დღეს, საქართველოს სახალხო დამცველსა და USAID-ს შორის მთავრობათაშორის შეთანხმებას მოეწერა ხელი, რაც იშვიათი შემთხვევაა და აშშ-ს მთავრობის მხრიდან სახალხო დამცველის აპარატის მიმართ გამოხატული ნდობის და მხარდაჭერის დემონსტრირებაა.
28 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და სახალხო დამცველის აპარატს შორის მთავრობათა შორის შეთანხმებას მოეწერა ხელი.
ახალი პარტნიორობის მიზანია საქართველოში ადამიანის უფლებების ხელშეწყობა და სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის გაძლიერებაში მხარდაჭერა, განსაკუთრებით რეგიონებში.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსულმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა პიტერ ვიბლერმა მოკლედ მიმოიხილა სამთავრობო შეთანხმება, თანამშრომლობა და საქართველოს დემოკრატიული მიმართულებით განვითარების მნიშვნელობა.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოში მიმდინარე პროგრესზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობას, იმ დიდ ძალისხმევას, რომელსაც აპარატის თანამშრომლები ყოველდღიურად ეწევიან ქვეყანაში თანასწორობისა და ტოლერანტობის დასამყარებლად; ასევე, მადლიერება გამოხატა მათი პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის და განაცხადა, რომ ეს პირდაპირი გრანტი, რომელსაც USAID-ის პროექტი გულისხმობს, სწორედ სახალხო დამცველის ინსტიტუციისადმი დიდი ნდობისა და თანადგომის მაჩვენებელია.
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მადლობა გადაუხადა ამერიკის მთავრობას და ამერიკელ ხალხს იმ სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარებისთვის, რომელსაც ისინი უკვე ათწლეულებია უწევენ დამოუკიდებელ საქართველოს ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიული რეფორმების გატარების, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების და კერძო სექტორის განვითარების მიმართულებით.
„დღეს განსაკუთრებით გვჭირდება ასეთი მხარდაჭერა, ვინაიდან მთავრობამ, სახელმწიფო თუ საჯარო დაწესებულებებმა, თითოეულმა ჩვენგანმა ამ 6 თვის განმავლობაში თავდაუზოგავად უნდა ვიშრომოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ეს 6 თვე ჩვენი მომავლისთვის გადამწყვეტი პერიოდია.
ჩემი დარჩენილი ვადის განმავლობაში მთელი აპარატი ვიმუშავებთ, რათა ეს ნდობა და მხარდაჭერა გამოვიყენოთ ადამიანის უფლებათა დაცვის, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების რეფორმების მხარდასაჭერად და მონიტორინგისათვის. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული შედეგების მიღწევა არ არის მხოლოდ ჩვენს ძალისხმევაზე დამოკიდებული. ვფიქრობ, აუცილებელია სხვა სახელმწიფო უწყებებისგან მზაობა და ასეთ ისტორიულ პერიოდში, ნამდვილად ბევრი რამ არის დამოკიდებული კოორდინაციასა და ერთობლივ მუშაობაზე“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
USAID-სა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს შორის შეთანხმების დეტალები სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ განიხილა. შეთანხმების თანახმად, USAID-ის მხარდაჭერით სახალხო დამცველის აპარატი იმუშავებს რათა: 1) გაძლიერდეს შიდა შესაძლებლობები საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის უფრო ეფექტური ზედამხედველობის განსახორციელებლად; 2) გაძლიერდეს შიდა მართვის პროცესები და ინსტიტუციური შესაძლებლობები; და 3) გაუმჯობესდეს სტრატეგიული კომუნიკაცია აუდიტორიასთან.
„პროექტი დაგვეხმარება უფრო მეტად ეფექტური გავხადოთ ჩვენი აპარატი იმ გამოწვევების საპასუხოდ, რაც ჩვენ წინაშე დგას. ადამიანის უფლებების დაცვა მუდმივი პროცესია, რომელსაც მუდმივი განახლება სჭირდება“, _ განაცხადა გიორგი. ბურჯანაძემ.
მსგავსი სტატიები
- 872021 წლის 15 ნოემბერს ევროპის პარლამენტის 2019-2024 წლის მოწვევის პარლამენტარებმა, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარემ მარინა კალჯურანდმა და საქართველოს საკითხებში მუდმივმა მომხსენებელმა სვენ მიქსერმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, სადაც საქართველოს სახალხო დამცველის როლის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. „ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს სახალხო დამცველის აპარატის მუშაობას, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქართულ საზოგადოებაში. ქალბატონი…
- 792021 წლის 10 დეკემბერს – ადამიანის უფლებათა დღეს, ადამიანის უფლებათა ფორუმი გაიმართა, რომელზეც ქართულ საზოგადოებაში დემოკრატიის დამკვიდრების, თანასწორი და სამართლიანი საზოგადოების მშენებლობისათვის ხელისშემშლელი უთანასწორობის შესახებ იმსჯელეს. ღონისძიება ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სამხრეთ კავკასიის ოფისისა (OHCHR) და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინიციატივითა და მხარდაჭერით…
- 79დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 78საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
- 69სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…