პროექტის ფარგლებში სახელწოდებით „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“, რომელსაც ახალგაზრდული მედია კავშირი ახორციელებს, ტრადიციული საზაფხულო ბანაკი ამჯერად ურეკში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქველმოქმედო ასოციაცია ,,გურიას“ ბენეფიციარებმაც მიიღეს და ინდივიდუალურ ასევე გუნდურ დისციპლინებში გამარჯვების მოპოვებაც შეძლეს
ექვსი დღის განმავლობაში ბანაკში შშმ პირები სხვადასხვა სამშვიდობო მისიებსა და საომარ მოქმედებებში დაჭრილ დაშავებული ჯარისკაცები, ასევე პარასპორტსმენები და სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირები, 7 სპორტულ ჩემპიონატში შეერკინენ ერთმანეთს: ფეინთბოლში, პარაოლიმპიური სპორტის სახეობაში ბოჩა, მჯდომარე ფრენბურთში, მკლავჭიდში, როგორც მჯდომარე ასევე მდგომარე პოზიციებში, მარცხენა და მარჯვენა მკლავში, გოგოებსა და ბიჭებში, მშვილდოსნობაში, დომინოსა და ნარდში, გუნდურ და ინდივიდუალურ დისციპლინებში.
საქველმოქმედო ასოციაცია – ,,გურიას“ გუნდიდან:
გია მელუამ პირველი ადგილი დაიკავა მკლავჭიდში (მდგომარე პოზიცია), როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა მკლავში
გიამ შეძლო პირველი ადგილის მოპოვება პარაოლიმპიურ სპორტის სახეობაში ბოჩა (გუნდური)
პირველი ადგილი დაიკავა მიშიკო მათითაიშვილმა მკლავჭიდში (მჯდომარე პოზიცია), მარკვენა მკლავში
პირველი ადგილი დაიკავა ნარდში რევაზ გორგაძემ.
ასევე მკლავჭიდში (მჯდომარე პოზიცია) მარცხენა მკლავში
რევაზმა ასევე შეძლო მეორე ადგილის მოპოვება ფეინთბოლში (გუნდური).
ადგილი დაიკავა ნიკა მარკოიძემ მკლავჭიდში (მდგომარე პოზიცია), მარცხენა მკლავში
ადგილის მოპოვება შეძლო რავილ ხოსაძემ პარაოლიმპიურ სპორტის სახეობაში ბოჩა (გუნდური)
ნარდში მესამე საპრიზო ადგილზე გასვლა შეძლო ავთო ჭახნაკიამ
საქველმოქმედო ასოციაცია გურია ულოცავს მათ აღნიშნულ წარმატებას!!!
აღსანიშნავია, რომ ჯამში გამოვლინდა 33 გამარჯვებული რომლებიც დაჯილდოვდნენ სამშენებლო კომპანია „ანაგის“ მიერ დაწესებული ფულადი პრიზებით. ასევე თასებით, მედლებით და დიპლომებით. კომპანია ზედაზენმა ინდივიდუალურ დისციპლინაში გამარჯვებულებისთვის დააწესა პრიზი საკუთარი წარმოების მრავალფეროვანი პროდუქციის სახით.
პროექტის მთავარი მიზანი გახლავთ, შშმ პირების, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისა და ომის ვეტერანების სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობა, თანაბარუფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება, საზოგადოების შემეცნებისა და ცნობიერების ამაღლება შშმ თემატიკაზე.
პროექტის გენერალური მხარდამჭერი გახლავთ პლატფორმა „ინიციატივა“, ასევე პროექტის პარტნიორები არიან ვეტერანების საქმეთა სახელმჭიფო სამსახური, კომპანიები „სოკარი“, „ტოიოტა კავკასია“ და „ზედაზენი“.
ურეკის ბანაკის საპრიზო ფონდის სპონსორია სამშენებლო კომპანია „ანაგი“.
მსგავსი სტატიები
- 59დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 47ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 45გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 44სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან…
- 44სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…