კვირას,16 აგვისტოს. საჭადრაკო კლუბში ჩატარდა,ღია რეგიონალური ტურნირი ჭადრაკში-„რომან კუტუბიძე-95“., რომელშიც რეგიონის თითქმის ყველა წამყვანმა მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის სასკოლო ასაკის წარმატებულმა მოჭადრაკეებმა.
ტურნირი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა, რომელსაც ესწრებოდა ღონისძიების „მთავარი მიზეზი“, 95 წლის იუბილარი რომან კუტუბიძე.,მრავლად შეკრებილი საზოგადოების წინაშე, გურიის ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელმა, რომელსაც იუბილართან თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ურთიერთობა აკავშირებს, ისაუბრა ბატონი რომანის ძირითად, ბიოგრაფიულ შტრიხებზე,მის პიროვნულ ღირსებებზე და ქვეყნის წინაშე გაწეულ ღვაწლზე.მიუხედავად იმისა, ბატონი რომანი რაიონის საინჟინრო-ტექნიკურ სფეროში ათეული წლები წამყვან ,საპასუხიმგებლო თანამდებობეზე მუშაობდა, ჭადრაკის დიდი სიყვარულით, ნახულობდა დროს მონაწილება მიეღო რაიონის მნიშვნელოვან საჭადრაკო ღონისძიებებში.იგი სამჯერ იყო რაიონის ჩემპიონი და მრავალგზის პრიზიორი, გამოირჩევა თამაშის შემტევი, კომბინაციური სტილით, რითაც დღემდე ხიბლავს ჭადრაკში ჩახედულ მოყვარულებს. ბატონ რომანს მიულოცეს და გულთბილი სიტყვებით მიმართეს მისმა ლანჩხუთელმა ვეტერანმა მოჭადრაკეებმა ადამ და ტარიელ ხუხუნაიშვილებმა,ბეჟან ცეცხლაძემ, ელგუჯა ურუშაძემ, იური დიდმანიძემ, სამსახურეობრივმა ყოფილმა კოლეგამ ზაური დოლიძემ. ასევე ახალგაზრდებმა თორნიკე მახარაძემ და გიორგი მეგრელიშვილმა. თავის სიტყვაში იუბილარმა, გულწრფელი ემოციების ფონზე , ურღმესი მადლობა გამოხატა ტურნირში მონაწილეების და დამსწრე საზოგადოების მიმართ, მისი ესოდენ დაფასებისათვის.
რაც შეეხება საკუთრივ ტურნირს, იგი მონაწილეთა სათამაშო დონით და წარმომადგენლობით, მ/ წელს ერთერთი საუკეთესო გამოდგა. მართლაც, 14 მონაწილედან, სულ ცოტა, 10 მოჭადრაკე, საპრიზო სამეულში მოხვედრის რეალურ შანსებს ორი ტურით ადრე ინარჩუნებდა.
საბოლაოდ, დაძაბულ ბრძოლაში 5,5 ქულით ოზურგეთელმა აკაკი გოგუამ გაიმარჯვა, ხოლო მეორე ადგილზე, ასევე 5,5 ქულით, გიორგი გოგოლაური გავიდა , რომელსაც ბუჰგოლცის კოეფიციენტი ნაკლები აღმოაჩნდა. მესამე ადგილი კი, 5 ქულით ლანჩხუთელმა ტარიელ ხუხუნაიშვილმა დაიკავა.
აღინიშნა ახალგაზრდების დაჩი კიღურაძის, გიორგი და გაბრიელ სალუქვაძეების კარგი თამაშიც,რომლებმაც ტოლი არ დაუდეს გამოცდილი და ტიტულოვან უფროსი თაობის მოჭადრაკეებს.
წარმატებულ მოჭადრაკეებს, შესაბამის დიპლომებთან ერთად, ფასიანი საჩუქრებიც გადაეცა.
ტურნირის ბოლოს , ბატონი რომან კუტუბიძის საიუბილეო დაბადების დღეს, მეგობრებმა სახელდახელო სუფრაც მიუძღვნეს.
მსგავსი სტატიები
- 87
ბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს. 1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და 14… - 84
გურიაში, ჩოხატაურში წარმატებით დასრულდა იუნიორთა თავისუფალი ჭიდაობის ტურნირი, რომელიც 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიება ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებსა და ისრაელში ქვეყნისთვის და ტერორიზმთან ბრძოლაში დაღუპულ გმირებს. ბოლო ათი წლის განმავლობაში ტურნირი ადგილობრივი ინიციატივიდან ნამდვილ ტრადიციად იქცა, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა სპორტსმენებს, ოჯახებს, მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს მთელი რეგიონიდან. ის კიდევ… - 83ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 83ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
- 81
გურიის ფეხბურთისთვის განსაკუთრებული ფიგურაა ხარიტონ ჩხატარაშვილი. დაიბადა 1959 წლის 16 აგვისტოს, ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში. ჰყავს მეუღლე ირინა შარაბიძე, ორი შვილი – ნინო და თემური, და ორი შვილიშვილი – ნიკა და ილიკო. 1981 წელს წარჩინებით დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი (დღევანდელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი). საფეხბურთო…