ოზურგეთის ვახტანგ ბლაგიძის სპორტის სასახლეში დასრულდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პირველობა მინი ფეხბურთში „მეგობრობის თასი”, რომელიც სამსახურებს შორის იმართებოდა.
გულშემატკივრებმა და ფეხბურთის მოყვარულრბმა სამი კვირის განმავლობაში დაძაბული და საინტერესო არაერთი შეხვედრა იხილა.
↪️შეჯიბრი , რომელიც მეგობრობაზე და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპილარიზაციისკენ იყო ორიენტირებული დასრულდა სპორტ დარბაზის გუნდის გამარჯვებით.
სპორტ დარბაზი ფინალში ვეტერან სპორტსმენებს შეხვდა და დაძაბული შეხვედრა მინიმალური ანგარიშით 1 : 0 დასრულდა. შესაბამისად პირველი – მეორე ადგილი სპორტ დარბაზის გუნდსა და ვეტერან სპორტსმენებში გადანაწილდა.
მესამე ადგილისთვის ბრძოლას კი მუნიციპალიტეტის მერიის გუნდსა და „სოკარს“ შორის, მერიის გამარჯვებით 6 : 3 დასრულდა.
საფეხბურთო ფინალს და მესამე ადგილისთვის ბრძოლას , რომელიც აზარტული და დაძაბული გამოდგა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი პაატა კუნჭულია ესწრებოდა
ფინალის ბოლოს გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული გუნდები სიგელებით, მედლებით, თასებითა და ფულადი პრემიით დაჯილდოვდნენ.
ტურნირს ორგანიზება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესეულებათა გაერთიანებამ გაუწია.
მსგავსი სტატიები
- 93
ბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს. 1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და 14… - 90ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 89
დღეს, ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე განიხილეს საკითხი, ქ. ოზურგეთში, რუსთაველის #39-ში მდებარე სტადიონ „მეგობრობისთვის“ კოტე გოგატაძის სახელის მინიჭების შესახებ. საკრებულომ ერთხმად მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. კოტე გოგატაძის შესახებ არერთხელ დაწერილი გაზეთ „ალიონის“ ფურცლებზე. ამჯერად გაზეთის ვებ.გვერდზე ALION.GE 2024 წლის 26 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიას გთავაზობთ: ღირსეული ოჯახის ღირსეული… - 89ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
- 88
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასრულდა თანამედროვე სტანდარტის ახალი საჩოგბურთო ცენტრის მშენებლობა, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ და ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში მოეწყო: ჩოგბურთის 3 ღია კორტი ტრიბუნით, აშენდა ადმინისტრაციული შენობა და დამხმარე ნაგებობები. ცენტრის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების…