სამედიცინო ცენტრმა „ლაზიკა მედი“ ოზურგეთში „ლაზიკამედის აკადემია“ გახსნა, რომელიც აუტისტური სპექტრისა და განვითარების სხვადასხვა ტიპის დარღვევის მქონე ბავშვებს მოემსახურება.

აკადემიის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა ტიპის დარღვევის მქონე ბავშვთა იმ უნარ-ჩვევების განვითარებასა და სრულყოფას, რომელიც მომავალში დაეხმარება მათ სოციალურ გარემოში საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში, დამოუკიდებლად ფუნქციონირებასა და ინტეგრაციაში.

,,ლაზიკამედის აკადემიაში“ შესაძლებელია სხვადასხვა მომსახურების მიღება, მათ შორის: ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის კონსულტაცია , აუტიზმის დიაგნოსტიკა, მეტყველების თერაპია, ქცევის თერაპია, აკადემიური უნარების განვითარება, სენსორული თერაპია. ამ ეტაპზე დაწესებულებას 100-მდე ბენეფიციარის მიღება შეუძლია. „ლაზიკამედის აკადემია“ დაკომპლექტებულია კვალიფიციური სპეციალისტებით, აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. აკადემიაში არსებულ მულტიდისციპლინურ გუნდს სუპერვიზიას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ,,ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემია“ გაუწევს.

ცენტრის საზეიმო გახსნის ცერემონიას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, გურიის გუბერნატორის მოადგილე ქეთი მოისწრაფეშვილი და  საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. მოწვეული სტუმრები ,,ლაზიკამედის აკადემიის“ საქმიანობას გაეცნენ და ახლადგახსნილი ცენტრი დაათვალიერეს.

ფოთში, ,,ლაზიკა მედის“ ბაზაზე აუტისტური სპექტრისა და განვითარების სხვადასხვა ტიპის დარღვევების მქონე ბავშვებისთვის სპეციალური ცენტრის ფუნქციონირება გასული წლის მარტიდან დაიწყო. ამ დროისთვის ცენტრს 150-მდე ბენეფიციარი ჰყავს. სამედიცინო ცენტრი ,,ლაზიკა მედი“ ფოთში 2016 წელს გაიხსნა.

მსგავსი სტატიები

  • 66
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 53
    1964. პირველი ტრიუმფი! "ლელოს" რეპორტაჟი ტაშკენტიდან: „დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირს1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე,  ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში,  გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
  • 53
    ოზურგეთში ,,ლაზიკა მედის" აკადემია გაიხსნაოზურგეთში სამედიცინო ცენტრმა ,,ლაზიკა მედიმ“ ,,ლაზიკამედის აკადემია“გახსნა, რომელიც აუტისტური სპექტრისა და სხვადასხვა ტიპის დარღვევების მქონე ბავშვებს მოემსახურება. ,,ლაზიკამედის აკადემია“ 100-მდე ბენეფიციარზეა გათვლილი და აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, სადაც შესაძლებელი იქნება შემდეგი სერვისების მიღება: მეტყველების, ქცევითი და სენსორული თერაპიების, ასევე, ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის კონსულტაცია. ცენტრის გახსნას გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან…
  • 52
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
  • 52
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…