გურამ დოჩანაშვილი (დაიბადა 26 მარტი1939თბილისისაქართველოს სსრ — გარდაიცვალა  3 აპრილი2021, თბილისი, საქართველო)— ქართველი კლასიკოსი მწერალი, თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი.

გურამ დოჩანაშვილის შემოქმედების მთავარი თემებია სიყვარული, სიკეთე, შეუპოვარი ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და თავისუფლებისკენ სწრაფვა. მისი შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე და საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.

გურამ დოჩანაშვილის მამა, პეტრე დოჩანაშვილი, ექიმი იყო. დედა, გულნარა ემხვარი, აკაკი წერეთლის დის შვილთაშვილი. ბავშვობაში გურამ დოჩანაშვილი თბილისის სხვადასხვა უბანში იზრდებოდა, რაც მომავალში მისი ცოცხალი და უშრეტი ფანტაზიის წყარო გახდა. სკოლაში სწავლასთან ერთად, სამუსიკო სასწავლებელში ვიოლინოზე დაკვრას ეუფლებოდა.

ახალგაზრდა დოჩანაშავილი შეუერთდა არალეგალურ პატრიოტულ ორგანიზაცია — „გორგასლიანს“. 17 წლის ასაკში, სკოლის მეგობრებთან ერთად, დააკავეს ანტისაბჭოური პროპაგანდის ბრალდებით და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მოგვიანებით განაჩენი პირობითი სასჯელით შეეცვალა.

1962 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა, რის შემდეგაც ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომელი გახდა. ინსტიტუტში მუშაობისას მან მონაწილეობა მიიღო ათობით არქეოლოგიურ ექსპედიციაში.

გურამ დოჩანაშვილის პირველი წიგნი, მოთხრობების კრებული „მთის გადაღმა“ 1966 წელს გამოიცა. ამავე წელს, მას და მის მეუღლეს — ნათელა სეფიაშვილს — პირველი შვილი შეეძინათ. დოჩანაშვილის მეორე შვილი — ირაკლი — 1968 წელს დაიბადა. 1990 წელს, 22 წლის ასაკში, ირაკლი დოჩანაშვილი აივნიდან გადავარდნით ტრაგიკულად დაიღუპა.

მისი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოების „სამოსელი პირველის“ გამოცემიდან ექვსი წლის შემდეგ დოჩანაშვილმა ნოველა „ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები“. 1989 წელს რეჟისორმა ნინო ახვლედიანმა გადაიღო ფილმი „ბესამე“, რომლის სცენარის ავტორი თავად გურამ დოჩანაშვილი იყო. მისი მოთხრობა „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ , შესულია სასკოლო პროგრამაში.

გურამ დოჩანაშვილი იყო თბილისის საპატიო მოქალაქე , დაჯილდოებულია ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიით რომანისათვის „ბრმადყოფილზე. და…“ (ასევე, მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის) და ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ლიტერატურული პრემიით „საბა“.

 

მსგავსი სტატიები

  • 68
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 66
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 53
    ბეჟან ნაკაიძე - 100განუმეორებელი ხელმძღვანელი და შემოქმედი ავტორი ლია კილაძე „50 წელზე ცოტა მეტი იცოცხლა და როგორ მოასწრო ყველაფერი, იყო ენერგიული და ნაყოფიერი საზოგადო მოღვაწე, მრავალი დიდი და კარგი საქმის ინიციატორი და ხელმძღვანელი,  კარგი მეუღლე და მამა ვაჟიშვილებისა, გულითადი მეგობარი  და ერთგული თანამოსაქმე კოლეგებისა“ _ წერდა ანა ანდღულაძე, საქართველოს დამსახურებული არტისტი. ბეჟან ნაკაიძის შესახებ…
  • 52
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 52
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…