საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

მათი თქმით, დაკავებულმა მოქალაქეს წიაღისეულის მოპოვების სანაცვლოდ 1800 ლარი მოსთხოვა, ქრთამის გადაცემის დროს კი ის დააკავეს.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე შქმერის ადმინისტრაციულ ერთეულში, ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი – ზ.ჯ. დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, პირადი მატერიალური გამორჩენისა და სარგებლის მიღების მიზნით, მის სამოქმედო ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის, ტორფის მოპოვების სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1 800 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მომავალშიც გაატარებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მკაცრ პოლიტიკას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

წყარო: ipn.ge

მსგავსი სტატიები

  • 64
    პროკურატურის საგანგებო ბრიფინგისაქართველოს პროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობის, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე 13 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. პროკურატურის თანახმად, ბრალდება წარედგინა: ბექა მაჭავარიანს, ალექსანდრე გოგოლაძეს, ევა შაშიაშვილს, გიორგი რურუას, ვახტანგ ფიცხელაურს, დავით სტურუას, მანუჩარ მიქელაძეს,…
  • 63
    ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ორი პირი დააკავესქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა ოზურგეთის მერის ყოფილი წარმომადგენელი ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში ვ. ვ. და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის მოქმედი უფროსი სპეციალისტი მ.ბ., რომლებმაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში (კაპროვანი), ზღვისპირა ზოლში მდებარე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, 517 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთით…
  • 63
    გურიაში ახალგაზრდა კაცი მოკლესგურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ერთი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანების შედეგად…
  • 62
    საგანგებო ბრიფინგი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში - ვინ დააკავა უწყებამ?საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, საქართველოს პროკურატურასთან ერთად, აქტიურ და უკომპრომისო ბრძოლას განაგრძობს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულების აღსაკვეთად. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა ლევან წაქაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამჯერად სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულნი არიან შპს „სკაიფორტის“ ყოფილი და მოქმედი დირექტორები - კ.კ. და კ.ა. უწყებაში აცხადებენ, რომ კომპლექსურად…
  • 62
    განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინესგანსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს | ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ, ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე თქვა. გთავაზობთ განცხადებას სრულად:  „საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა. 2026 წლის 12 აგვისტოს, პროკურატურას გამოძიებასთან თანამშრომლობის…