2025 წელს ქალაქ ოზურგეთში აღინიშნა საქართველოს ეკლესიის მნათობის, დიდი ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწის, წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის დაბადებიდან 200 წლისთავი. ჩვენი სკოლა წმ. გაბრიელის სახელს ატარებს და იუბილეს აღნიშვნის ინიციატივაც ჩვენ გვეკუთვნის.
2025 წლის დასაწყისში, შემოქმედელი მიტროპოლიტის, იოსების ლოცვა-კურთხევით, ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადოდებლური სკოლის დირექტორის, დეკანოზ იოსების (ნაკაიძე) იდეითა და უშუალო ხელმძღვანელობით გაიწერა იუბილესთან დაკავშირებული წლიური გეგმა.
ჩანაფიქრმა სტარტი აიღო 7 თებერვალს, წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის გარდაცვალების/ხსენების დღეს.
7 თებერვალი წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ემოციებით დატვირთული დღე იყო. მეთერთმეტეკლასელებმა წარმოადგინეს მოხსენება ,,ჭეშმარიტი მოძღვარი“, გაიხსენეს შტრიხები მღვდელმთავრის ცხოვრებიდან, მისი გარდაცვალების დღე და წმიდა ილია მართლის ცნობილი გამოსათხოვარი სიტყვა.
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის შესახებ გაზაფხულზე ჩატარდა კლასგარეშე ღონისძიება მეექვსე კლასში. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ჯგუფურად მომზადებული პლაკატები. ყურადღება გამახვილდა გაბრიელ ეპისკოპოსის ოჯახსა და წარმომავლობაზე.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის საიუბილეო წლის ფარგლებში ჩატარდა შიდასასკოლო კონფერენცია ,,ორი დიდი ქართველი: წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი და წმინდა ილია მართალი”, მე- 9 კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს ისტორიები ამ ორი წმინდანის შესახებ, მოამზადეს პრეზენტაცია. სასკოლო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, თუ რაოდენ დიდია მათი დამსახურება ქვეყნის წინაშე _ წმინდა ილია მართალი, როგორც ქართველი ერის წინამძღოლი და რეფორმატორი; წმიდა გაბრიელ ეპისკოპისი _ ერის სულიერი მოძღვარი, ქართული ენის , ქართული გალობის, ახალგაზრდობის განათლების მხარდამჭერი და დამცველი.
ივნისში მეცხრე კლასის მოსწავლეებმა გამოსცეს სკოლის პერიოდული ალმანახი ,,ა კიდო“, რომელიც მიეძღვნა წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსს.
მიმდინარე წლის ოქტომბერში მომზადდა კალიგრაფიის კონკურსი. შეთავაზებული იყო ფრაზები წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის საგანძურიდან. გამოიფინა საუკეთესო ნამუშევრები.
ადგილობრივი მუნიციპალიოტეტის მიერ მიმდინარე წლის 100 %-იანი გრანტის მფლობელთა სკოლების დაჯილდოების შედეგად გადმოცემული თანხა მოხმარდა იუბილეს ფარგლებში სკოლის სამლოცველოში წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსისადმი მიძღვნილ ექსპოზიციას.
მასშტაბური ღონისძიების ერთ-ერთი მიმართულება სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციაა, რომლის მასპინძელიც უშუალოდ ჩვენი _ ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა იყო. კონფერენციის მთავარი თემები:
* ოჯახი და ტრადიცია;
* ადამიანის სულიერი ფასეულობების დეგრადაცია;
* ადამიანების შემეცნებითი უნარები და განვითარება.
კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ საპატრიარქოს სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები. მონაწილეთათვის მთავარი პირობა იყო _ შეთავაზებული თემები წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის მრავალმხრივი მოღვაწეობის, ნაშრომების, ქადაგებების ჭრილში განეხილათ. შემეცნებითი კონფერენციის კულმინაციად იქცა საინტერესო სტუმრების მოხსენებები, კერძოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია აუდიტორიის წინაშე წარდგა წმინდა მღვდელმთავრის აფხაზეთში მოღვაწეობის თემითა და წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსისადმი მიძღვნილი საკუთარი წიგნის პრეზენტაციით; მკვლევარმა, მთარგმნელმა ვლადიმერ ჩხიკვაძემ დამსწრეთ დეტალურად გააცნო წმნინდა გაბრიელ ეპისკოპოსის რუსეთში მოღვაწეობა, წარმოადგინა მოძღვრის და მეცნიერის სინთეზი ამ უდიდეს პიროვნებაში. კონფერენციის მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ დედა ეკატერინე (ქადეიშვილი), წმინდა მღვდელმთავრის შესახებ წიგნის ავტორი და ბახვის სკოლის დირექტორი მზია ვაშალომიძე, რომელიც ამავე დროს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის საზოგადოების დამფუძნებელიცაა.
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის 200 წლის იუბილეს აღნიშვნა დაგვირგვინდა ოზურგეთის დრამატულ თეატრში ჩატარებული კონცერტით, რომელიც მომზადდა საინიციატივო ჯგუფის მიერ (ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა: დეკანოზი იოსები (ჯგუფის ხელმძღვანელი), ნინო გოგეშვილი, სცენარი: მაია ბეშიტაიშვილი, თეა ასიეშვილი; მარიამ დუმბაძე, მელის ნადირიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი: ნატალია ხომერიკი, კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი: კობა ბანძელაძე, კირეჟისურა: ეკატერინე ჭელიძე, ვახტანგ ჩხარტიშვილი; კობა დუნდუა, ფოტინე გორდელაძე). შეხვედრა მიჰყავდათ ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მოსწავლეებს: ნიკოლოზ ჩავლეშვილს, ანასტასია ჯიშკიდონს, ვახტანგ ხურციძეს, ცისია გადრაფხაძეს.

მსგავსი სტატიები

  • 91
    „ გაბრიელ ეპისკოპოსი იყო ქართული ეკლესიისა და ეროვნული იდენტობის მტკიცე დასაყრდენი რუსეთის იმპერიის ბატონობის პერიოდში “გუშინ, 23 ნოემბერს გასრულდა გაბრიელ ეპისკოპოსის დაბადებიდან 200 წლის საიუბილეო დღეები, რომლის სამზადისში ჩართული იყვნენ ქალაქ ოზურგეთის მერია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი,ოზურგეთის წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა, სსიპ- წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლა; არ გავვრცელდები და მოკლედ ვიტყვი- გაბრიელ…
  • 78
    სერგი ჭეიშვილი _60-დან 59 ქულაოზურგეთის წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის კურსდამთავრებულმა სერგი ჭეიშვილმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე მაქსიმალური 60 ქულიდან 59 ქულა მიიღო. ვულოცავთ!
  • 76
    სიყვარული, რომელიც გვათბობსრუბრიკა: „ერთად გავბედეთ და შევძელით“   წარმოგიდგენთ  ახალ რუბრიკას – „ერთად გავბედეთ და შევძელით“ და დღევანდელ სიუჟეტის გმირები არიან ულამაზესი კირა და მისი არაჩვეულებრივი დედიკო სოფო.  ქალი, რომელიც ყოველდღე ამსხვრევს სტიგმას და გვახსენებს, რომ აუტიზმი მხოლოდ სიტყვაა და არა საზღვარი. სოფო და კირა ცხოვრობენ ფერად და სითბოთი სავსე სამყაროში, სადაც…
  • 75
    კომპანია „პარვუს ჯგუფის“ საგანმანათლებლო სოციალური პროექტის ფარგლებში შემოქმედის სკოლაში სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია ჩატარდაკომპანია „პარვუს ჯგუფის“ სოციალური და საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში   კვირიკეთის, გომისა და შემოქმედის სკოლების უფროსკლასელებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე _ „ვიცავთ გარემოს და ვქმნით ენერგოუსაფრთხო მომავალს“.  პროექტის მიზანი გარემოს დაცვასა და განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე  მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო.  პირველი ეტაპი სასწავლო წლის ბოლოს ადგილობრივი „ენერგო ელჩების“ არჩევით დასრულდა,  ისინი კვალიფიციურად…
  • 73
    ბახვი ჰესის ტრენინგები ჩხაკაურასა და მთისპირის სკოლებში განახლდა ჩხაკაურასა და მთისპირის საჯარო სკოლებში ბახვი ჰესის ტრენინგები განახლდა. მიმდინარე სასწავლო სემესტრის პირველი ლექცია სათაურით „მდგრადი ენერგეტიკა და მდგრადი განვითარება“ მოწვეულმა ტრენერმა ნინო მაღრაძემ წაიკითხა. ნინო მაღრაძე კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის (CCEH) კომერციული ხელმძღვანელია. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება გარემოსდაცვითი განათლებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით. ამ ტრენინგის მიზანი იყო მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავება…

არ გამოტოვოთ