_„აბსურდია, თითქოს ნიკა მელიას დავურეკე იმისთვის,რომ მეთქვა მხარს გიჭერ და ჩემი იმედი გქონდეს-თქო “ _ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვასილ ჩიგოგიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ნიკა მელიას გუშინდელ განცხადებას უპასუხა.

ვასილ  ჩიგოგიძე ასევე აბსურდს უწოდებს მელიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ ჩიგოგიძე მას დაპირდა, მისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას ხმას არ მისცემდა.

_„მე თავი არსად „მიდრუზია“, სადაც გადავწყვიტე შესვლა იქ შევედი, „ნაციონალებიდან“ იყო შემოთავაზება, რომ გამსვლელ სიაში ჩავეწერე და მეყარა კენჭი, მაგრამ უარი ვუთხარი ნიკას. ვუთხარი, ნიკა, ჩემო კარგო, მე „ნაციონალებთან“ ვერ შემოვალ და კარგად ბრძანდებოდეთ, დავემშვიდობე. ორჯერ დამიჭირეს „ნაციონალებმა“. დიდი განსხვავებაა, მე სადაც ვარ, იმ პარტიას და ნიკა სადაც იმყოფება, იმ პარტიას შორის,“_ განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.

მისივე თქმით, ნიკა მელიას განცხადება, რომ მხარდაჭერის გამოსახატად ურეკავდა, გაუკვირდა და სწორედ ამის გამო ურეკავდა.

_„ნიკა მელიას ექვსჯერ დავურეკე იმისთვის, რომ მეთქვა, მხარს გიჭერ და ჩემი იმედი გქონდეს-თქო? _  ეს არის აბსურდი. მას მხოლოდ იმის გამო ვურეკავდი, რომ კვირას, გვარამიას გადაცემაში იყო, სადაც მახსენა და მომმართა, რომ ვასიკო ჩიგოგიძე გურიაში იმიტომ არის და სპეციალურად არ ჩამოდის, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოსო. ეს მისგან გამიკვირდა, . ჩემთვის ეს განცხადება მიუღებელი იყო და მისი მოძებნა დავიწყე. მისი ტელეფონი არ ვიცოდი, მოვიძიე. ჩემს ტელეფონს არ იღებდა, მივწერე, ვასიკო ვარ ჩიგოგიძე და პასუხი გამეცი-თქო. პასუხი მაინც არ გამცა. მის ადვოკატს, კონდახაშვილს მივმართე, რომელიც ჩემი მეგობარია და ვუთხარი, გამაგებინე, რა საქციელია, რა უნდა-თქო. მისმა ადვოკატმა მითხრა, რომ არ სურს, საუბარი და მერე შეგხვდებაო. კიდევ მივწერე, დამელაპარაკეთქო. დამირეკა და ატეხა პანიკა, როგორც სჩვევია გამოსვლები, რატომ მაწუხებო. ტელეფონი გამითიშა, მასთან მეტი საუბარი არ მქონია. ვუთხარი, შეხვედრა მინდა-თქო, რაზეო და რა ვალდებულება მაქვს შენი მხარდაჭერის-თქო. მასთან პირადი ნაცნობობა მაკავშირებს, ბავშვობის ძმაკაცები არ ვართ, მაგრამ ჩემთანაც ნამყოფია და მასთანაც ნამყოფი ვარ. მასთან შეხვედრა იმის გამო მინდოდა, რომ მისი პოზიცია არასწორად ჩავთვალე, გვარამია იჯდა და ხმას მისცემსო, ეს პასუხობდა, არ მისცემსო,“_ განაცხადა ჩიგოგიძემ.

მისივე თქმით, მას რაიმე დიკომფორტი არ აქვს, რომ მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა.

_„არაფერი დისკომფორტი არ არის, ორჯერ მაქვს საპროცესო „ნაციონალების“ დროს, თან არავითარი დანაშაული არ მქონდა, როცა გეუბნება ხელისუფლება, რომ გეკუთვნის გადახდა, უნდა გადაიხადო, თუ აქამდე გადაიხადა, ახლაც გადაიხადოს და არ იქნებოდა ამხელა შანტაჟი და არეულობა,“_ განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მას „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ვასილ ჩიგოგიძე დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა.

როგორც მელიამ განაცხადა, ვასილ ჩიგოგიძე მას პირდებოდა, რომ კენჭისყრაზე მისი იმუნიტეტის შეჩერებას ხმას არ მისცემდა.

ამასთან, როგორც მელია აცხდებს, ვასილ ჩიგოგიძეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან უნდა ეყარა კენჭი, თუმცა გადაწყვეტილება შეცვალა.

_„ეს ადამიანი გურიაში კენჭს იყრიდა „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან, შემდეგ სამი დღე ტელეფონს არ პასუხობდა, გავიხედე და წარადგინეს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატად. ამ არჩევნებზე შეთანხმებული იყო ყველაფერი. მე ვიყავი მოლაპარაკებაზე მასთან, მე გავუწიე პარტიაში რეკომენდაცია, დაიწყო საარჩევნო კამპანია, დრუზა თავი და წავიდა „ქართულ ოცნებაში“, _ განაცხადა ნიკა მელიამ.

 

მსგავსი სტატიები

  • 82
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 82
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 76
    რატომ არ უნდა სამინისტროს ოზურგეთში მავნე საწარმოს აგების გარემოსდაცვითი ზემოქმედების ანგარიში მოსახლეობის მონაწილეობით განიხილოს…28 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ  მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…
  • 70
    ვახო ქართველიშვილის პოეზიის საღამო ცხემლისხიდში  გუშინ, 12 სექტემბერს, სოფელ ცხემლისხიდში, გიორგი სალუქვაძის სახლ მუზეუმში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით პოეტ ვახო ქართველიშვილის პოეზიის საღამო გაიმართა. „ძალიან რომანტიული სამყარო იყო და სასიამოვნო გარემო... ქართული სულით გაჟღენთილი ლექსი და სიმღერა... ძლივს მოვისმინე ქართული მხატვრული კითხვა... ეს ისეთი შეხვედრა იყო, რომელიც ძალიან, ძალიან გვაკლია და გვენატრება ყველას“…
  • 69
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…