53 წლის ასაკში პოლიტიკოსი ირაკლი შიხიაშვილი გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
ის მძიმე სენს ებრძოდა. რამდენიმე თვის წინ, პოლიტიკოსმა ესპანეთის ერთ-ერთი კლინიკიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ხანგრძლივ პროცედურულ მკურნალობაზე საუბრობდა.
შიხიაშვილი 1992-1993 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეც-დანიშნულების დივერსიული ასეულის მეთაური (მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ საომარ მოქმედებებში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში; 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭი იყარა სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად (“მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”);
2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში სამგორის რაიონის მაჟორიტად დეპუტატად იყარა კენჭი (ბლოკი “ახალი მიმარჯვენეები”);
2004 წლის დეკემბრიდან 2008 წლის სექტემბრამდე მუშაობდა ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილედ;
2008 წლის ნოემბრიდან 2010 წლამდე მუშაობდა თბილისის მერიის სამობილიზაციო – საიდუმლო სამსახურის უფროსის მოადგილედ;
2010 წლის მაისიდან იყო თბილისის საკრებულოს წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი;
2012 წლის 11 ოქტომბრიდან ფრაქცია “თავისუფლება”-ს თავმჯდომარე;
2013-2014 წწ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე;
2014 წლიდან ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის უფროსი.
მსგავსი სტატიები
- 77საქართველოს ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის გურიის რეგიონული სამმართველო იუწყება, რომ გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, 99 წლის ანასტასია მჟავია. დაკრძალვა 30 მარტს, ქ. ოზურგეთი, ნინოშვილის ქ.
- 76
1989 წლის 9 აპრილს, განთიადისას ქ. თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, საბჭოთა არმიამ ძალისმიერად დაარბია საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი დემოსტრაცია, რომელის შედეგად დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი. ეს იყო საბჭოთა იმპერიის მიერ გამართული ერთ-ერთი დიდი სისხლიანი ანგარისწორება, რომელსაც გურიის რეგიონიდან ლიხაურელი ნინო თოიძე და ხიდისთაველი ნატო გიორგაძე შეეწირნენ. ყოველი წლის… - 73წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი, გია ხარჩილავა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ხარჩილავას გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა. ცნობისთვის, გია ხარჩილავა 1970 წელს დაიბადა. მან 1991 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. 2006–2010 წლებში იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ხარჩილავა ერთადერთია ოპოზიციის წევრებს შორის, ვინც თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა და…
- 72
ახალი წლის წინა დღეებში ოზურგეთს მოულოდნელად ერთი კარგი კაცი _ გასული საუკუნის 80-იანი წლების საუკეთესო ბირთვისმკვრელი, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, შემდგომში ცნობილი ფერმერი და საჯარო მოხელე, შემოქმედელი ბესიკ ლომინაძე გამოაკლდა. გასული საუკუნის 70-იან, 80-იანი წლებში ოზურგეთელი მძლეოსნები წარმატებით გამოდიოდნენ როგორც რესპუბლიკურ, ისე საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებებზე. ამაში დიდი წვლილი მიუძღვოდა მძლეოსნობის… - 72
ოზურგეთის ,,მერცხალის“ მთ.მწვრთნელს სოსო გაგუას 20 დეკემბერს 75 წელი შეუსრულდებოდა. სოსო გაგუა დაიბადა 1949 წელს. მრავალი თაობის აღმზრდელი,თავისი საქმის პროფესიონალი. 1972 წლიდან მუშაობდა ოზურგეთის „მერცხალში.“ 1987 წელს სოსოს ხელმძღვანელობით „მერცხალი“ საქართველოს ჩემპიონი გახდა და გადავიდა საკავშირო გათამაშების მეორე ლიგაში, სადაც წარმატებით ასპარეზობდა.გუნდის ძირითადი ბირთვი ოზურგეთლები იყვნენ. წლების მამძილზე მუშაობდა ლაითურის…