მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის საგამოფენო სივრცეში, 18 დეკემბერს გაიხსნა შესანიშნავი ბათუმელი მხატვრების, ვაჟა და გელა გორგილაძეების გამოფენა.

ძმებ გორგილაძეების შემოქმედება უდავოდ გამორჩეულია თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში. ვერნისაჟზე წარმოდგენილია გელა გორგილაძის დახვეწილი, ოსტატურად შესრულებული კომპოზიციები; მათ შორის, ქალაქის პეიზაჟები, სადაც გაცოცხლებულია ძველი ბათუმის უკვე რარიტეტად ქცეული ღირშესანიშნაობანი; დამთვალიერებელი ასევე გაეცნობა ვაჟა გორგილაძის უაღრესად საინტერესო გობელენების მთელ სერიას.

გამოფენის გახსნისას, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის დირექტორმა – გრაფიკოსმა ავთანდილ თავართქილაძემ;
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ბატონმა პაატა კუნჭულიამ; ბათუმელმა მხატვრებმა: ნოდარ კვირკველიამ და ირინა ტორონჯაძემ;
გურიის რეგიონის შემოქმედებითი კავშირის თავჯდომარემ თამაზ დარჩიამ, მხატვარმა ვახტანგ მამეიშვილმა და სხვა სტუმრებმა.
გამოფენა შობამდე გასტანს. ოზურგეთელ ხელოვნების მოყვარულებს შეუძლიათ, ეწვიონ ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ცენტრს.
მსგავსი სტატიები
- 71
(წერილი ოცდამეერთე-ოცდამოერე) ავტორი გია ბეშიტაიშვილი 1980 წელი! მსოფლიოს 22-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წელი საბჭოთა კავშირში! ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად ტარდებოდა სოციალისტურ ქვეყანაში! ოლიმპიურ თამაშებში სრულიად გამოკვეთილად იგრძნობოდა პოლიტიკური ჩარევა და პოზიციები. ჯერ კიდევ 1976 წელს მონრეალში ოლიმპიადა76-ს ბოიკოტი გამოუცხადა 29 აფრიკის სახელმწიფომ! 1980 წელს საბჭოთა კავშირში ოლიმპიადა80-ს ბოიკოტი გამოუცხადა 60-მა… - 70
მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრმა, 26 თებერვალს უმასპინძლა, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორთა და მასწავლებელთა ნამუშევრების გამოფენას სახელწოდებით ,,ჩვენ 30 წლის ვართ“. ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ცენტრისა და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის პერიოდი მოიცავს რამდენიმე პერსონალურ და უკვე მესამე ჯგუფურ გამოფენას. ექსპოზიციაში მონაწილეობს სხვადასხვა თაობის ოცი მხატვარი ორმოცდაათზე… - 68
მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრმა ბათუმელი მხატვრის მერაბ კვაჭაძის პერსონალურ გამოფენას მეორედ უმასპინძლა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის უახლესი ნამუშევრები სხვადასხვა სერიებად, მათ შორის ,,მოგონებები გურიაზე" და ,,თევზები". სტუმრები აღნიშნავდნენ ნახატების განსაკუთრებულობას, მხატვრის ოსტატობასა და რუდუნებით შესრულებულ კომპოზიციებს. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს: ხელოვნებათმცოდნე ლია ურუშაძემ, ოზურგეთის სურათების გალერეის… - 68
ცნობილი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი, გაზეთ „ალიონის“ ყოფილი თანამშრომელი _გენრიეტა ქუთათელაძე 82 წლისაა. ვულოცავთ! * * * დარდმა და მწუხარებამ დააჭკნო ეს ქალი, ეს ქალი, წარსულში რომ ჰგავდა ყაყაჩოს, სასტიკმა ცხოვრებამ დასეტყვა, დამეხა, დაცეცხლა დააზრო და დააბერა, ლამის დაახრჩო (ეჰ, რა ძნელია დევნილის ხვედრი). შიში შეეყარა სახადივით და ფიქრებს… - 66
XI საუკუნის ისტორიული ფრაგმენტების საფუძვლებიდან მომდინარე ტრაგედია, XVII საუკუნის ოციანი წლების გადმოსახედიდან. და ახლა უკვე... 7-8 ივნისს, უილიამ შექსპირის„მაკბეტის“ტრაგიკული პიესის პერსონაჟებმა ოზურგეთის დრამატული თეატრის სცენაზე, უკეთურ ძალთა სამკვიდროს ბნელი გზახვეულებიდან შემოაბიჯეს. სპექტაკლის შემოქმედებითი ჯგუფი: სცენური ვერსია და რეჟისურა: გოჩა კაპანაძე; მხატვარი ლომგულ მურუსიძე; კოსტუმების მხატვარი ქეთი ციციშვილი; ტექნიკური რეჟისორი ეკატერინე…