ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, უბნების 90 პროცენტამდე დათვლილია.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დათვლილია 46-დან, 41 უბანი. მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში ამ დროისთვის ხმების 92,85% აქვს  „ქართული ოცნების“ კანდიდატს პაატა კუნჭულიას. 7,15% აქვს „გახარია საქართველოსთვის“ კანდიდატს, ალექსანდრე მენაბდეს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში  დათვლილია 31-დან, 25 უბანი. მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში ამ დროისთვის ხმების 88,55% აქვს  „ქართული ოცნების“ კანდიდატს ალექსანდრე სარიშვილს. 11,44% აქვს „გახარია საქართველოსთვის“ კანდიდატს, დავით ჩხაიძეს.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დათვლილია 33-დან, 20 უბანი. მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში ამ დროისთვის ხმების 92,22% აქვს  „ქართული ოცნების“ კანდიდატს მინდია ჟღერიას. 7,78% აქვს „ლელო ძლიერი საქართველოს“ კანდიდატს, ნუგზარ ჩხიკვაძეს.

მსგავსი სტატიები