ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასო ჩიგოგოძემ პრესკონფერენცია გამართა.
ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ პრესკონფერენციაზე 155-ე საიუბილეო სეზონისადმი მიძღვნილ უპრეცედენტო მასშტაბის გასტროლზე თბილისში, რუსთავსა და გორში ისაუბრა და შეაჯა, რომელიც საქართველოს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
1-8 ნოემბრის ჩათვლით, დედაქალაქში ხუთი თეატრის სცენაზე, ოზურგეთის თეატრმა 9 სპექტაკლი წარმოადგინა, საუკეთესო დადგმები, რომელიც სხვადასხვა თაობის ცნობილმა ქართველმა სათეატრო რეჟისორებმა დადგეს, თბილისური ტურნეს ფარგლებში ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა მონაწილეობა მიიღო კომედიის საერთაშორისო ფესტივალში რუსთავში სტუმრის სტატუსით, ხოლო 155-ე საიუბილეო სეზონისადმი მიძღვნილი გასტროლი გორის თეატრში დაასრულა.
ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა აღნიშნული გასტროლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კულტურის სამინისტროს, ასევე შემოქმედებით ტექნიკურ ჯგუფს, სპექტაკლების რეჟისორებს მადლობა გადაუხადა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში გურიის თემატიკაზე დადგმული სპექტაკლებით -ტრილოგიის პირველი ნაწილით ,,რესპუბლიკა გურია” და მეორე ნაწილით ,,გურიის დედოფალი”, მაყურებელმა გაიცნო გურიის ბოლო 200 წლოვანი ისტორიის მნიშვნელოვანი ეპიზოდები. აღნიშნულით მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა ენახა, თუ როგორი შემოქმედებითი სიცოცხლე არსებობს ოზურგეთის თეატრში.
სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასო ჩიგოგიძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ თეატრის შემოქმედებისა და ქართული დრამატურგიის პოპულარიზაცია ოზურგეთის თეატრს არც ადრე აკლდა და ამის თვალსაჩინო მაგალითებია დიდი დეკადები თბილისში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, მნიშვნელოვანი გასტროლები ბამზე, მაგრამ ეს გახლდათ პირველი პროექტი, რომელშიც ოზურგეთის თეატრმა გაიმარჯვა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით იყო პირველი ექსპერიმენტი, შესაძლებლობა და მნიშვნელოვანი მაგალითი რეგიონის თეატრებისთვის.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრს საკუთარ რეპერტუარში ტრადიციულად შეაქვს საახალწლო, გასართობი, მუსიკალური შოუ-პროგრამა, ამჯერად არჩევანი გაკეთდა ვარიაციებზე კონკიას მიხედვით, რომელსაც პატარა მაყურებელი 25 დეკემბრიდან იხილავს. აღნიშნულ პერიოდშივე მოხდება ზღაპრის სახელწოდებით ,,სალამურა” დადგმა, ასევე მომზადდება დმანისისა და ოზურგეთის თეატრების საერთო კოპროდუქტი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან გიორგი სიხარულიძესთან ერთად, მაგრამ მანამდე საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა თეატრების ,,ოქროს ფონდი”, სადაც წელს მოხდება მხოლოდ სამი სპექტაკლის ჩაწერა, შერჩეული სამი სპექტაკლიდან ოზურგეთის თეატრის სპექტაკლი ,,რესპუბლიკა გურია” ერთ-ერთია, სპექტაკლის გადაღებას 30 ნოემბერს პროდიუსერი ნოე სულაბერიძე ოზურგეთის თეატრში თავის გუნდთან ერთად უხელმძღვანელებს.
სამხატვრო ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მაყურებელს სიახლე ძალიან ბევრი ელოდება, სიახლეს წარმოადგენს ისიც, რომ თეატრს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი-მენეჯერის სახით ეკა ნინიძე ეყოლება, მან მას წარმატებები უსურვა, ხოლო პრესკონფერენციის დასასრულს აღნიშნა , რომ დღეს უკვე დაბეჯითებით შეუძლია ისაუბროს , გურიის 200 წლოვანი ისტორიის გაცოცხლების მიზნით ტრილოგიის მესამე ნაწილზეც, რომელიც წმიდა ღვთისკაცს ექვთიმეს მიეძღვნება, მისი რეჟისორი გოჩა კაპანაძე იქნება, პრემიერა კი სულ მალე 2023 წლის 17 ოქტომბერს შედგება.
ამ დღეს გახდა ცნობილი, რომ ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად ეკა ნინიძე დაინიშნა.
მსგავსი სტატიები
- 60ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 60ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში, წარმოდგენილი იქნა თ. პაპავას ნაწარმოებების მიხედვით რეჟისორ გოჩა კაპანაძის სპექტაკლი ,,გურიის დედოფალი" , რიგით მეშვიდე სპექტაკლი, რომელიც დედაქალაქში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. აღნიშნული სპექტაკლით ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის საგასტროლო ტურნე დედაქალაქში დასრულდა.…
- 59დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 57დღეს, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძემ რადიოთეატრის სტუდიაში ჟურნალისტებს შეხვდა და თეატრის მიერ განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. _ ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა 153-ე სათეატრო სეზონი ახლადრეაბილიტირებულ შენობაში 2021 წლის 14 მაისს გახსნა. სეზონის გახსნამდე დასმა 6 პრემიერა მოამზადა. ოზურგეთის თეატრის ისტორიაში…
- 5629 ნოემბერს, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ნიკოლოზ საბაშვილის საავტორო სპექტაკლის ,,რესპუბლიკა გურია" ჩვენება განხორციელდა, რომლის დასრულების შემდეგ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასო ჩიგოგიძემ , გურიის მხარის ადმინისტრაციასა და მასში შემავალ სამივე მუნიციპალიტეტს ანგარიში ჩააბარა. ნიკოლოზ საბაშვილის საავტორო სპექტაკლს ,,რესპუბლიკა გურია", გურიის მხარის ადმინისტრაცია, სამივე მუნიციპალიტეტიდან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული…