საქართველოს პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში ბრალდებულმა განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მოკვლის მიზნით დაზარალებულს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 31 აგვისტოს დააკავეს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დღეს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში დაბა ნასაკირალში 62 წლის ქალის სასტიკად მკვლელობაში ბრალდებულის გოგიტა ელიაძის სასამართლოს პროცესი გაიმართა.
მოსამართლის თამთა საჯაიას გადაწყვეტილებით, მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
მსგავსი სტატიები
- 70
საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა სამი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ერთი ტყვიამფრქვევი, რასაც უკანონოდ ინახავდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარე საცხოვრებელ სახლში. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღები… - 69
საქართველოს პროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდება კიდევ 16 პირს, მათ შორის, ირაკლი შაიშმელაშვილს დაუსწრებლად წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა. პასუხისგებაში მიცემული 16 პირიდან, მხოლოდ მარიამ მეყანწიშვილი იქნება გამონაკლისი, რომლის მიმართაც უწყება აღკვეთის ღონისძიების სახით… - 67
საქართველოს პროკურატურამ პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 5 ოქტომბერს, თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა პოლიციის თანამშრომელს - პატრულ ინსპექტორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სიცოცხლის მოსპობის მიზნით, კისრის არეში ჭრილობა მიაყენა. ბრალდებულმა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო, შემთხვევის… - 67
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ცხრა პირი სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000 -5 000 - ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ჯარიმა დაეკისრათ: გელა მთივლიშვილი - ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი; ნინო ქათამაძე - მუსიკოსი, „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი; ვლადიმერ აფხაზავა - მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი; ხვიჩა ვაშაყმაძე… - 67
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ ლადო აფხაზავასა და კიდევ ერთ პირზე განხორციელებულ თავდასხმაზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს პროკურატურამ ორი პირის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე კ.ფ.-ს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 5 მაისს, ქალაქ ლანჩხუთში, ალკოჰოლური…