დღეს, ოზურგეთის საიას ოფისში ბახმაროს რეკრეაციულ ზონაში „ბახვი 1“-ის და „ნატანები 3“-ის ჰესის მიმდინარე პროექტთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა, რის შესახებაც ინფორმაცია გაზეთ „ალიონის“ ვებ.გვერდზე ALION.GE განთავსდა.

რედაქციას დაუკავშირდა კომპანია „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“ პრესსამსახური და მათი კომპანიის გარემოსდაცვითი, სოციალური საკითხების და მმართველობის მენეჯერის დავით მიქელაძის კომენტარი გადმოგვიგზავნა „ბახვი 1 ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით:

„მოგეხსენებათ რომ ბახვი 1 ჰესი არის მდინარე ბახვისწყალზე არსებული მცირე ჰიდრო ელექტრო სადგური 12 მეგავატი დადგმული საპროექტო სიმძლავრით, რომელიც იმყოფება კვლევის საწყის ეტაპზე.

ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში ჩვენს მიერ ინიცირებული მცირე ჰესების პროექტირება და მშენებლობა განხორციელდეს, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პრაქტიკაში არსებული სტანდარტებით. გვინდა ხაზი გაუსვათ რომ ვართ მუდმივი დიალოგის რეჟიმში ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან, მათ შორის ადგილობრივ გარემოსდამცველებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

ამა წლის 5 მაისიდან ვახორციელებთ შეხვედრებს გურიის მუნიციპალიტეტებში ჩოხატაურსა და ოზურგეთში. შესაბამისად დღეს გაჟღერებული არცერთი კითხვა, არ ყოფილა ჩვენთვის ახალი და არაერთგზის გვიმსჯელია და გაგვიცია დეტალური პასუხი დაინტერესებულ მხარეებისთვის ამ საკითხებზე. მზად ვართ გავაგრძელოთ იგივე შესაბამისი დაინტერესების შემთხვევაშიც.

ხაზგასმით ვამბობთ, რომ პროექტი ბახმაროს რეკრეაციული ზონის გარეთ არის დაგეგმილი. პროექტმა, ასევე განიცადა ცვლილება რის შედეგადაც სარკის ზედაპირი იქნება გაცილებით მცირე, ვიდრე გაჟღერდა წინასწარი შესწავლის დროს. ბიომრავალფეროვნების კვლევებში ჩაერთო საერთაშორისო კომპანია SLR -ი, 18 ივნისს პირველადი შედეგების შესახებ პრეზენტაცია უკვე ჰქონდა ბრიტანელ ექსპერტს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. კლიმატის კვლევას ვგეგმავთ რომ განვახორციელოთ ფრანგი ექსპერტი პიერ ბიდერმანის ჩართულობით,   ხოლო რაც შეეხება მდინარეში დატოვებულ წყლის პროცენტს, გაჟღერებული 12% -ი არ ასახავს რეალობას. ჩვენი გათვლებით მდინარეში რჩება მინიმუმ 29%.

შესაბამისად, ჩვენი შეთავაზებაა, შევქმნათ ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, ვიწვევთ რა ყველა დაინტერესებულ და კვალიფიციურ მსურველს ამ ჯგუფში სამუშაოდ, მათ შორის ეკოს და ექსპერტების გუნდსაც და ვთავაზობთ, რომ შევიმუშაოთ ერთობლივი პროექტი, რომელიც შექმნის ახალ პრეცედენტს ერთობლივი მუშაობის რაც პირველ რიგში იქნება მომგებიანი რეგიონისათვის, და რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის. ასევე, ჩვენი  ქვეყნისთვის.“

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 84
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 83
    “მმართველი გუნდი ყველა დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს”გუშინ,  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ“  ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე  წარადგინა   გუშინ, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ“  ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე  წარადგენა. წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა…
  • 75
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 75
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 75
    „ამერიკის ელჩთან შეხვედრა 21 მარტს ნამდვილად შედგა“ - ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებსსაქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც ივანიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა. მისივე თქმით, ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული: „უპირველეს ყოვლისა, მინდა, ჩემი ღრმა პატივისცემა კიდევ…