კომპანია ბახვი ჰესის მენეჯმენტმა,  ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით, ბიომრავალფეროვნების კვლევისფარგლებში, წავზე სავარაუდო ზემოქმედების დეტალურად შესწავლის მიზნით, 2022 წელს მოიწვია დამოუკიდებელი ქართველი ექსპერტი, თბილისის ზოოლოგიური პარკის სამეცნიერო პროგრამების მენეჯერი, ეკოლოგიის მაგისტრი, ნიკო ქერდიყოშვილი.კომპანია აცხადებს, რომ მისთვის უმნიშვნელოვანესია დაცულ სახეობებზე ზრუნვა. დაცულ სახეობებში იგულისხმება, როგორც საქართველოს წითელი ნუსხის, ასევე IUCN (International Union for Conservation of Nature) მიერ დაცული სახეობები.

 

წავის პოპულაციის კვლევის მიზანი იყო მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი ბახვი 2 (2ა -2ბ)  ჰესის მშენებლობისთვის განკუთვნილ საპროექტო ტერიტორიაზე ევრაზიული წავის (Lutra lutra) პოპულაციის მდგომარეობის შეფასება, კერძოდ:

 

  • უშუალოდ საკვლევ ტერიტორიაზე ევრაზიული წავის არსებობის დამადასტურებელი ნიშნების (კვალი, ექსკრემენტი, სორო) მოძიება;
  • საკვები ბაზის ზოგადი შეფასება;
  • ევრაზიული წავისთვის, ცხოველქმედების ნიშნების სიხშირიდან გამომდინარე, მათთვის მნიშვნელოვანი ტერიტორიების (საკვები, საბუნაგე) იდენტიფიცირება;
  • შესაბამისი რეკომენდაციებისა და შემარბილებელი ღონისძიებების შემუშავება.

 

კვლევების ზოგადი დასკვნები:

 

  1. საპროექტო არეალში დაფიქსირდა წავის რამდენიმე ინდივიდის არსებობა;
  2. დაგეგმილი საპროექტო ნაგებობები მცირე მასშტაბისაა შესაბამისად დიდი შეგუბები არ წარმოიქმნება, შესაბამისად ეს არ და ვერ მოახდენს დიდ გავლენას წავის ჰაბიტატზე;
  3. წავისთვის მნიშვნელოვანი ადგილების სიახლოვეს, მშენებლობის პროცესის რეკომენდაციების შესაბამისად წარმართვის შემთხვევაში, ისეთი ზომის სათავე ნაგებობები, რომელიც აშენდება ბახვი 2-ის ფარგლებში, ვერ შექმნის წავისთვის გადაულახავ დაბრკოლებას;
  4. საკვები ბაზის შენარჩუნებით, რეკომენდირებულია მდინარის პოტენციური დაბინძურების მაქსიმალურად თავიდან არიდება;

დაფინანსებული ფართი

 

 

მსგავსი სტატიები

  • 46
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 41
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 41
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 41
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 40
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…