საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მესამე ლიგის გუნდებს შორის, „გურიამ“ მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო. „დიდუბე“ გურულების კონკურენტია და საზაფხულო შესვენების მეორე ადგილზე შეხვედრაც მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფაქტორია.

თანაც გურულები აგებდნენ _ სტარტზევე დედაქალაქელებმა ანგარიში გახსნეს.

არადა, კუთხურის გათამაშებისას, საჯარიმოში 2-ჯერ მეტი სტუმარი იყო, მაგრამ კამანლიდინი მინუნგუსთან ვერაფერი გააწყვეს, 0:1.

ბოლო 15 წუთში მოახერხეს გურულებმა თამაშის შემოტრიალება _ ჯერ დათა სიჭინავამ ზუსტად შეასრულა 11-მეტრიანი, ხოლო მატჩის გმირად დავით მაისაშვილი მოგვევლინა: შეტევაში ჩართულმა მცველმა თავურით აიღო თბილისელთა კარი.
ამჟამად „გურიას“ 15 შეხვედრიდან (10 მოგება, 3 ფრე, 2 წაგება) 33 ქულა აქვს გათამაშების ცხრილში კვლავ მეორე პოზიციაზეა.

მსგავსი სტატიები

  • 78
    ოზურგეთელი ბაზიერებიბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების  საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს.  1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და  14…
  • 72
    „გურიამ“ „ივერია“ 5:2 დაამარცხასაქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მე-3 ლიგის გუნდებს შორის ლანჩხუთის „გურიამ“ შინ „ივერია“ 5:2 დაამარცხა. ლანუთელთაგან გოლები გაიტანეს: ჩაბანავა (მე-5 წთ.), ქოქოსაძე (54 წთ.), კახაბრიშვილი (70,72,87 წთ.) „გურიას“ 14 ტურის შემდეგ (9 მოგება, 3 ფრე, 2 წაგება, ბ/შ 40:9) 30 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში კვლავ მე-2 ადგილზეა. გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა „თბილისი…
  • 72
    ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
  • 71
    ჩოხატაურის „ბახმარო“ საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მესამე ლიგის გუნდებს შორის მეორე ტურში შინ, „ორბს“ შეხვდა და ანგარიშით 0:5 დამარცდა.  
  • 71
    დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირსდინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი…