ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული ,,ლანჩხუთობა-2025″ აღინიშნა.
ღონისძიება სხვადასხვა აქტივობებით იყო დატვირთული. ქალაქის ცენტრში გამოფენილი იყო ადგილობრივი ნაწარმი, ხელნაკეთი ნივთები, ტრადიციული სამზარეულო.
ღონისძიებაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა წლის საუკეთესო პედაგოგები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან და სახელმწიფო რწმუნებულთან გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად დააჯილდოვა.
ასევე საპატიო მოქალაქეობა სხვადასხვა პროფესიის 7 ადამიანს მიენიჭა: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს გივი მიქანაძეს, სამება-ჯიხეთის დედათა მონასტრის წინამძღვარს არქიმანდრიტ ანდრია (კბილაშვილს), სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მენეჯერს მიხეილ ბარამიძეს, პირველი საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ თამაზ კილაძეს, ლანჩხუთის ,,გურიას“ ვეტერან ფეხბურთელს გიორგი თავაძეს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში სპეციალისტს ვაჟა ებრალიძეს, ბიზნესმენს ლევან იოსელიანს.
საღამო Dodona & West Fire; MIX2RA კონცერტით დასრულდა.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი, გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე, შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი სტატიები

  • 61
    ოზურგეთის მერმა მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ახალი პროექტები წარმოადგინა                                                                                                              …
  • 61
    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის, ბიუსტი. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი; ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი და სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიება გაიმართა; ცენტრალური სტადიონზე ჩატარდა სპორტული აქტივობები: დოღი, მკლავჭიდი, მხატვრული ტანვარჯიში, ბაგირის გადაძალვა და რაგბის საჩვენებელი თამაში. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები და სიგელები…
  • 59
    ჩოხატაურში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო .საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა დაესწრნენ. ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო საშობაო ბაზრობა და საბავშვო გასართობი სივრცეები, გაიმართა ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. საღამოს საზეიმოდ აინთო მთავარი ნაძვის ხე, ჩატარდა ადგილობრივი…
  • 58
    მთავრობამ საჯარო მოხელეებისთვის ფულადი ჯილდო, 3 მლნ ლარი გამოყო დიდთოვლობასთან ბრძოლისთვისსაქართველოს  მთავრობის გადაწყვეტილებით, ზოგიერთი სახელმწიფო უწყებისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები „დიდთოვლობის დროს სტიქიასთან ბრძოლაში აქტიურად ჩართულობისთვის“ ფულადი ჯილდოს სახით ხელფასზე დანამატებს მიიღებენ. „2025 წლის თებერვალში დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის დროს სტიქიასთან ბრძოლაში აქტიურად ჩართულ საქართველოს ზოგიერთ სამინისტროში, მათ დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებსა და მუნიციპალიტეტების შესაბამის ორგანოებში დასაქმებულებზე ფულადი ჯილდოს/დანამატის გაცემის მიზნით, საქართველოს ფინანსთა…
  • 58
    კურორტ ბახმაროს ცენტრში „მაგთის“ ანძა უნდა აღმართონ?მოსახლეობა  კურორტ ბახმაროს ცენტრში, მოედანზე „მაგთის“ ანძის მშენებლობას აპროტესტებს. გუშინ გაზეთ „ალიონს“ კურორტ ბახმაროდან საგარაკო სახლის ერთ-ერთი მფლობელი დაუკავშირდა და მისიი გულისწყრომა გადმოგვცა: _ჩვენი ბავშვობა ამ კურორტზე გავატარეთ. შესანიშნავი კურორტი გვქონდა და ყველა შეძლების ადამიანი ისვენებდა აქ. ახლა აქ განუკითხაობაა. ვინ რას აშენებს, განსაკუთრებით საკურორტო სეზონის შემდეგ, ვერ გაიგებ. შიგ…