ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი და ოზურგეთელი მაყურებელი ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს 24 ივლისს მასპინძლობდა.
„ქართველი ქალი, ანუ შურისძიება“ – თურქი დრამატურგის აჰმეთმითჰათ ეფენდის ამ ნაწარმოების“ მიხედვით დადგმული სპექტაკლის „შურისძიება“ რეჟისორი გოჩა კაპანაძეა, მხატვარი ლომგულ მურუსიძე, კოსტუმების მხატვარი ქეთევან ციციშვილი. მონაწილეობენ ცხინვალის თეატრის მსახიობები.
წარმოდგენილია XVIII საუკუნის ბოლო ათწლეული და დაXIXსაუკუნის პირველი ნახევარი. მეფე გიორგი XII გარდაცვალების შემდგომი პერიოდი, როცა რუსეთმა საქართველოში სამეფო ტახტი გააუქმა, ტახტის მემკვიდრეები იძულებით გაამწესა რუსეთს, ხოლო მთავარმართებლად არასამეფო წარმომავლობის,ნაქართველარი ციციანოვი დანიშნა.
მოდით მივყვეთ მოვლენებს და სცენის აღწერით დავიწყოთ თხრობა..
სისხლისფერია ირგვლივ ყოველი. ბაგრატოვანთა გერბი შუა გულით სისხლჩამომდინარე, იქვე ახლოს გართხმული რუსული ჩექმა, ზემოდან დაშვებული ხმალი სისხლით დაფერილი, დროებისგან თითქოს დაპატარავებული ტაძარი და ყოველივე ამის ფონზე, საშინელი განაჩენი ტაძრად შეკრებილი სამეფო ოჯახისთვის, სრულადსაქართველოსთვის. დედოფალ მარიამს ხელი უნდა მოეწერა რუსეთის იმპერატორის მიერ გამოგზავნილი მანიფესტისთვის, ქართლ კახეთის გაუქმების დასტურად. მტერი ყოველთვის მოძმეთა ხელით ანადგურებდა ქვეყანას (და არა მხოლოდ ჩვენთან, მაგრამ ჩვენ ჩვენი გვტკივა). სწორედ ასეთად გვევლინება გენერალი ციციანოვი და მისი თანამოაზრენი, რომელთაც არად მიაჩნდათ თავისუფლება, თუ ძალაუფლების განდიდებით შესძლებდნენ ცხოვრებას.. ის ხელიდან არ უშვებს შესაძლებლობას და თავიდან იშორებს მოძალადე, გენერალ ლაზარევის მკვლელ, მეფე გიორგი XII-ის ქვრივს, დედოფალს მარიამს ასახლებს რუსეთს, აჯანყების მცდელობისთვის, თავიდან იშორებს ერეკლე მეორეს ქვრივს, დარეჯან დადიანს. აკვლევინებს უფლისწულებს. ბაგრატოვანთა გერბთან და დირიჟორობს მოვლენათა მსვლელობას.
საინტერესოა უცხოელი მწერლის ხედვა, როცა, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში მონაწილეობს მთის ხალხი, ხევსური ოჯახისთვის, შეუვალია ერთიანი სამშობლოს ცნება. სამშობლოსთვის თავგანწირვა. მწერლის ფანტაზიის ნაყოფია ელენე ბატონიშვილის პერსონაჟი. რომელიც ფიცს დებს, რომ მოღალატე ციციანოვზე შურს იძიებს. ნაწარმოებში იგი საქართველოს უკანასკნელი მეფის ასულია, ისტორიულად კი ერეკლე მეფისა და დარეჯან დედოფლის შვილი. ელენე ვერ კლავს ტაძარში მოღალატეს, თუმცა შურისძიების მახვილი გვერდს არ ჩაუვლის ციციანოვს.
დედოფლობის არა, მაგრამ ძალაუფლების მქონე პირველქალობის სურვილით მოემართება საქართველოსკენ სომეხი ვაჭრის ასული, ციციანოვის საცოლე. საინტერესოა, აზერბაიჯანელი მმართველის დედის პერსონაჟის თემა.,, ქართველი ქალი, ჯვარს რომ ფარულად ატარებს და საქართველოს მონატრების სევდა მოუშუშებელ იარად რჩება..
ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ქალთა როლი ისტორიულ ჭრილში.მნიშვნელოვანიაკომბინაცია უცხოური თვალით დანახული და სპექტაკლის რეჟისორის ნააზრევისა. ნაწარმოების სათაურისა და სპექტაკლის სახელწოდების თანხვედრა განვითარებულ მოვლენებთან. ქალი დედა და დედოფალი, მებრძოლი, საჭიროების შეთხვევაში შურისმაძიებელიც. ხევსური ქალის სახე, ოჯახის ძლიერებისთვის თავდადებული, პატრიოტი. სწორედ მისგან მოდის გზავნილთა წყება – „გაუძეხით ხალხს, ეს ქვეყანა განა მარტო თქვენია, – ჩვენიცაა. მიჰყევით ერთმანეთს და მოგვეცით პირობა, რომ ერთმანეთს არ დასჭამთ“.
ერეკლე მეფის აჩრდილი დაჰყვება პერიოდულად მოქმედებათა წყებებს, გულისტკივილი მშფოთვარე სულის. „73 ჭრილობა მაქვს და მე ვარ მოღალატე? მეფეც უნდა იბრძოდეს და კვდებოდეს ქვეყნის სიყვარულით, უკეთესად ქვეყანას თქვენ მოუარეთ, მე მეტი ვერ შევძელი“. აქ გამოხატულია მეფის შინაგანი ბრძოლა, დუელი უმძიმეს რეალობას და თავისუფლების წყურვილს შორის. ბარათაშვილის პერსონაჟებს დავესესხებით: „რომ დღეს იქნება, თუ ხვალ იქნება, ქართლსა დაიცავს რუსთ ხელმწიფება“ და იქვე „რა ხელს ჰყრის პატივს ნაზი ბულბული, გალიაშია დატყვევებული“.
მეფის მიერ გადადგმული ნაბიჯის შედეგი თვალსაჩინოა, რა იქნებოდა სხვა გადაწყვეტილების შემთხვევაში?, მრავალსახოვანია პასუხი, თეორიული მსჯელობისა და მოვლენათა შორეული შეფასებების ჭრილიდან არეკლილი.
და აქვე გზავნილი, საუკუნეთა მიღმიერი, როცა მეფე ურიცხვ მტერს ეომებოდა, „როცა დედოფალი ქუჩაში ატარეს, როგორც მკვლელი და მერე, რუსეთში გააგდეს, სად იყო ეს ამოდენა ხალხი მაშინ?“ იყო, მაგრამ გვერდიდან მაცქერალი, „ერთმანეთის ქიშპობას რომ გადააყოლეს ქვეყნის სიყვარული.“
სამეფო გვირგვინი გარკვეულად მცველია ტაძრის, უცხოელის ხელით ირყევა გუმბათი. თუმცა ტაძარი მაინც დგას. და როგორი ვართ ეს ქართველები, როცა ციციანოვიც და ლაზარევიც ტაძარში დაიკრძალა.
ცხინვალის თეატრის შემოქმედებითმა კოლექტივმა და მსახიობებმა შესძლეს თითქოს რეალური პერსონაჟები გამხდარიყვნენ იმ უმძიმესი ეპოქისა და კითხვათაგან კითხვა, მაინც როგორი ვართ ქართველები, კიდევ ერთხელ ამოეტანეს სამზეოზე.
და კიდევ ერთი და, ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი, ტაძართან დაბრძანებულ ბაგრატოვანთა გვირგვინს, თავშესაფრად ქართული ეკლესია მიეჩინა?.
ნინო ნიკოლაიშვილი.

მსგავსი სტატიები

  • 100
    „მომწყურდი საოცარი ძალით“(წერილი ოცდამეერთე-ოცდამოერე) ავტორი გია ბეშიტაიშვილი 1980 წელი! მსოფლიოს 22-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წელი საბჭოთა კავშირში! ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად ტარდებოდა სოციალისტურ ქვეყანაში! ოლიმპიურ თამაშებში  სრულიად გამოკვეთილად იგრძნობოდა პოლიტიკური ჩარევა და პოზიციები. ჯერ კიდევ 1976 წელს მონრეალში ოლიმპიადა76-ს ბოიკოტი გამოუცხადა 29 აფრიკის სახელმწიფომ! 1980 წელს საბჭოთა კავშირში ოლიმპიადა80-ს ბოიკოტი გამოუცხადა 60-მა…
  • 100
    ციკლიდან: რეკვიემი დევნილთათვისცნობილი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი  და ჟურნალისტი, გაზეთ „ალიონის“ ყოფილი თანამშრომელი _გენრიეტა ქუთათელაძე  82 წლისაა. ვულოცავთ! * * * დარდმა და მწუხარებამ დააჭკნო ეს ქალი, ეს ქალი, წარსულში რომ ჰგავდა ყაყაჩოს, სასტიკმა ცხოვრებამ დასეტყვა, დამეხა, დაცეცხლა დააზრო და დააბერა, ლამის დაახრჩო (ეჰ, რა ძნელია დევნილის ხვედრი). შიში შეეყარა სახადივით და ფიქრებს…
  • 100
    ესროლეს, მაგრამ ვერ მოჰკლეს საქართველოს თანმდევი სულირატომ და ვინ ესროლა ილია ჭავჭავაძეს, როგორ გაიარა მისთვის ნასროლმა ტყვიამ საქართველოს გულთან  და  საფიქრალი - „მეცა ვტანჯულვარ, ჰე, ბედკრულო, შენის ტანჯვითა“, ან კიდევ „რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ“... საუკუნეზე  მეტია,  ეს კითხვები ტკივილიან განცდებად ტრიალებს ჩვენი ერის გულსა და გონებაში. მეტიც, მუდმივად  ანთია ერის სულიერების ცაზე და მკვეთრი…
  • 100
    დუმბაძისა და კლდიაშვილის დღე — დუბლი ორიავტორი ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის VI დღე კვლავ დუმბაძისა და დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების სცენური ინტერპრეტაციებით გამოირჩეოდა. დღის პირველი დადგმა ჩოხატაურის კულტურის სასახლეში ვიხილეთ — უზბეკურად გაცოცხლებული „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (რეჟისორი: მუხთარ რეიმოვი), რომელიც ბარდახის სახელობის ყარაყალპაყეთის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა წარმოადგინა. ოზურგეთის თეატრის დიდ სცენაზე კი…
  • 100
    ბოროტება დაიღალა ადამიანში...და კითხვა...-ძალაუფლება პრივილეგიაა თუ უდიდესი გამოცდაXI საუკუნის ისტორიული ფრაგმენტების საფუძვლებიდან მომდინარე ტრაგედია, XVII საუკუნის ოციანი წლების გადმოსახედიდან. და ახლა უკვე... 7-8 ივნისს, უილიამ შექსპირის„მაკბეტის“ტრაგიკული პიესის პერსონაჟებმა ოზურგეთის დრამატული თეატრის სცენაზე, უკეთურ ძალთა სამკვიდროს ბნელი გზახვეულებიდან შემოაბიჯეს. სპექტაკლის შემოქმედებითი ჯგუფი: სცენური ვერსია და რეჟისურა: გოჩა კაპანაძე; მხატვარი ლომგულ მურუსიძე; კოსტუმების მხატვარი ქეთი ციციშვილი; ტექნიკური რეჟისორი ეკატერინე…