ოზურგეთის პირველ საჯარო სკოლაში მოეწყო მასწავლებელთა საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც 2022 წლის მაისში პროექტი ჰარმონიის (PH International) მიერ განხორციელებული და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამის სახელწოდებით „სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით”

სამოქალაქო განათლება-ირმა გორდელაძე, მარინა დოლიძე.
ოზურგეთელ პედაგოგებს გავაცანით ფრიად ნაყოფიერი და მრავლისმომცველი პროექტისგან მიღებული ცოდნა, გამოცდილება: საგანთა ინტეგრირება, გაკვეთილის დაგეგმვა, ახალი რესურსები, შეფასების რუბრიკები.
ასევე გავუზიარეთ ამერიკულ სკოლებში მიღებული შთაბეჭდილებები, დაკვირვებები, დემოკრატიული სწავლების მეთოდები…

მადლობა ქალბატონ Lela Imedashvili შეხვედრის ორგანიზებისათვის და ჩვენი მხარდაჭერისთვის.
ასევე მადლობა პირველი საჯარო სკოლის ადმინისტრაციას და იმ მრავალრიცხოვან პედაგოგებს, რომლებიც გვისმენდნენ, გვამხნევებდნენ._წერს სამოქალაქო აქტივისტი, ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგი ირმა გორდელაძე სოციალურ ქსელში.
მსგავსი სტატიები
- 53
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი პირების მშობლებისთვის და ასევე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდებისთვის სპეციალური თერაპიული პროგრამის მეორე ეტაპი იწყება. მოცემელი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სეანსები სტარტს მიმდინარე წლის თებერვლიდან აიღებს. სამიზნე ჯგუფში გაერთიანდება 50 ბენეფიციარი, მათ შორის 25 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდი და 25 მშობელი. შეხვედრები თვეში ერთხელ, ჩოხატაურში…
- 53
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 52
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ არჩილ თალაკვაძესთან, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან ვასილ ჩიგოგიძესთან, ოზურგეთის მერ ავთანდილ თალაკვაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. შენობა, რომელიც 240 მოსწავლეზეა გათვლილი, სრულად განახლდება…
- 50
2024 წლის 6 და 7 ივნისს, ბახვი ჰესის მოწვევით, მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებს რეჟისორი ლევან კოღუაშვილი სტუმრობდა. სტუმარმა მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა განათლების მნიშვნელობა და პროფესიები კინო ინდუსტრიაში, პასუხისმგებლიანი მოქალაქეობა, წარმატების მიღწევის გზები და ფილმის „გურია“ მიმდინარეობა. შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით…
- 48
ვიწყებთ 2024 წლის აბიტურიენტთა შედეგების გამოქვეყნებას სასიამოვნო ინფორმაციით. ქართული ენა და ლიტერატურა: 58 ქულა- ვიკა ჯინჭარაძე 57 ქულა- ნიკოლოზ ბარამიძე ხატია სალუქვაძე 56 ქულა- მერი თალაკვაძე ანა ნინიკაშვილი სოფო გორდელაძე ნათია ღლონტი 55 ქულა- ლიკა ჯინჭარაძე მარიამ კობახიძე 53 ქულა- ლიზი მახარაძე მარიამ ქართველიშვილი კოკო ჩხაიძე 52 ქულა- ანასტასია გობრონიძე…