დღეს, ქ. ოზურგეთში, (ექადია), ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის (იგი ამჟამად ინდურ კომპანია „მანსაროვარს“ ეკუთვნის), მიმდებარე ტერიტორიაზე ექადიის უბნის მოსახლეობამ არაპოლიტიკური საპროტესტო აქცია გამართა. ისინი აქ მეორადი ნედლეულისაგან ფერადი ლითონების (ალუმინის სხმულების) წარმოების საწარმოს აგების მცდელობას აპროტესტებდნენ. აღნიშნულ პროექტზე სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა უკვე მოაწერა ხელი, თუმცა სკოპინგის ნაგარიშს ადგილობრივი მოსახლეობა დღემდე არ გაცნობია და იგი გუშინ გამოაკრეს სოფელ ლიხაურის ტერიტორიულ ერთეულის ადმინისტრაციულ შენობაში, რადგან ქალაქის ეს ტერიტორია 2004 წელს, გარკვეული მოსაზრებით სოფელ ლიხაურს გადასცეს.
აქციაზე ექადია-ანასეულის საარჩევნო უბნის მაჟორიტარი დეპუტატი დავით მდინარაძე ჰყავდათ მოწვეული.
აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ, თუ რატომ მოაწერა მინისტრმა დასკვნას ხელი მოსახლეობაში განხილვის გარეშე. მართალია KOVID 19-ის გამო საგანგებო სიტუაციის წესები მოქმედებდა, მაგრამ მათ შეეძლოთ 10-კაცამდე ჯგუფებთან რამდენიმე შეხვედრა გაემართათ.ამიტომ ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ სკოპინგის დასკვნა გასაჯაროვდეს.
_ჩვენ „მარსაროვარის“ და „ჯეოგადამამუშავებელის“ მიერ მეორადი აკუმულიატორების გადადნობის ტყვიის მიღების შედეგად, თუ რა მივიღეთ, ამას კვლევებიც ადასტურებს. დღეს ჩვენს ბავშვებს აქვს საქართველოს მცირე მდინარეებს შორის ტყვით ყველაზე დაბინძურებული მდინარე ბჟუჟი. სხვებთანე ერთად წლები ვიბრძოდი, არ მივეცით ტყვიის გადამამუშავებელი საწარმოს აგების უფლება, ახლა კი ტოქსიკურ საწარმოს აშენებას გეგმავენ.მე შშმ პირის დედა ვარ, ვიცი რას ნიშნავს ასეთ საწარმო დასახლებულ უბანში. მშვიდობიანი აქციების საშუალებით ვიბრძოლებთ, რომ ოზურგეთს ახალი უბედურება ავაცილოთ _გვითხრა ექადიელმა ხათუნა ცირეკიძემ.
_რატომ არაფერს გვეკითხებიან. არ გვინდა მავნე საწარმო დასახლებულ პუნქტში. შვილები გვყავს, შვილიშვილები, რატომ უნდა აშენდეს_განაცხადა ციური ხუნდაძემ.
_რატომ მაინცდამაინც მავნე საწარმო უნდა აშენდეს აქ, რაღაც ისეთი გააკეთონ, ეკოლოგიურ ზიანს რომ არ მოუტანს ქალაქს, მდინარი აუზს, მოსახლეობას? _დასვა კითხვა პედაგოგმა ნატო გობრონიძემ.
აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე,სოფელ ჭანიეთის მაჟორიტარი დეპუტატი ოზურგეთის საკრებულოში დავით მჟავანაძე მივიდა.
_ეს არ არის პოლიტიკური აქცია, არც ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი არ მოგვიწვევია_ უთხრეს მას.
_დავით, შენ აქ არავის მოუწვევიხარ. ჩვენ აქ პოლიტიკური აქცია არ გვაქვს. ნუ გამოიყენებ ამ აქციას ვიწრო პოლიტიკური მიზნით _მიმართა მას ექადიელმა ავთანდილ ბერიშვილმა.
თუმცა აქციის სხვა მონაწილეებს არანაირი პილტიკური განცხადება არ გაუკეთებია.
ამ ეტაპზე აქციის მონაწილეები ადგილობრივი ხელისუფლებიდან თანადგომას ითხოვენ.
ექადია-ანასეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით მდინარაძემ ჩვენთან განაცხადა, რომ მან მოუსმინა მოსახლეობას, ყველაფერი ჩაინიშნა და ამ საკითხებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად განიხილავენ, გარდა ამისა შეიწავლის აქციის მონაწილე ციცო ჯინჭარაძის მიერ დასმულ საკითხს, 22 ოჯახისთვის მიწების შესაძლო ჩამორთმევის შესახებ.
_ეს არ იყო პოლიტიკური აქცია, მესმის უბნის მოსახლეობის სამართლიანი გულისტკივილი. სმე ჩემი ამომრჩევლების გვერდით ვდგევარ – გვითხრა მან.
აქციის დაწყების წინ გაზეთი „ალიონი“ კომპანია „მანსაროვარის“ და „ჯეოგადამამუშავებელის“ მენეჯერს თამარ თავაძეს შეხვდა.
თამარ თავაძის თქმით ისინი უახლოეს დღეებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გეგმავენ. იგი აქციას არ დასწრებია.
მსგავსი სტატიები
- 72საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 72"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 6728 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
- 66ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
- 65გუშინ, 12 სექტემბერს, სოფელ ცხემლისხიდში, გიორგი სალუქვაძის სახლ მუზეუმში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით პოეტ ვახო ქართველიშვილის პოეზიის საღამო გაიმართა. „ძალიან რომანტიული სამყარო იყო და სასიამოვნო გარემო... ქართული სულით გაჟღენთილი ლექსი და სიმღერა... ძლივს მოვისმინე ქართული მხატვრული კითხვა... ეს ისეთი შეხვედრა იყო, რომელიც ძალიან, ძალიან გვაკლია და გვენატრება ყველას“…