნობილი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი, გაზეთ „ალიონის“ ყოფილი თანამშრომელი _გენრიეტა ქუთათელაძე 82 წლისაა. ვულოცავთ! * * * დარდმა და მწუხარებამ დააჭკნო ეს ქალი, ეს ქალი, წარსულში რომ ჰგავდა ყაყაჩოს, სასტიკმა ცხოვრებამ დასეტყვა, დამეხა, დაცეცხლა დააზრო და დააბერა, ლამის დაახრჩო (ეჰ, რა ძნელია დევნილის ხვედრი). შიში შეეყარა სახადივით და ფიქრებს… - 77
ავტორი ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის VI დღე კვლავ დუმბაძისა და დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების სცენური ინტერპრეტაციებით გამოირჩეოდა. დღის პირველი დადგმა ჩოხატაურის კულტურის სასახლეში ვიხილეთ — უზბეკურად გაცოცხლებული „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (რეჟისორი: მუხთარ რეიმოვი), რომელიც ბარდახის სახელობის ყარაყალპაყეთის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა წარმოადგინა. ოზურგეთის თეატრის დიდ სცენაზე კი… - 77
XI საუკუნის ისტორიული ფრაგმენტების საფუძვლებიდან მომდინარე ტრაგედია, XVII საუკუნის ოციანი წლების გადმოსახედიდან. და ახლა უკვე... 7-8 ივნისს, უილიამ შექსპირის„მაკბეტის“ტრაგიკული პიესის პერსონაჟებმა ოზურგეთის დრამატული თეატრის სცენაზე, უკეთურ ძალთა სამკვიდროს ბნელი გზახვეულებიდან შემოაბიჯეს. სპექტაკლის შემოქმედებითი ჯგუფი: სცენური ვერსია და რეჟისურა: გოჩა კაპანაძე; მხატვარი ლომგულ მურუსიძე; კოსტუმების მხატვარი ქეთი ციციშვილი; ტექნიკური რეჟისორი ეკატერინე… - 77
ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი და ოზურგეთელი მაყურებელი ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს 24 ივლისს მასპინძლობდა. „ქართველი ქალი, ანუ შურისძიება“ - თურქი დრამატურგის აჰმეთმითჰათ ეფენდის ამ ნაწარმოების“ მიხედვით დადგმული სპექტაკლის „შურისძიება“ რეჟისორი გოჩა კაპანაძეა, მხატვარი ლომგულ მურუსიძე, კოსტუმების მხატვარი ქეთევან ციციშვილი. მონაწილეობენ ცხინვალის თეატრის მსახიობები. წარმოდგენილია XVIII საუკუნის ბოლო…