სრულიად საქართველოს რუსთაველის საძოგადოების პრეზიდენტის, პოეტ დავით შემოქმედელის მოგონებიდან:
„1988 წელი საქართველოში, სისხლიანი რუსული იმპერიის წინააღმდეგ, რომანტიკულ _ ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა პირველ ნაბიჯებს დგამს. იმხანად რაიონში ვცხოვრობდი და რუსთაველის საზოგადოების ოზურგეთის ორგანიზაციას ვხელმძღვანელობდი. ოზურგეთიც ისევე, როგორც საქართველოს თითქმის ყველა რაიონი, სხვადასხვა პოლიტიკური ბატალიების მონაწილე იყო და ეროვნული მოძრაობის თითქმის ყველა ლიდერთან მიწევდა შეხვედრა. განსაკუთრებით ხშირი კონტაქტები ბატონ მერაბ კოსტავასთან მქონდა. კარგა ხნის მანძილზე მაწვალებდა სურვილი, რომ ბატონ მერაბისათვის ლექსი მიმეძღვნა, და აი, ერთ საღამოს დავწერე სტრიქონები: – ,, ტანჯულ სხეულის უკვე დასრულდა გვემა, სული სანთლებად აღიმართება ცისკენ…”, როგორ წარმოვიდგენდი, თუ ეს იქნებოდა წინათგრძნობა, რომელიც რამდენიმე თვის შემდეგ ახდებოდა. და მაშინ გამახსენდა მარინა ცვეტაევას სიტყვები: „боюсь стихи писать, стихи сбиваются“.
როცა მერაბ კოსტავას დაღუპვის ამბავი გავიგე, ეს ლექსი მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო მიტინგზე წავიკითხე. შემდეგ შესანიშნავმა კომპოზიტორმა რუსუდან ჩხაიძემ (მომღერალ ანრი ჯოხაძის დედა) ჩემს ტექსტზე შექმნა სიმღერა, რომელიც მომღერალმა მაია თომაძემ შეასრულა. სიმღერა რამდენიმეჯერ გაჟღერდა საქართველოს და საკავშირო ტელევიზიითაც. ჩემთვის უხერხულია ამის აღნიშვნა, მაგრამ მკითხველისათვის ინტერესმოკლებული არ იქნება იმის თქმა, რომ ქალბატონმა მაია თომაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა: ,,ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სიმღერის ტექსტმა. თითქოს ჩემი სათქმელი თქვა პოეტმა. მიმაჩნია, რომ ეს ლექსი ყველაზე ძლიერია, რაც კი დღემდე დაწერილა მერაბ კოსტავაზე”.
მერაბის ორმოცისათვის მე და კომპოზიტორმა გადავწყვიტეთ, ლექსი სიმღერის ნოტებთან ერთად ცალკე ბუკლეტად გამოგვეცა. დრო ცოტა რჩებოდა და ლექსი ბატონ ზვიად გამსახურდიას მივაწვდინეთ. ბატონი ზვიადის დახმარებით ბუკლეტი რამდენიმე დღეში მზად იყო. აღსანიშნავია, რომ სტამბის მუშებმა ღამეები გაათიეს, რათა დათქმულ დროზე მოესწროთ.
მაშინ ხალხი დიდი იმედით შეჰყურებდა ეროვნული გმირის სახელზე შექმნილ,,საადგილმამულო საქველმოქმედო ფონდს” და ავტორებმა ბუკლეტის ჰონორარი, იმ დროისათვის ძალზე სოლიდური თანხა _ ათი ათასი მანეთი აღნიშნულ ფონდში შევიტანეთ.
გამოხდა ხანი _ დატრიალდა ყველასათვის ცნობილი მოვლენები, რომლებმაც მხოლოდ სისხლისა და ნგრევის კოშმარული მოგონებები დაგვიტოვა. და ეს ფონდიც, როგორც შემდგომ შექმნილი სხვა უამრავი ფონდი, თავის ძირითად მიზნებს აცდა. მას შემდეგ, რამდენჯერაც არ ჩავუვლი ნახანძრალ, ტყვიებისაგან დაცხრილულ რუსთაველის პროსპექტს, ვფიქრობ: ვინ იცის, იქნებ ჩემი ჰონორარის წილიც იდოს იმაში, რომ იმ თანხისაგან შეძენილი იარაღით საქართველოს ესროლეს.
ცალკე აღნიშვნის ღირსია, ეს სიმღერა 15 წლის ასაკში, უკვე გამოცდილი ხელოვანის მაღალი ოსტატობით შეასრულა ანრი ჯოხაძემ..
შეიძლება დღევანდელ მკითხველს ამ ლექსის ბოლო ორი სტრიქონი დაუჯერებლადაც მოეჩვენოს, მაგრამ ჯიუტი ოპტიმიზმით მჯერა, თუ აცხადდა წინა სტრიქონები, აუცილებლად ახდება ლექსის ფინალიც _ გადაივლის ჩვენი ქვეყნის თავზე განზრახ დატრიალებული შავი სატანური ქარბორბალა და კვლავ დაადგება ხალხი მერაბის გზას _ ,,გზას საქართველოს გადარჩენა რომ ჰქვია”.
    ამაღლება
/მერაბ კოსტავას/
საკანს გააღებს გაციებული მზერა,
გაითოშება, გაიყინება სივრცე,
ტანჯულ სხეულის უკვე დასრულდა გვემა,
სული სანთლებად აღიმართება ცისკენ.
წამებულ წმინდანთ ნაფეხურებზე დგება,
მუდამ ივერის მხნე და ამაყი ჯიში,
მარტვილის გზაზე დიდი ქეთევან იდგა,
წარსდგა თევდორემ უფლის ტაძრისკენ ბიჯი.
სივრცეს აპრილის სისხლის ფერი აქვს ახლა,
მალე პილატე ხელებს გადიწმენდს მშვიდად,
აზიდულია სიზიფეს ლოდი მზერით,
მაღლა ქერუბიმთ ოსანა ისმის წმინდა.
შენ ხომ მამულის თანაზიარ ხარ ხვედრით,
მღვრიე ჭაობში სინათლის თეთრი ხნული,
და სამსხვერპლოზე მდგარი სამშობლოს ბედით,
თეთრ გიორგივით ამხედრებული სული.
რა მისტერია გვიქადს უფალი რაის,
გზას ამაღლების, თუ სატანის ქვეშ წრიალს,
ნათდება უკვე შენს გზას მიჰყვება ერი,
გზას საქართველოს გადარჩენა რომ ჰქვია…
დავით შემოქმედელი
წიგნიდან_ ,, რატომ ტირიან ჩიტები ზამთარში?’

მსგავსი სტატიები

  • 85
    „სამუზეუმო მეხსიერების სალაროდან“https://www.youtube.com/shorts/4RN_CKm85BQმეც იმ ოზურგეთელებს შორის ვარ, სიამაყით და აღტაცებით რომ შეხვდნენ ჩვენს წარმტაც ქალაქში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის დაფუძნებას. ვხარობ მისი საქმიანობით; აქ მოღვაწე ადამიანებთან მჭიდრო კავშირში ვარ, და ვიცი იმ პერსპექტივების შესახებ, მომავალში რომ გველოდება. კულტურის ახალ კერას გულითადი მხარდაჭერა სჭირდება და ამასაც თვალნათლივ ვხედავ. ზედმეტად არ…
  • 85
    შობა-კალანდა გურიაში(გაგრძელება. დასაწყისი იხ.  https://alion.ge/2025/12/%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%99/)                                            კალანდა გურიაში ახალ წელს კალანდას უწოდებენ და მას თოფების გასროლით ხვდებიან., სიტყვა  კალანდა ლათინური სიტყვა კალანდედან  წარმოდგება და თვის პირველ რიცხვს ნიშავს. კალანდის შესახვედრად აუცილებელი…
  • 82
    ისევ ალეგრობის შესახებ„ალეგრობა“ წლების მანძილზე ოზურგეთში საქალაქო-საქველმოქმედო  დღესასწაული და ოზურგეთლებისათვის ნამდვილად ზეიმი იყო. ეს დრო  სავარაუდოდ გურიის უკანასკნელი მთავრის მამია მეხუთე გურიელის  მთავრობიდან (1809-1826) უნდა ავთვალოთ,რადგან გურიის უკანასკნელი მთავარი  ბევრი კულტურული ღონისძიების  წამომწყები იყო.როგორც ამბობენ სამამულო ომის დაწყებამ ეს ლამაზი დღესასწაული შეაჩერა, შემდეგ კი დავიწყებას მიეცა. აქვე უნდა ვთქვათ  ისიც, რომ   ოზურგეთის…
  • 80
    „მომწყურდი საოცარი ძალით“გია ბეშიტაიშვილი წერილი მეცხრამეტე-მეოცე მოსკოვში, საქართველოს საელჩოში, ელჩის კაბინეტის კარებთან ახლოს,მე და ჩემი ძმა ვიჯექით სავარჯლებში და ველოდით როდის დაგვიძახებდნენ, რომ გადმოეცად ჩვენთვის საპატიო სიგელები რუსეთში საქართველოს კულტურის დღეებში აქტიური მონაწილეობისთვის. კაბინეტიდან გამოვიდა ელჩის მოადგილე ამირან როგავა, ჩვენ ხელით გვანიშნა «იჯექითო» და სწრაფად გაემართა შემოსასვლელი კარებისკენ. სწორედ ამ დროს კარებში…
  • 80
    „მომწყურდი საოცარი ძალით“ერთი თვის წინ გაზეთ „ალიონის“ რედაქციასთან   ოზურგეთის თეატრის დირექტორს ზაზა ჯინჭარაძეს შევხდი სტუმრებთან ერთად.„სტუმარი“  ესტრადის ცნობილი მომღერალი გია ბეშიტაიშვილი იყო ქალიშვილთან ერთად.მასპინძელი კი ოზურგეთის თეატრი გახლდათ. „სანბარში“ დავსხედით. უცებ გავიხსენეთ  40 წლის წინ ოზურგეთსა და  ნატანებში  გამართული ძმები ბეშიტაიშვილების კონცერტები და იმჟამად რედაქციის პრაქტიკანტის, თბილისის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტის ია…