დღეს არტემის დღეა – ადამიანის,რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება და არსება სიმღერა-გალობას მიუძღვნა. აკრძალულ პერიოდშიც კი მის სახლში ჩუმად მაინც ჟღერდა საგალობელი. შვილიც და შვილიშვილიც ამ სულისკვეთებით გაზარდა: ასწავლა,შეაყვარა და მასზე მზრუნველობა დააკისრა.
გურული სიმღერების შესრულებას ბავშვობაშივე დაეუფლა. მისი პირველი მასწავლებლები იყვნენ მამამისი გიგო ერქომაიშვილი და გიორგი ბაბილოძე. 1907 წელს, 20 წლის არტემი მონაწილეობდა გიგო ერქომაიშვილის გუნდის მიერ სიმღერების ფირფიტებზე ჩაწერაში. 50 სიმღერა გერმანელებმა თბილისში ჩაწერეს. გუნდში ასევე მღეროდნენ გიორგი ბაბილოძე, ივლიანე კეჭაყმაძე, ერმილე მოლარიშვილი, გიორგი იობიშვილი, ნანიკო ბურძგლა, ლუკა თოიძე.
1908 წელს არტემმა მელქისედეკ ნაკაშიძესთან დაიწყო საგალობლების შესწავლა. არტემი ნაკაშიძეს ნესტორ კონტრიძემ წარუდგინა 1908 წლის შობა დღეს, წირვის შემდეგ. ნაკაშიძეს მოეწონა ყმაწვილის ნიჭი და მის მამას, გიგო ერქომაიშვილს, თხოვა, მომეცი ეს ბიჭი, წავიყვან ოზურგეთში და გალობას უფასოდ ვასწავლიო. ნაკაშიძესთან მასთან ერთად სწავლობდნენ დიმიტრი პატარავა და სამუელ ჩხიკვიშვილი.
ერქომაიშვილმა ნაკაშიძისგან 1911 წლამდე 2000-მდე საგალობელი ისწავლა, რომელიც 1966 წელს მაგნიტოფონზე ჩაწერა კომპოზიტორმა და ფოლკლორისტმა კახი როსებაშვილმა, 2002 წელს კი ნოტებზე გადაიღო დავით შუღლიაშვილმა.
1911 წელს დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა სენაკის მაზრაში, მარტვილში, სიმღერა-გალობის სასწავლებლად. 1925 წლამდე ხელმძღვანელობდა მამის ანსამბლს მაკვანეთში, ასევე მუშაობდა ზვანში, ციხისფერდში, კონჭკათში. 1918 წელს ვარლამ სიმონიშვილთან ერთად შექმნა გუნდი და მართავდა კონცერტებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. 1921 წელს ერქომაიშვილმა ჩამოაყალიბა სიმონიშვილისგან დამოუკიდებელი 12 კაციანი გუნდი. ამ გუნდის შემადგენლობაში იყვნენ ერქომაიშვილის ბიძა გიორგი ბაბილოძე, მისი ძმები, ანანია და ვლადიმერ ერქომაიშვილები, ძმები დიმიტრი და ილარიონ პატარავები, ა. ბასილაშვილი, ს. ვაშალომიძე, ა. წივწივაძე და სხვები.
1924 წლიდან ხელმძღვანელობდა ბათუმში სანაპიროს მტვირთავთა გუნდს. გუნდში საკუთარი ოჯახის წევრებსაც იწვევდა. 1924 წელს გუნდმა თბილისში ფირფიტებზე ჩაწერა გურული ხალხური სიმღერები. იმავე წელს ბათუმის გუნდთან ერთად მონაწილეობდა გასტროლებში საქართველოს ქალაქებში, ბაქოში, ასევე მოსკოვსა და ხარკოვში, სადაც გუნდის რეპერტუარის თვალსაჩინო ნიმუშები ჩაიწერეს ფონოგრაფზე და ინახება სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ფინოგრამარქივში.
1935 წელს მონაწილეობდა რადიოფესტივალის საკავშირო გადაცემაში.
1936 წლიდან ამ გუნდს „აჭარის სახელმწიფო ეთნოგრაფიული გუნდი“ ეწოდა. იგი 1937-38 წლებში წარსდგა მე-4 და მე-5 რესპუბლიკურ ოლიმპიადებზე.
1940 წელს 1950 წელს ვარლამ სიმონიშვილის გარდაცვალების შემდეგ არტემი მიიწვიეს მახარაძის რაიონის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში ხელმძღვანელად. 1951 წელს ეს ანსამბლი ბრწყინვალედ გამოვიდა მე-7 რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე. 1951 წელს მიენიჭა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება. 1955 წელს სათავეში ჩაუდგა ლიხაურის მომღერალთა 40 კაციან გუნდს. 1966 წელს მან, როგორც საეკლესიო საგალობლების უკანასკნელმა მცოდნემ, კონსერვატორიაში გრიგოლ ჩხიკვაძის ხელმძღვანელობით 200-მდე საგალობლის ცალ-ცალკე ხმები ჩაწერა. ჩანაწერები დაცულია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფოლკლორისტიკის კათედრის ლაბორატორიაში.
არტემ ერქომაიშვილი ცნობილია, როგორც თვითმოქმედი კომპოზიტორი. ავტორია სიმღერებისა „პატარა ქართველი“, „მუშის სიმღერა“, „სიმღერა გურიაზე“, „ჩემი ბედი“, „სხვადასხვაგვარი სიყვარული“, „სიმღერა სამშობლოზე“.
1932 წელს გარდაიცვალნენ მომღერლები ნესტორ კონტრიძე, სამუელ ჩავლეიშვილი და გიორგი ბაბილოძე. ამასთან დაკავშირებით არტემ ერქომაიშვილმა შექმნა სიმღერა „დავკარგეთ სამი მომლხენი“.
არტემი გარდაიცვალა 1967 წლის 2 თებერვალს, დაკრძალულია მშობლიურ სოფელ მაკვანეთში.
ხალხური მუსიკალური შემოქმედებისა და ქართული საეკლესიო გალობის ყველა მესვეური დიდი პატივისცემითა და მადლიერებით მოიხსენიებს ამ უაღრესად განსწავლულ, სათნო და კეთილშობილ ადამიანს.
(ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრი)
მსგავსი სტატიები
- 89დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 83გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 83სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 821918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
- 81სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…