2022 წლის 27 ოქტომბერს, ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის ჰიდროენერგეტიკული პროექტების გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. ბახვი ჰესის გენერალურმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა მრჩეველთა საბჭოს გაუზიარა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გზშ-ს ანგარიში კომპანიამ 20 ოქტომბერს წარუდგინა გარემოს ეროვნულ სააგენტოს განსახილველად. კომპანია საჯარო განხილვისთვის მზადების ეტაპზე გადავიდა. საჯარო განხილვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში იგეგმება გზშ-ს წარდგენიდან არაუადრეს 25-ე და არაუგვიანეს 30-ე დღისა. გზშ-ს დოკუმენტს, რომელიც საკმაოდ სქელტანიანია, თან ერთვის საპროექტო ტერიტორიაზე, საერთაშორისო კომპანია SLR-ის ბრიტანეთის ოფისის მკვლევარის, ნიკოლა ფოქსის ბიომრავალფეროვნების კვლევა და ასევე, ბიომრავალფეროვნების მართვის გეგმა. ფრანგული კომპანია Alpage-ს დამფუძნებელმა, საერთაშორისო ექსპერტმა პიერ ბიდერმანმა კი განახორციელა კუმულაციური, მიკრო და მაკროკლიმატის კვლევა, რომელიც ასევე, გზშ-ს დოკუმენტის ნაწილია. გზშ-ზე მუშაობის პროცესში ქართველი ექსპერტის ნიკოლოზ ქერდიყოშვილის მიერ განხორციელდა კვლევა წავის პოპულაციის შესახებ.
მეორე მნიშვნელოვანი სიახლე, ბახვი ჰესში ევროპელი ინვესტორის, ავსტრიული საოჯახო ფონდის “ILAG” შემოსვლის შესახებ გაჟღერდა.
_ „ILAG-ი საინვესტიციო ფონდია და ძალიან გვახარებს მათთან პარტნიორობა. საოჯახო საინვესტიციო ფონდები მიღებული პრაქტიკაა ევროპასა და ამერიკაში. ავსტრიული ფონდი საქართველოში პირველად 2011 წელს შემოვიდა. ამჟამად ისინი არაგვი ჰესის თანამფლობელები არიან. მეორე ჰიდროენერგეტიკული პროექტი კი მათთვის ბახი ჰესი იქნება. ILAG-ს საინვესტიციო პროექტები ძირითადად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში აქვთ. მნიშვნელოვანია მათთან პარტნიორობა. კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი ერთის მხრივ და ILAG-ი მეორეს მხრივ ამერიკულ – ევროპულ ინვესტიციას ქმნის ოზურგეთში. ჩვენ გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ საუკეთესო და სამაგალითო პროექტის განხორციელებას გურიაში. გვაქვს ამბიცია, რომ განვახორციელებთ უპრეცედენტო პროექტს და ერთად მივიღებთ საუკეთესო შედეგებს“ – განაცხადა ბახვი ჰესის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა.
შეხვედრაზე კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენლებმა მრჩეველთა საბჭოს წევრებს გააცნეს ინფორმაცია 2022 წლის შემოდგომის პერიოდში მიმდინარე და უკვე დასრულებული სოციალური პროექტების შესახებ. ასევე, განიხილეს სხვადასხვა საკითხი, მათ შორის სტუდენტური პროგრამის ფარგლებში არსებული სტუდენტური დახმარებების გაცემის შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია სექტორში არსებულ გამოწვევებზე და დაისახა არსებულ გამოწვევებთან გამკლავების გზები და მექანიზმები.
კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, ნანა ბერძენიშვილმა საბჭოს წევრებს გააცნო ინფორმაცია კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის პორტფელში არსებული ჰიდროელექტროსადგურის ახალქალაქი ჰესის მშენებლობის დასრულების და გენერაციის დაწყების შესახებ და საბჭოს წევრები დაპატიჟა ახალქალაქში, ჰესის დასათვალიერებლად.
_ „მოხარულნი ვართ, რომ დასრულდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ჩვენს პორტფელში არსებული ახალქალაქი ჰესის მშენებლობა. ჩვენ უკვე დავიწყეთ გენერაცია. ახალქალაქი ჰესი ამერიკული და ევროპული ერთობლივი ინვესტიციაა საქართველოს ენერგეტიკის სფეროში. ახალქალაქის პროექტში ჩვენი მინორიტარული პარტნიორია ისლანდიური სახელმწიფო ენერგოკომპანია, „Landsvirkjun Power“ (”LVP”). ახალქალაქი ჰესის პროექტის ფარგლებში გვაქვს საუკეთესო მაგალითები თემთნ ურთიერთობის, რისი შედეგიცაა ის სოციალური პროექტები, როემლიც პროექტთან ახლოს მდებარე სოფლებში განხორციელდა. ჩვენ ყველა პროექტში ვინარჩუნებთ ერთ ხედვას, რომლის მიზანია ზრუნვა ადამიანებზე, ბუნებასა და რეგიონის განვითარებაზე“ -_ განაცხადა ნანა ბერძენიშვილმა.
საბჭოს შეხვედრები ბახვი ჰესის ინიციატივით იმართება და ემსახურება ერთის მხრივ საბჭოს წევრებისთვის პროექტების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის დროულად და ეფექტიანად მიწოდებას, მეორეს მხრივ კი მათგან საინტერესო მოსაზრებების და რეკომენდაციებსი მოსმენას. შეხვედრა ოზურგეთში, ბახვი ჰესის ოფისში გაიმართა.
შეგახსენებთ, ბახვი ჰესის გარემოს დაცვითი და სოციალური საკითხების მრჩეველთა საბჭო კომპანიის ინიციატივით შექმნილი სათათბირო ორგანოა, რომლის მიზანი, დაინტერესებული მხარეების მეტი ჩართულობა და ჰიდროელექტროსადგურების პროექტების მეტი გამჭვირვალობაა. საბჭო ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებიდან ნომინირებული 12 დამოუკიდებელი წევრისაგან შედგება. საბჭოში სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები არიან გაერთიანებულები, კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია და ბიზნესი.
მსგავსი სტატიები
- 922023 წლის 25სექტემბერს, ბახვი ჰესის მენეჯმენტის დაკომპანიისმიერ დაარსებულგარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს 2023 წლის მეოთხეშეხვედრა გაიმართა.მრჩეველთა საბჭოს წევრებს ბახვი ჰესის გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით კობერიძემ სოციალური პროგრამის განვითარებისშესახებ ინფორმაცია მიაწოდა. კერძოდ, საბჭოს წევრებმა მოისმინეს ტყის განაშენიანების გეგმის მომზადების პროგრესი, ბახვი 2 ჰესის წინასამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული ადგილობრივი…
- 922022 წლის 19-20 ნოემბერს, ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭო და ოზურგეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთს, კერძოდ ახალქალაქს ესტუმრნენ, სადაც დაათვალიერესკავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის, CCEH-ის პორტფელში არსებული ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური. პროექტი 2 ჰიდროელექტროსადგურისგან, „ახალქალაქი 1“ და „ახალქალაქი 2“, შედგება.მისი ინფრასტრუქტურა მდებარეობს მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა…
- 92მდინარე ბახვისწყლის ხეობაში „ბახვი 1“ და „ბახვი 2“ ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მომავალი წლიდან კი ჰესების მშენებლობა დაიწყება.ამისთვის ისინი 250 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ რეგიონში. ათეული წლების მანძილზე, გაზეთი „ალიონი“ სხვა მედიასაშუალებებთან ერთად აშუქებს ეკოლოგიურ პრობლემებს რეგიონში. ეს არის მდინარეების სუფსის, ნატანების ხეობებში ინერტული მასალების ბარბაროსული მოპოვების , ქვის კარიერების,…
- 922022 წლის 7სექტემბერს,ბახვი ჰესის მენეჯმენტის დაკომპანიის ჰიდროენერგეტიკული პროექტებისგარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს მორიგი,შეხვედრა გაიმართა.ბახვი ჰესის გენერალურმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა მრჩეველთა საბჭოს გააცნო ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გზშ-ს ანგარიშის მომზადების პროცესი, ასევე წარადგინა მრჩეველთა საბჭოს ახალი წევრი, ალა მარი, რომელიც ჩხაკაურას საჯარო სკოლის დირექტორია. შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა…
- 912023 წლის 6 მაისს, მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებს მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ეწვია. მოსწავლეებთან შეხვედრა ბახვი ჰესის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო პროეტის ფარგლებში გაიმართა. სტუმარმა მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა განათლების მნიშვნელობა, კარიერული განვითარება, პასუხისმგებლიანი მოქალაქეობა, წარმატების მიღწევის გზები. გიორგი სუხიტაშვილის სტუმრობის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ქვეყანაში…