გურიის 2021 წლის ჩემპიონი ჭადრაკში ერთი ტურიტ ადრე  გიორგი გოგოლაური გახდა. მან ამ ჩემპიონატზე, რომელიც ოზურგეთის ჭადრაკის კლუბში იმართება, 12 ტურში 11 ქულა (10 მოგება, 2 ყაიმი) დააგროვა და მიუწვდომელი გახდა მეტოქეებისთვის.

გიორგი გოგოლაური მესამედ გახდა გურიის ჩემპიონი.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე გურიის 3-გზის ჩემპიონის, ჩოხატაურელი  გივი ქორიძის შეხვედრა მეტად პერსპექტიულ ახალგაზრდა მოჭადრაკესთან თენგიზ თოიძესთან. დაძაბული შეხვედრა ყაიმით დასრულდა. გივი ქორიძეს 10,5 ქულა აქვს. ხვალ, მოგების შემთხვევაში ამდენივე ქულას აგროვებს გურიის ორგზის ჩემპიონი ჭადრაკში დავით ცეცხლაძე. ამ შემთხვევაში ისინი მე-2  მე-3 საპრიზო ადგილებს ბერგერის კოეფიციენტის მიხედვით გაიყოფენ.

შემდეგ მოდიან ოზურგეთელი თენგიზ თოიძე, ლანჩხუთელები _გურიის სამგზის ჩემპიონი ნუგზარ სარჯველაძე და 2-გზის ჩემპიონი ტარიელ ხუხუნაიშვილი. სამთავეს 7,5 ქულა აქვს.

წელს ქალ მოჭადრაკეთა ჩემპიონატიც გაიმართა სწრაფ ჭადრაკში. ბოლო ტურის წინ 3-4 მოჭადრაკეს ჰქონდა ჩემპიონობის შანსი.

გადამწყვეტ ბრძოლაში 14 წლის ოზურგეთელმა ნათია ვასაძემ ჩოხატაურელ ექიმს ზეინაბ ხვედელიძეს მოუგო და ჩემპიონი გახდა…თანაბარი ქულები დააგროვეს გურიის ორგზის ვიცე ჩემპიონმა ჭადრაკში ლანა ლომაძემ და მოსწავლე ანა მეგრელაძემ. ბერგერის კოეფოციენტის მიხედვით მე-2 ადგილი ლანა ლომაძეს ერგო.

გურიის 2021 წლის ჩემპიონატი ხვალ საზეიმოდ დაიხურება.

მსგავსი სტატიები

  • 64
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 50
    1964. პირველი ტრიუმფი! "ლელოს" რეპორტაჟი ტაშკენტიდან: „დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირს1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე,  ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში,  გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
  • 50
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
  • 50
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 49
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…