დღეს, რიგით მე-8 რეგიონული ოფისის პრეზენტაცია ოზურგეთში, სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. ღონისძიებას გურიის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლები ესწრებოდნენ.
პარტიის ლიდერებმა პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, თადარიგის პოლკოვნიკმა ლევან ნიკოლეიშვილმა, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ვახტანგ შაქარიშვილმა, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა ბიძინა გიორგობიანმა,კოტე ჟღენტმა, პარტიის ახალგაზრდულმა ლიდერმა მარიამ მაისურაძემ ადგილობრივ მოსახლეობას ნეიტრალური სტატუსის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ახალ მსოფლიო რეალობაში საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის ოპტიმალური გზა სწორედ ქვეყნის ნეიტრალიტეტზე გადის.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ აქტიურად ემზადება 2028 წლის არჩევნებისთვის და გეგმავს, რომ პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს.
პარტიული სტრუქტურების გაძლიერების პარალელურად, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” გუნდი მუშაობს საარჩევნო პრპგრამაზე, რომელიც მორგებული იქნება თითოეული რეგიონის სპეციფიკაზე.
_„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, რეგიონებს შორის არსებობს განსხვავებები – განსხვავებულა გამოწვევები, ისევე როგორც შესაძლებლობები.
გურიას დიდი პოტენციალი გააჩნია, რეგიონს აქვს როგორც მთის ასევე ზღვის უნიკალური კურორტები, რაც ქმნის ტურიზმის განვითარების შესაძლებლობას. გურიას გააჩნია სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგებიც, რომელთა აღდგენა და განვითარებაც რეგიონს ახალ სიცოცხლეს შეძენს“ _ აცხადებენ პარტიაში.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ოზურგეთის ორგანიზაციას ვასილ გობრონიძე უხელმძღვანელებს.
მსგავსი სტატიები
- 62
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია 89 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ამასთან, ასამბლეის 5-მა წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. რეზოლუციის პროექტში აღნიშნული იყო, რომ ასამბლეა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ მიუხედავად ასამბლეის გადაწყვეტილებისა, მოეხდინა საქართველოს დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირება, მისმა ყველა წევრმა დატოვა დელეგაცია, რითაც უარყო დიალოგი, რის შედეგადაც ამჟამად ასამბლეაში არ არის… - 62
ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია შესწორებებით მიიღო. რეზოლუციის პროექტში, რომელიც პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და ურყევ მხარდაჭერას მათი ლეგიტიმური ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და აყვავებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების სურვილის მიმართ, „რაც გამოიხატება მასობრივ საპროტესტო აქციებში, რომლებიც… - 61საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბატონ დონალდ ტრამპსამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ ჯეი დი ვანსს ღია წერილი გაუგზავნა: რამდენიმე კვირის წინ, მოგმართეთ წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემი საჯარო განცხადებები, სადაც ღიად გამოვხატავდი საქართველოს მზაობას, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განგვეახლებინა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და…
- 59უკრაინის ომის მესამე წლისთავზე საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია, თამამად გაუსწოროს თვალი ქართველ ხალხს, ვინაიდან ჩვენ ჩვენი ღირებულებების, პრინციპებისა და რწმენების ერთგულნი დავრჩით, ამიტომაცაა, რომ გასული წლის ოქტომბერში მეოთხედ აგვირჩიეს ხელისუფლებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ეროვნული ინტერესები ჩვენი ხელისუფლების წარმმართავი პრინციპია, რომელიც დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის…
- 59
ყოფილი დიპლომატები ევროკომისიის ანგარიშს ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან. მათი განმარტებით, როგორც მოსალოდნელი იყო, ევროკავშირის კომისიის დღეს გამოქვეყნებული ანგარიში უკიდურესად ნეგატიურ შეფასებას აძლევს საქართველოში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობას. აღნიშნულ ანგარიშს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ; ანგარიშის თანახმად, „საქართველომ განიცადა სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა, კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიითა და ფუნდამენტური უფლებების მკვეთრი შეზღუდვით“; „საქართველოში მიღებული და აღსრულებული…