იური ჩხაიძე 76 წლისაა.
დაიბადა 1946 წლის 10 ივნისს მახარაძეში.ფეხბურთის თამაში დაიწყო ადგილობრივ
სპორტსკოლაში მწვრთნელ რეზო(ტიაღო) ცერცვაძესთან.
1963-1964 წლებში თამაშობდა „მერცხალში“,( მწვრთნელი ბიძინა ტაბიძე).
1965 წელს ქუთაისის„ტორპედოში“ ანდრო ჟორდანიამ მიიწვია.
1965-71 წწ ჩათვლით 133 მატჩი ითამაშა „ტორპედოს“ შემადგენლობაში სსრკ პირველობაზე უმაღლეს ლიგაში;
1969 წელს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში პოლონეთის ოლიმპიური ნაკრების წინამღდეგ ითამაშა;
1972 წელს ანატოლი ნორაკიძის დაჟინებული თხოვნით რომელიც იმ ხნად „მერცხალში“ უფროსი მწვრთნელი იყო დაბრუნდა მშობლიურ გუნდში.
1975 წლიდან -1981 წლამდე იყო „მერცხალის“ მთ.მწვრთნელი, მათ შორის პირველ ეროვნულ ჩემპიონატში.
თანამოაზრებთან ერთად დაარსა ბავშვთა საფეხბურთო კლუბი„ბასა“.
_ 1965 წელს, მახარაძეში სპეციალურად ანდრო ჟორდანიას დავალებით მომაკითხა შემოქმედელმა ანზორ(სკენტერა) სიამაშვილმა რომელიც უკვე ქუთაისის „ტორპედოს“ ძირითადი გუნდის მოთამაშე იყო_ იხსენებს ბატონი იური!
_რა იყო ბიჯო, არ გინდა ფეხბურთის თამაში „ტორპედოში?“ ჰკითხა ანზორმა.
_ რავა არ მინდა, პასუხობს იურა.
_ორი „დეპეშა“ გამოგიგზავნეს და არ გაგიგია? არა არაფერი არ ვიცი პასუხობს იურა გაკვირვებული, წამოხვიდე უნდა ქუთაისში „დიავოლამ“ (ასე ეძახდნენ ანდრო ჟორდანიას) გამომიშვა შენს წასაყვანად.. _გახარებული ჩავუჯექი მანქანაში და წავედი ქუთაისში. გუნდში რომ მივედი დამხვდნენ:კუტივაძე,ხერხაძე ,ხაჟალია,ჩხარტიშვილი,სიამაშვილი,ლოსაბერიძე სარჯველაძე,ნიშნიანიძე,კვასხვაძე ,ასიტაშვილი,წვერავა…
ანდრო ჟორდანიას უყვარდა ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოჩენა და მათი დაწინაურება,ანდრო რომ არ მე შეიძლება ფეხბურთი ასეთ მაღალ დონეზე არ მეთამაშა _ამბობს იურა.
პირველად სსრკ პირველობაზე „ტორპედოს“ შემადგენლობაში19 წლისამ ითამაშა მინსკის„დინამოს“ წინაღმდეგ, რომელიც „ტორპედომ“ მოიგო 1-0.
_მინსკელებს ძლიერი თავდასხმა ჰყავდათ: მალაფაევი,მუსტიგინი,ადამოვი,_ იხსენებს იურა, მათ წინამღდეგ თამაში დიდ ენერგიასა და მაღალ საშემსრულებლო ოსტატობას მოითხოვდა, თამაშის შემდეგ დამიბარა ანდრომ შემაქო , და მითხრა:_ „დიავოლ“, გურულებს სიმღერა და თამაში კარგად გამოგდით გაგრძელე მასე!
თამაშზე როცა გავდიოდი და დავინახე გადაჭედილი ტრიბუნები ხალხით სავსე ჩემ თავს ვუთხარი:თავს არ დავზოგავ ვიბრძოლებ რომ მათი გულები გავახარო!
როცა მცველს ძალა გერჩის, სათამაშო სიტუაციებში ერკვევი,იბრძვი მინდვრის ნებისმიერ მონაკვეთზე,სათამაშო აზროვნება და ტექნიკაც ბუნებამ არ დაიშურა, შეგიძლია ნებისმიერ თავდასხმელთან ითამაშო მაღალ დონეზე…
იურა ჩხაიძის მეურვეობის ქვეშ თამაში უჭირდათ ისეთ ლეგენდა ფეხბურთელებს, როგორებიც იყვნენ: მესხი, მეტრეველი, სტრელცოვი, პანედელნიკი, ჩისლენკო, მალაფაევი, ივანოვი, ლობანოვსკი, ხმელნიცკი, ბანიშევსკი, და სხვა მრავალი…
ჩხაიძე არ იყო უხეში დამცველი,მეტოქეს არ ურტყამდა ფეხებში უკნიდან,ხვდებოდა მას პირისპირ,შედიოდა თავდამსხმელთან ორთაბრძოლაში და ხშირად გამარჯვებული გამოდიოდა და თავისი გონივრული გადაცემით გუნდი იწყებდა შეტევას.
იური ჩხაიძე კაცი იყო მინდორზეც და მინდვრის გარეთ,კაცი რომელიც დიდი სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობას თავის მეგობრებში და საზოგადოებაში,მისი ცხოვრება ფეხბურთით დაიწყო და დღესაც ფეხბურთშია
ფეხბურთში გატარებული წლები ჩემთვის არის ძალიან ტკბილი მოგონება ფეხბურთი არის ჩემთვის ყველაფერი ამბობობს ბატონი იური!
დღესაც გრძელდება მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა ყოფილ თანაგუნდელებთან:ავთანდილ(კუსა)წვერავასთან, გარი ქიქავასთან,ზორბეგ ებრალიძესთან,ლევან ნოდიასთან, დავით გოგიასთან, რეზო ძოძუაშვილთან,ნოდარ ჩხარტიშვილთან, როლანდ ისიანთან, დავით არობელიძესთან, ქუცუნია ქადეიშვილთან, პავლე ჟორდანიასთან და სხვა ვეტერან ფეხბურთელებთან.
ფეხბურთი უყვარს და ფეხბურთით ცხოვრობს!
სიცოცხლეში დავაფასოთ,სიცოხლეში გვიყვარდეს!
ხარიტონ ჩხატარაშვილი
მსგავსი სტატიები
- 88ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
- 84დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 82ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ორიგინალურად გადაწყვეტილი ჩვენება. ოზურგეთის თეატრის სცენაზე, მაყურებელი და მსახიობები ერთად. ერთნი - რეზერვისტები, მთავარი მოქმედნი პირნი და მეორენი, მაყურებელი, ასევე მოქმედნი პირნი, ოღონდ მეორე რიგის რეზერვისტები. სტატიის თემიდან, ასეთი გადახვევის იდეა, სწორედ სპექტაკლის თემამ გამოიწვია. საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ოზურგეთისა და დმანისის თეატრების კოპროდუქციის,ნილ…
- 82ავტორი: მანანა ლომაძე, ოზურგეთის სამუზეუმო გაერთიანების ფონდების მცველი. მარკოზ ჟღენტი, როგოც ქართველი წარმომავლობის ამერიკელი მკლევარი და მწერალი ბატონი რიჩარდ ალექსის ჯორჯიანის ჩანაწერებით ირკვევა ჯირითობდა ბაფალო ბილის უაილდ ვესთის შოუში 1894,,1895 .,1900წლების სეზონში. მარკოზ ჟღენტი 1869 წელს სოფელ ბასილეთში დაიბადა (მის შესახებ მასალები მოგვაწოდა მისმა შვილიშვილმა იაგორ კოპლატაძემ, სოფლის ჭეშმარიტმა მემატიანემ…
- 81„ლანჩხუთი პლუსი“ ოთხმოცდაათიან წლებში დაიბადა ლანჩხუთში და თავისუფალი სიტყვის „ოაზისი“ გახდა ორიოდე დღის წინ, გაზეთი „ლანჩხუთ პლუსი“ დაემშვიდობა თავის ერთგულ მკითხველს, ამის შესახებ მისმა მთავარმა რედაქტორმა, ქალბატონმა ქეთევან ნაკაშიძემ, გაზეთის ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა წერილი სათაურით: „გამომშვიდობება ერთგულ მკითხველთან!“ „აი, დადგა დღე, როდესაც მე, თქვენი ერთგული და მოსიყვარულე ჟურნალისტი უნდა გამოგეთხოვოთ და…