დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ონლაინ რეჟიმში გაიმართა. დეპუტატებმა 2021 წლის ბიუჯეტის შესახებ იმსჯელეს.

საკრებულოს სხდომის პირდაპირ ტრანსირებისას  გაზეთმა „ალიონმა“ შეკითხვა გაუგზავნა სხდომის მონაწილეებს, თუ როგორი იყო მათი პოზიცია ქ. ოზურგეთში, ექადიის მჭიდროდ დასახლებულ უბანში, სადაც წელს სახელმწიფომ 7 მილიონი ინვესტიცია განახორციელა ანასეულის წყალმომარაგებისთვის და ალუმინის ქარხნის შესაძლო აგების ადგილიდან 40 მეტრში წყალსაქაჩი სადგური აიგო,  ქარხნის აშენებასთან დაკავშირებით გზშ-ს განხილვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო  ლოქდაუნის პირობებში, 28  იანვარს ონლაინ რეჟიმში აპირებს. ამ განხილვაში მოსახლეობის და საზოგადოების ჩართულობა ფაქტიურად არ იქნება. (ამ თემაზე იხ.ლინკიhttp://alion.ge/2020/12/%e1%83%9d%e1%83%96%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%94%e1%83%97%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%9d-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a3%e1%83%a0/)

საკრებულოს თავმჯდომარემ და წევრებმა ამ თემაზე თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს.

მათი აზრით, ამ პირობებში ორლაინ-განხილა არ უნდა შედგეს.

_ჩვენ,ყველა უნდა გავერთიანდეთ, ქალაქის ცენტრში, მჭიდროდ დასახლებულ ადგილას ასეთი საზიანო ქარხანა არ უნდა აიგოს. იმედია ვიქნებით ერთიანი, რომ  იქ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ უნდა შეექმნას. არ ვართ ახალი საწარმოს აგების წინააღმდეგი, მაგრამ ასეთი ქარხანა დასახლებულ ადგილრბიდან შორს უნდა აიგოს. _აღნიშნა დეპუტატმა მარი ჩხიკვიშვილმა.

_ ჩვენ ყველანი ერთსულოვანი ვიქნებით ამ საკითხის გადაწყვეტის დროს. თითოეული ჩვენგანი ხელს შევუწყობთ ეკონომიკურ წინსვლას, სამუშაო ადგილების შექმნას, მოქალაქეთა დასაქმებას, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, ალუმინის ქარხნის აგების შემდეგ, რა მძიმე ზემოქმედება ექნება მავნე ელემენტებს; კარგად იცით ონკოლოგიური დაავადებების მხრივრა მდგომარეობაა გურიაში   და იგი ვერ მოგვიშორებია თავიდან და ქალაქში  ჯანმრთელობის დამაზიანებელი ახალი წყარო  არ უნდა შევუქმნათ.. პირველ რიგში  იქ მცხოვრებ მოქალაქეებს,_თქვა საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა, სპორტის და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლელა საჯაიამ.

_პროცესები მიდის.ნელ-ნელა ვრწმუნდებით, რომ ეს შეხვედრა (28 იანვარს გზშ-ს განხილვა) უნდა გადაიდოს, რადგან სკოპინგის ანგარიშის განხილვა და სკრინინგი მოსახლეობის აზრის გაუთვალისწინებლად უკვე შედგა; გზშ-ს განხილვა  ბოლო ეტაპია, რომლის შემდეგ აშენდება ეს ქარხანა.  განხილვა უნდა შედგეს  ლოქდაუნის დასრულების შემდეგ  საშუალება უნდა მიეცეს მოსახლეობას, საზოგადოებას ჩართული იყოს ამ პროცესში.

საკრებულოს მიმართვაა გასაკეთებელი, რადგან ორლაინ-შეხვედრას მოსახლეობა უარყოფითად აფასებს. სამინისტრო კვლავ მოსახლეობის აზრის უგულველყოფით განხილვის მე-3 ეტაპის გამართვას აპირებს,რაც ბოლო ეტაპია ქარხნის აგების ნებართვის გაცემის წინ, ამიტომ არ უნდა შედგეს ეს შეხვედრა ორლაინ-რეჟიმში,_განაცხადა არასამთავრობო საზოგადოება „ეკოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დეპუტატმა ლევან მგელაძემ.

_  ჩემი პოზიცია იქნება მკვეთრად უარყოფითი, თუ იგი არ იქნება შესაბამისობაში მოქმედ კანონმდებლობასთან. საკრებულომ  რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.ოფიციალური წერილი უნდა გაიგზავნოს მთავრობაში _თავისი პოზიცია ასე დააფიქსირა საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული კომისიის თავმჯდომარე ლავრენტი ბიგვავამ.

საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ მხარი დაუჭირა დეპუტატების პოზიციას.სავარაუდოდ ისინი შესაბამისი წერილით, გზშ-ს განხილვის გადადების შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართავენ.

 

მსგავსი სტატიები

  • 61
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 60
    შავიზღვისპირა 20-კილომეტრიან ზოლში ინერტული მასალების ამოღება გრძელდება.შავიზღვისპირა 20-კილომეტრიან ზოლში ინერტული მასალების ამოღება გრძელდება. წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ ლიცენზია შარშან, სექტემბრის ბოლომდე ითვალისწინებდა იქ სამუშაოებს. მდინარე ნატანების აუზში უმძიმესი მდგომარეობაა. ინფორმაცია ამის შესახებ გაზეთ „ალიონს“ გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოს“ დამფუძნებელმა ირმა გორდელაძემ მიაწოდა. http://alion.ge/2022/07/%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a3%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94-%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%90/   http://alion.ge/2022/06/%e1%83%90%e1%83%9d%e1%83%ae%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9e/     http://alion.ge/2022/02/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%ab%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9d-%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%93-%e1%83%a5%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%a3%e1%83%9a/   http://alion.ge/2022/02/%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%96%e1%83%9b%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94-%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%9c/ http://alion.ge/2022/01/%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94-%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94/
  • 59
    რას ამბობენ აქციის მონაწილეები და სპეციალისტები ფერადი ლითონების საწარმოს მშენებლობის შესახებ„ორქისის“ კვლევით საქართველოს მცირე მდინარეებს შორის მდინარე ბჟუჟი ტყვიით ყველაზე უფრო დაბინძურებული მდინარეა, რაც ოზურგეთში კომპანია „მანსაროვარის“ და „ჯეოგადამამუშავებელის საქმიანობას უკავშირდება. ექიმმა, ოზურგეთის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით მდინარაძემ რედაქციას მოაწოდა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით ბავშვებში ტყვიის შემცველობის მხრივ აჭარა-გურია ლიდერობს. ორგანიზმში ტყვიის ზედმეტი შემცველობა პირველ რიგში ბავშვებში ინტელექტუალურ განვითარებაზე მოქმედებს.…
  • 58
    „დღეს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში პრობლემას წარმოადგენს ფუტკრის დაცვა მავნე ზემოქმედებისაგან“ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ინტაბუეთში (ჯვარცხმის თემი) ცხოვრობს გურიის რეგიონში ერთ-ერთი პროფესიონალი ვეტერინარი და მეფუტკრე გივი ანთაძე, რომელსაც მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი  საგანმანათლებლო მუშაობასაც ეწევა. ჩვენ მას შევხდით, ვნახეთ მისი მრავალმხრივად განვითარებული მეურნეობა და რეგიონში მეფუტკრეობის განვითარების პერსპექტივებზე ვესაუბრეთ:   „სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ნუგზარ…
  • 55
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…