ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინე“ ახალი ვარიაციით ოზურგეთის თეატრის სცენაზე

ავტორი: ნინო ნიკოლაიშვილი

სასცენო ფარდამ  ყოფიერების ფარდაც აიყოლა  და უფლის ხატად, უფლისგან შექმნილ ადამიანთა, მათ შორის,  სიმბოლურ  პერსონათა სილუეტები, აისვეტნენ ცხოვრების კარიბჭესთან. იქვე,  ტარიგი ცხვარი, რომელიც თურმე მეორე გამომსახველობით როლსაც ასრულებდა სცენაზე, ბედმორჩილებით, მუხლმოყრით გაწოლილიყო იმავე კარიბჭესთან. სიმბოლური იყო დასაწყისშივე მასთან მდგომი ქრისტინე,  მაყურებელთა ცნობიერებაში თავისთავადაც  ტრაგიკული პერსონაჟი, და არა მხოლოდ ის. თუმცა რეჟისორმა ის სხვა გზით ატარა ტრაგიკულ დასასრულამდე.

ეს პატარა შესავალი რიგითი მაყურებლის ემოციაა,  შემდგომი პერიოდული ჩართვებით, სტატიაში გადმოცემული, და… რომელიც გამოიწვია ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ეგნატე ნინოშვილის  „ქრისტინეს“ მიხედვით და რეჟისორისეული ახალი ხედვით წარმოდგენილმა პრემიერამ..

რეჟისორი და სცენური ვერსიის ავტორი მარიამ სიხარულიძეა. დადგმის მხატვარია თეო კუხიანიძე, ლოტბარი — ლედი კეჭაყმაძე, მუსიკალური გაფორმება ეკუთვნის ნინო სიხარულიძეს, ქორეოგრაფია — მარიკა ქვეითაიას. რეჟისორის ასისტენტი — მაკა მამულაიშვილი; ტექნიკური რეჟისორი — ეკატერინე ანთია; მოქმედი პირნი და შემსრულებელნი: წამყვანი — გიორგი დოლიძე; ქრისტინე — მარიამ გუჯაბიძე; მეპატრონე — ვახტანგ ჩხარტიშვილი; სონა — შორენა გვეტაძე; მარჩიელი — თამარ მდინარაძე, ბელა კიკვაძე; მარიკა — თეა შარვაშიძე; დათიე — დავით კვერღელიძე; ნატალია — თეა კეჭაყმაძე; იასონი — ლუკა მეგრელაძე; ბეჟან უქმაძე — გენადი ნიკოლაშვილი; ლიზა — ანა ზასლავსკა; ბენდი:გიორგი ჩავლეშვილი, ჯაბა მორჩილაძე, გენადი ნიკოლაშვილი, ლუკა ჯულაყიძე, ნინი მუშტაშვილი, ნინი მეგრელიძე, ქრისტინე დოლიძე, ცისია ყაზაიშვილი.

აქ  ერთი, ან რამდენიმე პერსონაჟის მძიმე ცხოვრება კი არ გააცოცხლა შემოქმედებითმა გუნდმა, არამედ, თავად ცხოვრების უსაფუძვლობა, მაშინ, როცა არსებობს კითხვები – რატომ და მაგრამ, და მისი განმკითხავ-განმგებელია ჭორი, უსახურება, ნიღბებით თამაში, ცინიზმი, დაუნდობლობა, უკეთურისგან ხელდასმით რომ აღესრულება ამ დალოცვილ დედამიწაზე და რაც ორიგინალური ხედვით, კარგადაა წარმოჩენილი სპექტაკლში..

ისტორიული ექსკურსი: ქრისტინეს ცხოვრება ნაწარმოებისგან განსხვავებით, სხვაგვარადაა წარმოჩინებული.  სცენას პერიოულად ჩამოუქროლებს მისი შორეული წინაპრის, ტრაგიკული მედეას აჩრდილი. საერთო – ორთავე მოტყუებული ქალი.  მათი არჩევანი – გზა უცხოეთისკენ. მედეა სიყვარულის, ქრისტინე -სიყვარულისგან იმედგაცრუების, და ორთავე მათივე რეალური ყოფის მსხვერპლი.

ევროპაში განათლებამიღებული პერსონაჟი, იასონიც, გრძნობათა ისეთივე მოთამაშეა, როგორც მისი ბერძენი წინამორბედი. თუმცა ისტორიულად, ამ თამაშის შინაარსი სრულიად განსხვავებულია.

სცენები სპექტაკლიდან – გამოსავლის ძიებისა და… მაიც გზა საროსკიპოსკენ, სადაც არანაკლებ შეურაცხმყოფელია თითოეული ქალის ცხოვება. ისინი ერთგან გაექცნენ ძალადობას, შეურაცხყოფას, მაგრამ მეორეგან, იძულებულნი ხდებიან, ამ ყოველივეს მიმღებლები გახდნენ, ფულისა და თავშესაფრის ძიებაში. სხვა გზა მათთვის უბრალოდ არ ჩანს, ან ბურისშია ჩაკარგული და არავინ ცდილობს მის გაფანტვას. პირიქით ყველა თავისი საწილოთი ჩრდილავს მას. სწორედ ამ გზამ მიიყვანა ქრისტინეც საროსკიპომდე. ძნელია იმ სოციუმის პერსონაჟთა ხვედრი. ვინ იცის რამდენი გოდება აღმოხდა უცხოეთსა თუ აქ, ჩვენთან, ბედისგან, თუ ჩვენგან მიტოვებულთ. სამწუხაროდ, ცხოვრების ხმაურში იკარგება ეს მოთქმა-გოდებანი. ზოგჯერ თავად არ ვართ მზად, მოვისმინოთ ან მივიღოთ  იგი, ან უბრალოდ არ გვინდა. თავისმართლება: – რას იტყვის ხალხი. შედეგი –  ქრისტინეს მშობლები ამ ქაოტურ გაურკვებლობაში, თავისდაუნებურად ხდებიან შვილისა და შვილიშვილის ტრაგედიის თანაავტორები.

კითხვა, რომელიც დასაწყისში დაისვა და მთელი სპექტაკლის მიმდინარეობისას, წითელი სხივით გასდევდა სცენას: „ნუთუ ასეთი უსაფუძვლოა ადამიანის ცხოვრება“ …აქ კი… დუმილი ისევ რეკავს.

დასაწყისში ვახსენეთ ცხვრის მეორე, გამომსახველი როლი. თანაწამყვანი და თანაავტორი გიორგი დოლიძის პერსონაჟი კვლავ სვამს კითხვებს „ამ უცხო მიწაზე ელჩებივით მოსული ხალხისთვის“. თუმცა პასუხი ყველას თავისი გადასახედიდან აქვს გასაცემი.

გუბაზ მეგრელიძე (თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი) _  ეს არის ვარიაცია ნინოშვილის ნაწარმოების მიხედვით. რეჟისორის გააზრება – განზოგადოებულია – ქალის ყოფა უცხოეთში, საროსკიპოში. აქ გადაჯაჭვული ხაზია მედეასთან კავშირით. მედეასა და იაზონისა სცენები, როგორც ბედის ტრიალი. რთულია თავად თემა, არ უნდა დაიკარგოს ხაზი ძველსა და ახალ სახეებს შორის. ახალგაზრდა რეჟისორებს განსაკუთრებული დამოკიდებულება მართებთ, როცა კლასიკურ ნაწარმოებებს იღებენ სამუშაოდ. სპექტაკლი ტექნიკურად გამართულია და რჟისორის თავისებური მიგნებებით ჩანაფიქრი მოდის.

გიორგი სიხარულიძე: (რეჟისორი) მადლირი ვარ ოზურგეთის თეატრისა, რომელმაც სამუშაოდ, ასეთი კარგი პირობა შეუქმნეს მარიამს. აქ იყო საოცარი ანსამბლურობა, ბეწვის ხიდზე გაიარა რეჟისორმა, რადგან ქრისტინე, უმძიმესი თემაა. ვფიქრობ ხაზი არ არის დაკარგული. კარგი სინთეზია ძველისა და ახლის.

სპექტაკლის ბოლოს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა  მადლობა გადაუხადა შემოქმედებით კოლექტივს, მსახიობებს, მოწვეულ სტუმრებს.

_ „ბედნიერებაა, როცა 1982 წლის შემდეგ, ოზურგეთის თატრის სცენაზე კვლავ გაჟღერდა  ეგნატე ნინოშვილის  სახელი. და „ოქროს ნალის“ შემდეგ, პირველად დაიდგა ნინოშვილის „ქრისტინე“ ახლებული ხედვით“ _ თქვა ვასილ ჩიგოგიძემ.

 

მსგავსი სტატიები

  • 95
    თემები, რომლებიც აქტუალობას არ კარგავენ - ანუ რა მანძილია შემგროვებლობასა და ხარჯვას შორის და რამდენად თვითმყობადია იგი სცენასა და სცენის მიღმა, რეალურ ყოფაშიავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენა, ამჯერად უკვე  რუსთაველის ეროვნული თეატრის შემოქმედებითმა ჯგუფმა აახმოვანა. სტუმრებმა გიორგი ერისთავის ერთმოქმედებიანი კომედია „ძუნწი“ ხუთ ივლისს  წარმოადგინეს. სცენური ვერსიის ავტორი და რეჟისორი - გოჩა კაპანაძე გახლავთ; მხატვარი - ლომგულ მურუსიძე; კოსტიუმების მხატვარი - ანა ნინუა; კომპოზიტორი - ნათია ზეინკლიშვილი; ქორეოგრაფი - კოტე…
  • 94
    „მომწყურდი საოცარი ძალით“(წერილი ოცდამეერთე-ოცდამოერე) ავტორი გია ბეშიტაიშვილი 1980 წელი! მსოფლიოს 22-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წელი საბჭოთა კავშირში! ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად ტარდებოდა სოციალისტურ ქვეყანაში! ოლიმპიურ თამაშებში  სრულიად გამოკვეთილად იგრძნობოდა პოლიტიკური ჩარევა და პოზიციები. ჯერ კიდევ 1976 წელს მონრეალში ოლიმპიადა76-ს ბოიკოტი გამოუცხადა 29 აფრიკის სახელმწიფომ! 1980 წელს საბჭოთა კავშირში ოლიმპიადა80-ს ბოიკოტი გამოუცხადა 60-მა…
  • 94
    ციკლიდან: რეკვიემი დევნილთათვისცნობილი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი  და ჟურნალისტი, გაზეთ „ალიონის“ ყოფილი თანამშრომელი _გენრიეტა ქუთათელაძე  82 წლისაა. ვულოცავთ! * * * დარდმა და მწუხარებამ დააჭკნო ეს ქალი, ეს ქალი, წარსულში რომ ჰგავდა ყაყაჩოს, სასტიკმა ცხოვრებამ დასეტყვა, დამეხა, დაცეცხლა დააზრო და დააბერა, ლამის დაახრჩო (ეჰ, რა ძნელია დევნილის ხვედრი). შიში შეეყარა სახადივით და ფიქრებს…
  • 93
    ესროლეს, მაგრამ ვერ მოჰკლეს საქართველოს თანმდევი სულირატომ და ვინ ესროლა ილია ჭავჭავაძეს, როგორ გაიარა მისთვის ნასროლმა ტყვიამ საქართველოს გულთან  და  საფიქრალი - „მეცა ვტანჯულვარ, ჰე, ბედკრულო, შენის ტანჯვითა“, ან კიდევ „რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ“... საუკუნეზე  მეტია,  ეს კითხვები ტკივილიან განცდებად ტრიალებს ჩვენი ერის გულსა და გონებაში. მეტიც, მუდმივად  ანთია ერის სულიერების ცაზე და მკვეთრი…
  • 93
    დუმბაძისა და კლდიაშვილის დღე — დუბლი ორიავტორი ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის VI დღე კვლავ დუმბაძისა და დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების სცენური ინტერპრეტაციებით გამოირჩეოდა. დღის პირველი დადგმა ჩოხატაურის კულტურის სასახლეში ვიხილეთ — უზბეკურად გაცოცხლებული „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (რეჟისორი: მუხთარ რეიმოვი), რომელიც ბარდახის სახელობის ყარაყალპაყეთის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა წარმოადგინა. ოზურგეთის თეატრის დიდ სცენაზე კი…