დღეს, გრიგოლ კილაძის სახელობის ოზურგეთის სამუსიკო სკოლაში სასწავლო წლის შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ საფორტეპიანო და ვიოლინოს კლასების მოსწავლეები.
კონცერტზე შესრულდა,როგორც კლასიკოს ასევე თანამედროვე კომპოზიტორთა ნაწარმოებები.
ახლახან ოზურგეთის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები წარმატებით გამოვიდნენ ქ. ლანჩხუთში გამართულ ავსტრიელი კომპოზიტორისა და პედაგოგის კარლ ჩერნის სახელობის მე-4 რესპუბლიკურ კონკურსში, სადაც ამ სკოლის მოსწავლეებმა ლუკა სარიშვილმა და ზურაბ მუჯირმა პირველი პრემია და ლაურეატის წოდება დაიმსახურეს; სენაკის მუსიკალურ არტ-ფესტივალზე კი ფესტივალის ლაურეატის წოდება მიენიჭათ ბადრი ბარდაველიძეს და ზურაბ მუჯირს, საპატიო დიპლომი კი _ლუკა სარიშვილს (პედაგოგ ხათუნა ბერიძის კლასი).
წარმატებით გამოვიდა ხობის ხელოვნების კონკურს-ფესტივალში „ჰარიდა“_ სკოლის ხალხურ საკრავთა ანსამბლი(პედაგოგი თამთა კვირკელია), რომელიც დღესაც წარსდგა შემაჯამებელ კონცერტზე.
ახლახან კი ხათუნა ცხომელიძის სავიოლინო კლასის კონცერტი გაიმართა…
დღეს კი, თითქმის სამსათიან კონცერტზე სკოლის მოსწავლეებმა მაღალი საშემსრულებლო კულტურა გამოავლინეს.
დღევანდელ კონცერტს დაესწრო და კონცერტის მონაწილეებს, სკოლის დირექციას, პედაგოგებს საქები და მხარდამჭერი სიტყვით მიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა კუნჭულიამ. მანვე ფულადი ჯილდოები გადასცა სკოლის წარმატებულ მოსწავლეებს: ზურაბ მუჯირს,ბადრი ბარდაველიძეს, ლუკა სარიშვილს და პედაგოგ ხათუნა ბერიძეს; ასევე ღვაწლმოსილ პედაგოგებს:ნელი თოდრაძეს და დალი სალუქვაძეს.
რომ არა დარბაზის სიმცირე, კონცერტს უფრო მეტი მაყურებელი ეყოლებოდა.

მსგავსი სტატიები

  • 82
    „სამუზეუმო მეხსიერების სალაროდან“https://www.youtube.com/shorts/4RN_CKm85BQმეც იმ ოზურგეთელებს შორის ვარ, სიამაყით და აღტაცებით რომ შეხვდნენ ჩვენს წარმტაც ქალაქში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის დაფუძნებას. ვხარობ მისი საქმიანობით; აქ მოღვაწე ადამიანებთან მჭიდრო კავშირში ვარ, და ვიცი იმ პერსპექტივების შესახებ, მომავალში რომ გველოდება. კულტურის ახალ კერას გულითადი მხარდაჭერა სჭირდება და ამასაც თვალნათლივ ვხედავ. ზედმეტად არ…
  • 82
    შობა-კალანდა გურიაში(გაგრძელება. დასაწყისი იხ.  https://alion.ge/2025/12/%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%99/)                                            კალანდა გურიაში ახალ წელს კალანდას უწოდებენ და მას თოფების გასროლით ხვდებიან., სიტყვა  კალანდა ლათინური სიტყვა კალანდედან  წარმოდგება და თვის პირველ რიცხვს ნიშავს. კალანდის შესახვედრად აუცილებელი…
  • 79
    ისევ ალეგრობის შესახებ„ალეგრობა“ წლების მანძილზე ოზურგეთში საქალაქო-საქველმოქმედო  დღესასწაული და ოზურგეთლებისათვის ნამდვილად ზეიმი იყო. ეს დრო  სავარაუდოდ გურიის უკანასკნელი მთავრის მამია მეხუთე გურიელის  მთავრობიდან (1809-1826) უნდა ავთვალოთ,რადგან გურიის უკანასკნელი მთავარი  ბევრი კულტურული ღონისძიების  წამომწყები იყო.როგორც ამბობენ სამამულო ომის დაწყებამ ეს ლამაზი დღესასწაული შეაჩერა, შემდეგ კი დავიწყებას მიეცა. აქვე უნდა ვთქვათ  ისიც, რომ   ოზურგეთის…
  • 76
    თაგინურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფესტივალი „ჯვარიმინდორი 2024“ გაიმართათაგინურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფესტივალი „ჯვარიმინდორი 2024“ გაიმართა. ფესტივალი ადგილობრივებს და დამსწრე საზოგადოებას შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ანზორ ბოლქვაძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ და მთავრობის სხვა წევრებმა მიულოცეს. დღის განმავლობაში გაიმართა კულტურულ-გასართობი, სპორტული და…
  • 76
    „მომწყურდი საოცარი ძალით“                     ოცდამეცხრე-ოცდამეათე წერილი ავტორი: გია ბეშიტაიშვილი 1983 წლის სექტემბრიდან ოჯახის გადაწყვეტილებით და მამის თხოვნით, ჩვენი ბავშვები ტატიანასთან ერთად კიდევ ერთი წლით დარჩნენ მახარაძეში. იამ და მანანამ სწავლა გააგრძელეს მახარაძის რუსულ სკოლაში. პატარა კაკო მაშინ იყო ოთხი წლის! მინდა გავიხსენო ერთი მაშინდელი…