გუშინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ისტორიულ მუზეუმში შეხვედრა გაიმართა ცნობილ  მწერალთან მერაბ შათირთან (შათირიშვილი).

მას მკითხველი საზოგადოებს იცნობს ისეთი მძაფრსიუჟეტიანი რომანებით, როგორიცაა „პაემანი ჯალათთან,“ „საკენის ცოდვა“ და ა.შ.

ამჯერად მკითხველის სამსჯავროზე მისი რომანი „ანატორი“ იყო წარმოდგენილი, რომელიც ჟამიანობას შეწირული, პირიქითა ხევსურეთის ერთ-ერთი სოფლის _ანატორის ბედის შესახებ მოგვითხრობს.

წიგნის შესახებ დარბაზში მყოფ საზოგადოებას  პოეტი, ბახვის საჯარო სკოლის დირექტორი მზია ვაშალომიძე ესაუბრა. მისი აზრით,ამ წიგნით თეატრალებიც უნდა დაინტერესდნენ.

წიგნის გარშემო ისაუბრეს საქართველოს მწერალთა კავშირის გურიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კოტე თავართქილაძემ, გაზეთ „ალიონის“ რედაქტორმა ნუგზარ ასათიანმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ლალი სიჭინავამ, პედაგოგებმა ნაირა ქათამაძემ, ნუნუ ჯაფარიძემ.

დარბაზში ცნობილი მომღერლების მურმან შათირიშვილის და ამირან ჩხაიძის დუეტმაც იმღერა.

მწერალმა მერაბ შათირიშვილმა მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მისი შემოქმედების დაფასებისთვის.

 

მსგავსი სტატიები

  • 52
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 51
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 44
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 41
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 40
    საართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნასაქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა.  გთავაზობთ აღნიშნული განჩინების  ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…