ეთნოგრაფიულ, ისტორიულ, ფოლკლორულ მასალებზე დაფუძნებული სპექტაკლ „გურიას“ საპრემიერო ჩვენება, ოზურგეთის დრამატული თეატრის სცენაზე 28-29 მაისს გაიმართა.
დამდგმელი რეჟისორი ლაშა ონიანი; ინსცენირება სოფო ფალიანი, ლაშა ონიანი; სცენოგრაფი ლომგულ მურუსიძე; კოსტიუმების მხატვარი ქეთი ციციშვილი; მუსიკალური გაფორმება ლაშა ონიანი, მერაბ ჭანიშვილი; ქორეოგრაფი მარიკა ქვეითაია; ტექნიკური რეჟისორი მაკა მამულაშვილი; მონაწილეობენ ოზურგეთის თეატრის დასი და თეატრთან არსებული სტუდიის მოსწავლეები.
სპექტაკლი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდა.
რეჟისორ ლაშა ონიანს, ოზურგეთელი მაყურებელი ჯერ კიდევ ორი წლის წინ გაეცნო, როცა ადგილობრივი თეატრის სცენაზე დაიდგა მისი რეჟისორობით შექმნილი ისტორიულ, ეთნოგრაფიულ, ფოლკლორული სპექტაკლი „ლუშნუ“, სვანეთის ისტორიის,ფოლკლორის, სვანი კაცის ყოფის ამსახველი. თუ პირველში სვანეთის ისტორია ტურისტთა სვანეთს სტუმრობის ფონზე იშლება, შემოქმედებითი გუნდის არჩევით, გურიის ისტორიული კადრები საფრანგეთს მყოფ გურიელთა შთამომავლის თხრობაშია განფენილი.ცოცხლდებიან კადრები ქრისტიანობის წინარე პერიოდიდან. შემდეგ ანდრია პირველწოდებული, მატათა, კვლავ კერპებისკენ მიბრუნებული ხალხი. წმინდა ნინოს შემოსვლა…და დაიდგა რწმენის გვირგვინი საქართველომ, „გაიხსენეთ მზე, ადიდეთ შემოქმედი და მშვიდობა დაისადგურებს“, _ ამბობს სპექტაკლის ერთ-ერთი პერსონაჟი. ასე მოჰყვება გურიის ისტორია, გურულთა ყოფა, დასაბამიდან მოაქჟამომდე. საინტერესოდაა გადაწყვეტილი მუდამ ღია კარი ტაძრისა, ადამიანთა სულთა გადასარჩენად,შორეული წარსულიდან ხმიანობენ: პროკოფი კესარიელი, იოანე პეტრიწი (ჭიმჭიმელი), ვახუშტი ბატონიშვილი. სხვადასხვა ისტორიული ეპოქა სხვადასხვა ეპიზოდურ კადრებში გაცოცხლებული, ისტორიულ პერსონაჟთა თანამონაწილეობით. მათ შორის თამარის ეპოქა – „ოქროს ხანად “ წოდებული.ქართული პურ-ღვინის მადლი, მასპინძლობა, ფირალობა და ურთიერთ დაპირისპირებაც კი _ ღირსების კანონს დაქვემდებარებული.
და ასე მოჰყავს შემოქმედებით კოლექტივსა და მონაწილე მსახიობებს გურია და გურულები, გურიის ისტორიული ნიშან-სვეტებით, საკმაო ხანი ეთმობა გასული საუკუნის დასაწყისშიგურულთა აჯანყებას და გურიის რესპუბლიკის ხანმოკლე, მაგრამ უმნიშვნელოვანეს პერიოდს, რომლის მონაპოვარს წელთა გადასახედიდან, ანალოგი მართლაც არ ჰყავდა. სპექტაკლს მსვლელობის განმავლობაში, ასევე ეპიზოდურად გასდევდა გურიისთვის მახასიათებელი ხალხური სიმღერებისა და ქორეოგრაფიული ხელოვნების ნიმუშები.
აქვეა საუბარი ტოპონიმებზე. ბევრის მთქმელია გურიის ტოპონიმიკა, მისი გეოგრაფიული საზღვრების ამსახველიც. აქ უდიდესი ნაშთებია, რომელიც კვლავ ელოდება მკვლევართა ხელს.
„განათლების გარეშე ამ ყველაფერს ვერ შევინარჩუნებთ“ _ ეს ერთ-ერთი, ასევე მთავარი თემაა. და ეს თემაც ორიგინალური, იმედის მომცემი ეპიზოდით შემოდის სპექტაკლის დასასრულს. სცენის მთავარი პერსონაჟები ახალგაზრდებია, სწორედ ამ თემის გავრცობით დაინტერესებულნი.
ლაშა ონიანი: სპექტაკლი „გურული“ მოიცავს გურიის ისტორიის საინტერესო დეტალებს. ვმოგზაურობთ გურიის ისტორიაში და სინამდვილეში ისტორია არ წყდება. იწყება ქრისტიანობამდე მეათე, მერვე ათასწლეულით და მომდინარეობს დღემდე.
თეატრი კვლავ ელოდება თავის ერთგულ მაყურებელს. წარმატებებს ვუსურვებთ მას.
ნინო ნიკოლაიშვილი.

მსგავსი სტატიები
- 88
(წერილი ოცდამეერთე-ოცდამოერე) ავტორი გია ბეშიტაიშვილი 1980 წელი! მსოფლიოს 22-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წელი საბჭოთა კავშირში! ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად ტარდებოდა სოციალისტურ ქვეყანაში! ოლიმპიურ თამაშებში სრულიად გამოკვეთილად იგრძნობოდა პოლიტიკური ჩარევა და პოზიციები. ჯერ კიდევ 1976 წელს მონრეალში ოლიმპიადა76-ს ბოიკოტი გამოუცხადა 29 აფრიკის სახელმწიფომ! 1980 წელს საბჭოთა კავშირში ოლიმპიადა80-ს ბოიკოტი გამოუცხადა 60-მა… - 86
ცნობილი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი, გაზეთ „ალიონის“ ყოფილი თანამშრომელი _გენრიეტა ქუთათელაძე 82 წლისაა. ვულოცავთ! * * * დარდმა და მწუხარებამ დააჭკნო ეს ქალი, ეს ქალი, წარსულში რომ ჰგავდა ყაყაჩოს, სასტიკმა ცხოვრებამ დასეტყვა, დამეხა, დაცეცხლა დააზრო და დააბერა, ლამის დაახრჩო (ეჰ, რა ძნელია დევნილის ხვედრი). შიში შეეყარა სახადივით და ფიქრებს… - 85
ავტორი ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის VI დღე კვლავ დუმბაძისა და დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების სცენური ინტერპრეტაციებით გამოირჩეოდა. დღის პირველი დადგმა ჩოხატაურის კულტურის სასახლეში ვიხილეთ — უზბეკურად გაცოცხლებული „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (რეჟისორი: მუხთარ რეიმოვი), რომელიც ბარდახის სახელობის ყარაყალპაყეთის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა წარმოადგინა. ოზურგეთის თეატრის დიდ სცენაზე კი… - 85
ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი გადმოსახედი ახლო ისტორიული ეპოქიდან... განვლილი წლები თანამედროვეობას ჩაესახლა და...გასულ წელს, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სცენაზე შემოაბიჯა ექვთიმე ღვთისკაცმა. მას შემდეგ, არაერთი მაყურებელი გახადა თანამონაწილე იმ პერიოდისა, როცა საქართველოს კვლავ დაატყდა თავს ქარტეხილი და ქართული საგანძურისთვისაც დადგა ყოფნა-არ ყოფნის ჟამი. შეჰბედა ამ უდიდეს თემას ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის შემოქმედებითმა კოლექტივმა… - 84
ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ბერძენ ტრაგიგოსთა უდიდესი წარმომადგენლების, ესქილესა და სოფოკლეს შემდგომი ტრაგიკოსის, ევრიპიდეს ბოლო ტრაგედია „იფიგენია ავლისში“, საქართველოში, პირველად ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე დაიდგმება. კოპროდუქციის რეჟისორია ზუგდიდის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი კაშია. სპექტაკლში ოზურგეთის თეატრის მსახიობებთან ერთად, მონაწილეობენ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები და ზუგდიდის თეატრის მსახიობები. სამუშაო რეპეტიციას ოზურგეთის…