ჯანდაცვის სამინისტრო განმარტებას ავრცელებს „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ბრძანებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, 2026 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან 6 თვით ან და მეტი ვადით, უწყვეტად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, როგორც მოსარგებლეს[ბენეფიციარს] რეგისტრაცია შეუჩერდებათ. ამ მოქალაქეებმა ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ პროგრამით რომ ისარგებლონ, ხელახლა მოუწევთ ამბულატორიებში დარეგისტრირება.

შესაბამის ბრძანებას ხელი „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, 31 დეკემბერს მოაწერა და უკვე ძალაშია.

ბრძანებაში ვკითხულობთ:

„2026 წლის 1 ივნისიდან ყოველთვიურად, განმახორციელებლის მიერ განხორციელდეს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის გეგმური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში ბენეფიციართა რეგისტრაციის მოდულიდან იმ ბენეფიციართა რეგისტრაციის შეჩერება, რომლებიც იმყოფებიან ქვეყნის ფარგლებს გარეთ 6 თვე და მეტი ვადით უწყვეტად“.

ახალი ბრძანების მიღებამდე კი, 2026 წლის იანვრიდან 2026 წლის ივნისის ჩათვლით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებული იყო მოეხდინა მოსარგებლეთა ხელახალი რეგისტრაცია გეოგრაფიული პრინციპის დაცვით, ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის გათვალისწინებით.

ახალ ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ მოსარგებლის ხელახალი რეგისტრაცია ხორციელდება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის# # 36 დადგენილებით  დამტკიცებული პროგრამის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

ამ პუნქტის მიხედვით, პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებმა პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაცია უნდა განახორციელონ მხოლოდ მოსარგებლის თანხმობის (დადგენილი წესით) საფუძველზე, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს მოსარგებლის ან არასრულწლოვანის შემთხვევაში – მისი კანონიერი წარმომადგენლის (მშობელი, პაპა, ბებია, და, ძმა, მეურვე ან მზრუნველი და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა კანონიერი წარმომადგენელი) ხელმოწერით.

ამასთან, ბენეფიციართა რეგისტრაციის სტატუსის გადამოწმების დამატებითი კრიტერიუმები მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტით 2026 წლის 1-ელ ივნისამდე უნდა დამტკიცდეს.

ინფორმაციის მედიაში გავრცელების შემდეგ, დღეს, 9 იანვარს, სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, აღნიშნული ცვლილება შეეხება ამბულატორიული დაწესებულებების დაფინანსებას.

„საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ: საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, იღებდა სამედიცინო მომსახურებას, ყოველგვარი ცვლილების გარეშე, გააგრძელებს პროგრამით სარგებლობას. სამედიცინო მომსახურება არ ეზღუდება, არც საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს.

ცვლილება მხოლოდ ამბულატორიული დაწესებულების დაფინანსებას ეხება. სახელმწიფო, ფიქსირებულ ანაზღაურებას უხდიდა კლინიკას, იმ შემთხვევაშიც, როცა საქართველოს მოქალაქე არ იმყოფებოდა ქვეყანაში და შესაბამისად, არ იღებდა სამედიცინო მომსახურებას.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის 2025 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით, ცვლილება ეხება მხოლოდ ამბულატორიული მომსახურების ნაწილში სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების ე.წ. კაპიტაციის მექანიზმს და არ ვრცელდება საყოველთაო ჯანდაცვის სხვა რომელიმე კომპონენტებზე, მათ შორის – გადაუდებელ ამბულატორიასა და სტაციონარულ სერვისებზე.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დაბრუნებისთანავე, მოქალაქეს შეუძლია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, დარეგისტრირდეს ამბულატორიულ დაწესებულებაში და სრულად მიიღოს პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება ემსახურება საყოველთაო ჯანმრთელობის სახელმწიფო დაცვის პროგრამის გაძლიერებას, არამიზნობრივი ხარჯების თავიდან არიდებასა და ბენეფიციარების ინტერესების დაცვას“ – წერს სამინისტრო.

მსგავსი სტატიები

  • 70
    ბახმაროს და გომისმთის დამსვენებელთა საყურადღებოთ!ვინაიდან აღნიშნულ კურორტებზე სასმელი წყლით მომარაგების დაბალი ტექნიკური დონე და არადამაკმაყოფილებელი სანიტარული მდგომარეობაა, რომელიც ხშირ შემთხვევებში იწვევს კუჭ-ნაწლავის ინფექციების ეპიდემიური გავრცელებას,დამსვენებელთა მასობრივ ავადობას და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზიც შეიძლება გახდეს. აღნიშნული დაავადებების გავრცელების რისკი განსაკუთრებიღთ მატულობს ზაფხულის პერიოდში ისეთ საკურორტო ზონებში სადაც არ ხდება დამსვენებულთა სასმელი წყლით მომარაგება ცენტრალური წყალსადენით.…
  • 67
    სრული პასუხისმგებლობით თქვენი ჯანმრთელობისთვის! - ამ ლოზუნგით კლინიკა „ვივამედის“ექიმებმა ტრადიციული უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია,ამჯერად, გურიის რეგიონის მოსახლეობისთვის ჩაატარეს. სოფელ გომსა და შემოქმედში 2 დღის განმავლობაში პაციენტებს იღებდნენ სხვადასხვა პროფილის ექიმები: ქირურგი, ანგიოქირურგი, უროლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ოფთალმოლოგი, ნევროლოგი, ფსიქიატრი, გინეკოლოგი, მამოლოგი, კარდიოლოგი. მოქალაქეებს ჩაუტარდათ მუცლის ღრუს ექოსკოპიური კვლევები, მამოლოგიური და ფარისებრი ჯირკვლის…
  • 64
    ინფექციონისტის, მაია ბუწაშვილის განცხადებით, „მაიმუნის ყვავილი“ შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში. როგორც მან განმარტა, დასაწყისში ახასიათებს გრიპისმაგვარი სიმპტომები: ცხელება, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება. 1-3 დღეში ვითარდება გამონაყარი, რომელიც იწყება სახიდან და ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზეც, მათ შორის ხელის და ფეხისგულებზეც. გამონაყარი ჯერ კვანძოვანია, შემდეგ…
  • 61
    გაიზომე არტერიული წნევა სწორად, აკონტროლე და იცხოვრე დიდხანს!2024 წელს, ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიის ფარგლებში გურიის რეგიონში მიმდინარეობს პოპულაციაში მაღალი არტერიული წნევის გამოვლენის აქცია. აღნიშნული აქტივობა მიმდინარეობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის,საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების ორგანიზებითა და ქალაქების-ოზურგეთი, ლანჩხუთის, ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით. გაზომვების თვე“ ჰიპერტენზიის სკრინინგის გლობალურ კამპანიას საქართველო უკვე მერვედ…
  • 59
    საპანიკო არაფერია – პაატა იმნაძე ქვეყანაში მუნის გავრცელებაზე„მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, წლის განმავლობაში არამარტო საქართველოში, არამედ ევროპის ქვეყნებში მოსახლეობის 1%-ს მუნი აღენიშნება. დაახლოებით, ასეთივე მონაცემებია დღეს საქართველოშიც. სპეციალისტების განმარტებით, მუნის მკურნალობა ადვილია…