სამოქალაქო მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:
„დღეს, ჩვენს ერთ-ერთ აქტივისტს, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე იდგა, შუახნის მამაკაცმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც აქტივისტი ამბობს, ის იდგა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე და საუბრობდა ტელეფონზე, რა დროსაც მას, შეურაცხმყოფელი სიტყვები მიაძახეს. უცნობი მამაკაცის გაღიზიანება კი, ჩვენი სამოქალაქო მოძრაობის აქტიურობას უკავშირდებოდა. მან, ასევე თქვა, რომ უნდა შევწყვიტოთ აქტივობა, რაც ირიბი მინიშნება იყო იმის, რომ შევეშვათ “კონსერვატიული მოძრაობის” წინააღმდეგ ბრძოლას.
სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის, გმობს მომხდარ ფაქტს და მოუწოდებს თანამოაზრეებს არ წამოეგონ მსგავს პროვოკაციულ ქმედებებს, რომელიც რუსული პროპაგანდისტული დაჯგუფების და მათი მიმდევრების ჩვეული ხელწერაა
#თავისუფლებისთვის “- წერია განცხადებაში.
შაბათს, 30 აპრილს, 13:00 საათზე სამოქალაქო მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ ოზურგეთში, პრორუსული პარტიის ოფისთან პერფორმანსს გამართავს.
მსგავსი სტატიები
- 56საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 56ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 56"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 55ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
- 54დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…