ცნობილია ბიჭის ვინაობა, რომელიც გონიოში ხარაჩოდან ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.
გონიოში, მრავალსართულიან მშენებარე კორპუსში საყრდენი კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 30 წლამდე მამაკაცი, რომელიც კლინიკაში იყო მოთავსებული – გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობს კრიტიკულად მძიმედ ფასდებოდა.
გარდაცვლილი ახალგაზრდა ოთო დეკანაძეა. ის “ოცნების ქალაქში” ცხოვრობდა. გარდაცვლილ ახალგაზრდას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
მის შესახებ უფლებადამცველი თამაზ ბაკურაძე წერს:
„ჩემი მოსწავლე იყო , თბილი, კაცთმოყვარე, მეგობრული, ნამუსიანი… ყველას უყვარდა!.. არაჩვეულებრივად კითხულობდა ლექსებს, ჯერ კიდევ პატარა, თვალებბრიალა ბიჭი, სულსა და გულს დებდა თითოეულ სტრიქონში, ხმა ჰქონდა მკაფიო, მჭექარი..ჩემ თვალწინ გაირბინა მისმა ბავშვობამ!..
რა იქნებოდა , მასაც ეცოცხლა, დამტკბარიყო ოჯახური ბედნიერებით!..
გამძლეობა ჩემს ციცოს, მის უბედურ დედას…თანაგრძნობა არა მხოლოდ ახლობლებს, მთელ სოფელს!..
ნათელი და სანთელი ჩემი ოთიკოს სულს!..“ _წერს სოციალურ ქსელში შრეომის საჯარო სკოლის პედაგოგი რუსუდან ცეცხლაძე.
„უდიდესი ტკივილია როგორც ოჯახისთვის, ასევე სკოლისთვის და სოფლისთვის სიცოცხლით სავსე ახალგაზრდის ტრაგიკულად დაღუპვა. ვუსამძიმრებთ ოჯახს. სიტყვები ზედმეტია იმ ემოციის გადმოსაცემად, რასაც ვგრძნობთ.“ _ წერს სოფელ შრომის საჯარო სკოლა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
ამბები.გე ფოტო
მსგავსი სტატიები
- 82
ეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდა დღეს 19 აგვისტოა. ეს დღე უპირველესად 1997 წლის ფერისცვალებას გადახდენილი თავგადასავალის ფონზე გვახსენდება, როცა კავკასიონზე, მწინვარწვერის მასივში სასწაულად გადავრჩით. იმ წელს კავკასიონზე ტურისტულ-ალპინისტურმა საზოგადოებამ „გურიის მთებმა“ ექსპედიცია მოაწყო. მეგობრების, სპონსორების დახმარებით მოვაგროვეთ შესაბამისი აღჭურვილობა, საკვები და კავკასიონისკენ დავიძარით. გულითბილად მიგვიღეს ყაზბეგელებმა. გაზეთ „ალიონის“…
- 81ტრაგედია დატრიალდა გურიაში. ლანჩხუთში 23 წლის თორნიკე წილოსანი მოულოდნელად გარდაიცვალა. "დღეს ცრემლების წვიმა წამოვიდა ჩვენ პატარა ლანჩხუთში, ენა ჩაგვივარდა, მხოლოდ ყვირილი შეგვეძლო, გეძახდით, მამი… ლანჩხუთს 23 წლის თორნიკე წილოსანი არ ჰყავს" _ წერენ სოციალურ ქსელში. „"გლოვობს მთელი ლანჩხუთი. უკარგესი ოჯახის შვილი, თორნიკე წილოსანი მოულოდნელად დაიღუპა. სიცხე ჰქონდა მაღალი და ამ ტემპერატურის ფონზე…
- 80
კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, რომელიც ავტომობილს მართავდა, სამი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები თელავის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებული გერმანიის მოქალაქეა. მედიას „კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურში დაუდასტურეს, რომ ერთ-ერთ…
- 80
ეს ამბავი 25 აპრილს შემემთხვა. სამსახურის დამთავრების შემდეგ, სახლში მივდიოდი,აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში, ხელმარხცხნივ, სადაც ყვავილების მაღაზიაა თეთრი მანქანა იდგა ( ნომერი 717; სერია და მარკით არ დავინტერესებულვარ) მანქანათან საფულე ეგდო.ავიღე, გავხსენი შიგ ბევრი ფული იდო და დოკუმენტები. ამ დროს ქალბატონმა მარინამ გამოიარა,(გვარს შეგნებულად არ ვასახელებ, ის ღირსეული ქალბატონია და მისთვის…
- 79კენიაში წყალდიდობას ებრძვიან. ხელისუფლების განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში მასშტაბურ წყალდიდობასა და მეწყერს ქვეყანაში სულ მცირე 181 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიამ კენიაში ასობით საცხოვრებელი სახლი, ხიდები, გზები და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები დააზიანა. მედიის ინფორმაციით, გადაუღებელმა წვიმებმა ასევე მნიშვნელოვნად დააზიანა კენიის მეზობელი ქვეყნები, ტანზანია და ბურუნდი. ექსპერტები უხვ ნალექებსა და სტიქიურ უბედურებებს კლიმატის…