ქ. ოზურგეთში, ექადიაზე მცხოვრები 22 ოჯახისთვის მათ მფლო-ბელობაში მყოფი 3,6 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გაფორმება წლებია არ ხერხდება. ექად-იელთა აქციებმა, კოლექტიურმა წერილებმა ჯერ სააკაშვილის, შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს ის შედეგი გამოიღო, რომ ჯერ-ჯერობით მავანმა და მავანმა ამ „მსუყე ლუკმის“ გადაყლაპვა ვერ შეძლო, თუმცა ამის მცდელობა იყო, როცა ეკონომიკის სამინისტრომ 2011 წლის დეკემ-ბერში ეს მიწები იმჟამად საქართველოს პროკურატურის თანამდებობის პირს შალვა საღირაშვილს შეასყიდვინა.

ამონარიდი გაზეთ „გურია ნიუსიდან“: „საპარლამენტო და ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნების დროს, მოსახლეობასთან შეხვედრი-სას, ოზურგეთის ამჟამინდელი კანდიდატი პარლამენტში გოჩა შანიძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალეკო მამეშვილი შეგვპირდნენ, რომ მოაგვარებდნენ ამ პრობლემას, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა, არჩევნებმა ჩაიარა და როგორც ამჟამად გახდა ცნობილი, სადაო მიწის ნაკვეთი, რომელიც შემოღობილი გვაქვს და რომელსაც დღემდე ვფლობთ, შეუსყიდია საქართველოს პროკურატურის თანამდებობის პირს შალვა საღირაშვილს. ჩვენ, 22 ოჯახი კი დაგვტოვეს პირში ჩალაგამოვლებული…“ -ნათქვამია პრეზიდენტისადმი მიწერილ წერი-ლში, რომელსაც 22 ექადიელი აწერს ხელს.“ („გურია ნიუ-სი“, #44, 4 ივნისი, 2012 წ.)

ეს ის პერიოდი იყო, როცა ნაციონალურ ხელისუფლებას ძალიან შეე-რყა ავტორიტეტი ხალხ-ში და არჩევნების აშკარა წაგების საფრთხის წინა-შე იდგნენ. ამიტომ ისინი არ დაუპირისპირდნენ ექადიელებს, 22 ოჯახის ასამდე ამომრჩეველს, მით უმეტეს შალვა საღირაშვილმა მოკლე დროში აღნიშნული მიწების ჯერ სხვა პირებზე გასხვისების და შემდეგ უკან დაბრუნების საეჭვო ოპერაციები ჩაატარა. 2012 წლის 2 აპრილიდან ეს ქონება დაუბრუნდა სახელმწიფოს უკან, რასაც საფუძვლად ეკონომიკის მინისტრის მოადგილის დავით გიორგაძის 2012 წლის ბრძანება დაედო, რომელმაც ძალადაკარგულად გამოაცხადა 36 801 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის გასხვისე-ბასთან დაკავშირებით ეკონო-მიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის2011 წლის 1 დეკემბრის #1/2528 ბრძანება.

ამჯერად კი, როგორც ოზურგეთის „თეთრი სახლის“ ერთ-ერთმა თანამშრო-მელმა კონფიდენციალურად გვითხრა, გუბერნიასა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში წერილი შევიდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო, გურია ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსს გოჩა კანკავასაგან, რომლითაც ირკვევა, რომ არის დაინტერესებული პირი, რო-მელიც ექადიელთა 3,6 ჰექტარი მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემას ითხოვს, სადაც მოცვის პლანტაციის გაშენებას აპირებს.

_ თუ ჩვენთვის არ შეიძლება გადმოცემა, რატომაა ეს შესაძლებელი სხვას გადაეცეს? თუკი დონორი ორგანიზაციები დაგვეხმარებოდნენ, ჩვენც გავაშენებდით აღნიშნულ ფართობზე მოცვის და სხვა კენკროვანი კულტურების პლანტაციებს _უთხრა 18 ივლისს კომპანია „მანსაროვარის“ კუთვნილი საწარმოს წინ გამართულ მოსახლეობის საპროტესტო აქციაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ექადია-ანასეულის მაჟორიტარ დეპუტატს დავით მდინარაძეს ექადიელმა ცისანა ჯინჭარაძემ. მართლაც ლოგიკური კითხვაა: რასაც ვერ ახერხების აღნიშნული მიწის რეა-ლური მფლობელები წლების მანძილზე, რატომაა ეს შესაძლებელი ხელისუფლებასთან დაახლოებული პირისათვის. მით უმეტეს, ექადიელებმა გაზეთ „ალიონს“ უამრავი მიმოწერა წარმოუდგინეს საქართველოს პრემიერ-მინისტრების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო რწმუნებულის თუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სახელზე. პასუხები კი თითქმის იდენტურია.

_2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში ჩვენს საარჩევნო უბანში მიშა სააკაშვილის ხელისუფლება რომ დამარცხდა, ერთ-ერთი მიზეზი ეს მიწები იყო. 2012 წლის არჩევნებიდან მოყოლებული ზვიად კვაჭანტირაძე, დავით დარჩია, მერაბ ჭანუყვაძე, არჩილ თალაკვაძე და სხვები გვიპრდებოდნენ, რომ არჩე-ვნების დამთავრების შემდეგ ამ პრობლემას მოაგვარებდნენ, მაგრამ შედეგს ხედავთ. ახლა კი, არჩევნების წინ ჩვენი მიწების სხვაზე გადაცემას აპირებენ _ გვითხრა კაკო თავდუმაძემ.

_ჟურნალისტებმა კარგად იცით, რა მოხდა 2008 წელს, როცა იმჟამინდელი კანონის შესაბამისად მიწების ლეგალიზებას ვაპირებდით. აზომვითი ნახაზებისთვის შევიტანეთ შესაბამისი თანხა _ 1190 ლარი შპს „ულტრა იეს“-ის ანგარიშზე. მივიდნენ, აზომეს, შეადგინეს ნახაზები. შემდეგ მოვიდა ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარე ვალია გირკელიძე, სხვები. გვითხრეს, არსებული კანონი თქვენ ამ მიწებს სამუდამოდ დაგიკანო-ნებთო… მერე, რა ჩვენი ბრალია, რომ კომისიაში რაღაც ხდებოდა და პროკურატურამ დაიწყო მათი საქმიანობის შესწავლა. საბ-ოლოოდ ჩვენ დავზარალდით. გაწელეს დრო, 2009 წლის იანვრიდან ცვლილება შევიდა ლეგალიზაციის კანონში და დაგვტოვეს პირში ჩალაგამოვლებულები. წლებია ვიბრძვით. 2013 წელს საქართველოს პროკურატურასაც კი მივმართეთ, რათა გამოეძიათ მიწის ლეგალიზაციის დროს თუ რატომ არ გაგვიფორმეს მიწები, სად გაქრა ჩვენი დოკუმენტები, მაგრამ მოგვივიდა პასუხი, რომ არ იკვეთებოდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაული და გამოძიებას ვერ დაიწყებდნენ…ვიძახით, დაგვეხმარეთ, რაღაც ფორმით გადმოგვეცით ჩვენს მფლობელობაში არსებული მიწები, გვინდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის დაფუძნება…ჯერ სათბურების მოწყობას ვგეგმავდით, შემდეგ კენკროვანი კულტურების გაშენებას, მაგრამ მიწების გაუფორმებლობს გამო ვერც ერთ ფონდებში ვერ შევიტანეთ პროექტი _გვითხრა უნივერსიტეტის ქუჩის მცხოვრებმა მერაბ ჩიჩუამ.

რატომ არის ექადიელთა მიწები სოფელ ლიხაურის ბალანსზე?

ექადიელებმა გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ძალიან ბევრი სასოფლო-სამეურნეო სავარგული დაკარგეს. ნაწილი მეფრინველეობის ფაბრიკას გადეცა, ნაწილი _მანქანათმშენებელ ქარხანას. 90-იან წლებში ლეკიანში _ჰექტრობით მიწა, აქოდა 3-კილომეტრიანი ზოლიაო დაკარგეს, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ შემდეგ გაყიდა… ეს 22 ოჯახი, 50-იანი, 60-იანი წლებიდან მოყოლებული რომლებსაც კოლმეურნეობის დროს გაპიროვნებული ჰქონდათ ეს ფართობი, მოჰყავდათ სიმინდი და კოლმეურეობას აბარებდნენ, საიდანაც შრომადღის სახით აძლევდნენ მოსავლის ნაწილს და ფულად ანაზღაურებასაც, პრივატიზაციის დროს ითხოვდნენ ამ მიწების საკუთრებაში დაკანონებას. ქალაქის იმჟამინდელი ხელმძღვანელობის აზრით, უმჯობესი იყო, ეს მიწები ამ ხალხს მფლობელობაში ჰქონოდათ, რადგან საჭიროების შემთხვევაში ქალაქს გაფართოება შეძლებოდა. მოხდა კი პირიქით, 2004 წელს მიწები სოფელ ლიხაურს გადასცეს. ამის მოტივაცია ის იყო, რომ სოფელ ლიხაურის გამგე-ობაში შესულიყო მანქანათმშენებელი ქარხნიდან ადგილობრივი მოსაკრებელი. შემდეგ კი ნაციონალურმა ხელისუფლებამ ქარხანა ინდურ კომპანია „მანსაროვარს“ მიყიდა და ახალი თავსატეხი გაუჩინა აქაურებს (ეს ცალკე თემაა)… _ ამ მიწების არც ერთ დროებით მფლობელს არ აქვს საშუალება აუქციონზე შეიძინოს ეს სასოფლო-სამეურნეო ფართობები, თანაც ეს ტექნიკურად რთულია, რადგან მას 22 მფლობელი ჰყავს. ყველაზე კარგი გამოსავალია სახელმწიფო საკუთრებიდან მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემა და შემდეგ ამ მიწების ლეგალიზაცია, ან თუნდაც იჯარით გადმოცემა. ეს იქნება ამ ხელისუფლების ყველაზე კეთილი ნება _გვითხრა გასულ პარასკევს რედაქციაში უნივერსიტეტის ქუჩის მცხოვრებმა ცისანა ჯინჭარაძემ.

_50 წელზე მეტია, რაც ჩემი ოჯახი ამ მიწას ამუშავებდა და სიმინდი მოჰყავდა. კოლმეურნეობიდან ამაზე შრომადღე გვეწერებოდა. ჩვენ, ნოტარიულად მოვამზადეთ ლეგალიზაციის კომისიაში წარსადგენი საბუთები, მაგრამ 2008 წელს პროკურატურის მიერ ამ კომისიის მუშაობის შესწავლამ ეს საკითხი ჯერ შეაჩერა, შემდეგ კი საერთოდ ამოიღეს დღის წესრიგიდან. რაღაც პერიოდში საიჯარო ხელშეკრულებაც გვქონდა გაფორმებული, მაგრამ ამჟამად ვერ შევძელით აღნიშნული დოკუმენტის მოპოვება.სიმინდს ვთესავდით, რადგან ვერ ვკისრულობდით უფრო მომგებიანი კულტურების დარგვას.

თუკი ხელისუფლება იჯარით, ან 1 ლარად გადმოგვცემს ამ ფართობს, შესაძლებელი იქნება ამ მიწების განაშენიანება. ჩვენ პროექტების დაწერა შეგვიძლია და ფონდებში წარდგენა. – გვითხრა ასევე უნივერსიტეტის ქუჩის მცხოვრებმა კაკო თავდუმაძემ.

გაზეთი „ალიონი“ განაგრძობს ამ საკითხზე მუშაობას.

მსგავსი სტატიები

  • 65
    „ქართველი ნეაპოლელების“ ტრიუმფი ოზურგეთის თეატრშივარდობისთვის ბოლო დღეს ნეაპოლში გახლდით – მილიონერთა ქალაქში. მეგონა, შორს იყო და აგერ ყოფილა, ორი ფეხის ნაბიჯში _ ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში. იმ დღეს აქ ისეთი პრემიერა შედგა, რომ `ქართველმა ნეაპოლელებმა~ დაუსწრებლად შემაყვარეს ეს იტალიური ქალაქი და იტალიელი ნეაპოლელები. ვიზუალით, ხასიათით, ყოფა-ცხოვრებით, ხასიათით, მეტადრე ემოციით, სიმკვირცხლით, მსოფლმხედველობით, სულიერებით ქართველები და იტალიელები…
  • 65
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
  • 64
    „დროების“ კორესპონდენციაოზურგეთი, 31 დეკემბერს. ამ ჩვენს პატარა ქალაქში გასული ომის დრომდე დიდი სიცოცხლე და მღელვარება ჰსუფევდა. ომის შემდგომ ეს სიცოცხლე და მოძრაობა ისევ ჩაქრა და ქალქი გამოყრუვდა, „საზოგადო ცხოვრება“ თითქმია აღარ არის. ადგილობრივმა ინტელიგენციამ მოინდომა, ცოტაოდენით გაეცოცხლებინა აქაური საზოგადოება კლუბის გახსნით, რომ თავისუფალ დროს, აქაურ მცხოვრებთ ერთმანეთთან შეხვედრით შესძლებოდათ ერთად დროის…
  • 64
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 63
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…