საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხური საღამოები“.გუშინ ხალხური სიმღერების საღამო ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში გაიმართა.
როგორც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის მოადგილე ელიზბარ ხაჩიძემ გვითხრა, პროექტის მიზანია ქართული ხალხური სიმღერების ხელშეწყობა, შენარჩუნება და პოპურალოზაცია, ტრადიციული შემსრულებლების მხარდაჭერა.ამ მიზნით მათ ორლაინ რეჟიმში, კონცერტებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების დაცვით ატარებენ . უკვე ჩაატარეს 9 კონცერტი, სადაც 14 ანსამბლმა, 2 ინდივიდუალურმა შემსრულებელმა, ერთმა საოჯახო ანსამბლმა მიიღო მონაწილეობა. იმის გათვალისწინებით, თუ რა პოტენციალი აქვს გურიის რეგიონს, მისი თქმით ერთი კონცერტი ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრშიც დაგეგმეს.
კონცერტში მონაწილეობდნენ ოზურგეთის სალოტბარო სკოლის მასწავლებლები: ვასილ ცეხლაძე, ტრისტან სიხარულიძე, ლაშა ჩხარტიშვილი, გურამ გუნთაძე, ნათია გორდელაძე. სალოტბარო სკოლის მოსწავლეები ბარბარე სოსელია და ლუკა გაგნიძე.
როგორც საღამოს წამყვანმა სალომე ცისკარიშვილმა განაცხადა, ფოლკლორის ცენტრი უერთდება გლობალურ კომპანიას ქალთა ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც 10 დეკემბრამდე გაგრძელდება.
კონცერი გახსნა ტრიო „ლაზარემ“ (ვასილ ცეცხლაძე, გიორგი კუჭუხიძე, გიორგი აკობაძე, მოსწავლე ლუკა გაგნიძე) მათ შეასრულეს : „წირვის მხოლოდშობილი“, „იოანე ნათლისცემლის თავისკვეთის კონდაკი,“„შობის ძილისპირული.“
შემდეგ სცენაზე ცნობილი ტრიო „შალვა ჩემო“ გამოვიდა (ტრისტან სიხარულიძე, მერაბ კალანდაძე, ლევან ნინიძე). მათ რეპერტუარში „აბა დარუჯან,“„ჩვენ მშვიდობა,“ და „სისონა დარჩია“ იყო.
კონცერტზე გენდერული ბალანსი დაცული იყო და ფოტინე გორდელაძის „რეხეული“ გამოვიდა თავისი რეპერტუარით.
„სხვადასხვაგვარი სიყვარული,“ „ნატვრა,“„დათვის წვეულება,“ ებრაული ხალხური სიმღერა „დურმე, დურმე,“წარმოადგინეს. ხოლო ბარბარე სოსელიამ თავის მასწავლებელ ნათია გორდელაძესთან ერთად „შალვა ჩემო“ იმღერა.
ანსამბლი „შემოქმედი“ (ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი) პოპულარული გურული ფოლკლორით წარსდგა ორლაინ მაყურებლების წინაშე: „ორირა,“„დილა“, „ნადური“… შემდეგ ქართველების საგალობელი „შენ ხარ ვენახი“ იმღერეს.
კონცერტის „ჭერის ახდა“ იყო „შემოქმედის“, ტრიო „შალვა ჩემოს“ და ამ კონცერტის რეჟისორის, ანსამბლ „ბასიანის“ წევრის ელიზბარ ხაჩიძის ერთობლივი „ხასანბეგურა“.
მომდევნო 5 კონცერტი კი ქ. თბილისში გაიმართება.

მსგავსი სტატიები

  • 64
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 62
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 49
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 49
    ბეჟან ნაკაიძე - 100განუმეორებელი ხელმძღვანელი და შემოქმედი ავტორი ლია კილაძე „50 წელზე ცოტა მეტი იცოცხლა და როგორ მოასწრო ყველაფერი, იყო ენერგიული და ნაყოფიერი საზოგადო მოღვაწე, მრავალი დიდი და კარგი საქმის ინიციატორი და ხელმძღვანელი,  კარგი მეუღლე და მამა ვაჟიშვილებისა, გულითადი მეგობარი  და ერთგული თანამოსაქმე კოლეგებისა“ _ წერდა ანა ანდღულაძე, საქართველოს დამსახურებული არტისტი. ბეჟან ნაკაიძის შესახებ…
  • 47
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…