გურიის საჭადრაკო ჩემპიონატი, რეგიონში ერთერთი მნიშვნელოვანი და პრესტიჟული სპორტული ღონისძიებაა, რომლის მიმართ ჭადრაკის მოყვარულთა და ზოგადად ფართო საზოგადოების ინტერესი განსაკუთრებით მაღალია. იგი, 1995 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ტარდება და მასში რეგიონის მუნიციპალიტეტების ყველაზე წარმატებული და ძლიერი მოჭადრაკეები ღებულობს მონაწილეობას. დღემდე ჩატარებული 25 ჩემპიონატიდან, 18-ს ოზურგეთმა უმანსპიძლა, 6-ს ლანჩხუთმა და ერთს ჩოხატაურმა. ჩემპიონის ტიტული სულ მოპოვებული აქვს 10 მოჭადრაკეს. კერძოდ ოზურგეთიდან – თორნიკე ხვედელიძეს(1-ჯერ), მინდია ჩხიკვიშვილს (2-ჯერ), გიორგი გოგოლაურს(2) და დავით ცეცხლაძეს (2); ლანჩხუთიდან -ნუგზარ გვარჯალაძეს(3), რუსუდან ჭკუასელს(3), ქრისტინე მჟავიას(4) და ტარიელ ხუხუნაიშვილს(3); ჩოხატაურიდან- ამირან ბერძენიშვილს(1) და გივი ქორიძეს (4); შეამჩნევდით, რომ ჩემპიონებს შორის ლანჩხუთელთა სახელით მოასპარეზე ორი ქალბატონია- რუსუდან ჭკუასელი და ქრისტინე მჟავია, რომლებმაც ჯამში 7-ჯერ აჯობეს მამაკაცებს(!). სწორედ, აღნიშნულმა განაპირობა ის,რომ გურიის ქალთა შორის ჩემპიონატის ცალკე ჩატარება ნაკლებ მოტივირებული გახდა. იგი მხოლოდ ერთჯერ, 1995 წელს გაიმართა და მასში 8 მოჭადრაკე მონაწილეობდა. მაშინ ოზურგეთელმა ნინო წიტაიშვილმა და ლანჩხუთელმა რუსუდან ჭკუასელმა თანაბარი ქულები დააგროვა და ჩემპიონის გამოსავლენად, მათ შორის დამატებითი მატჩი დაინიშნა, რომელშიც ნინო წიტაიშვილმა გაიმარჯვა, მესამე საპრიზო ადგილზე კი ჩოხატაურელი ჯანა გიორგაძე გავიდა. რუსუდანი ამჟამად მცხეთის საჭადრაკო კლუბს ხელმძღვანელობს, ხოლო ქრისტინე, რომელსაც ახალციხეში აქვს ოჯახი, აქტიურ ჭადრაკს ჩამოშორდა და სპეციალობით მსახურობს.. ნინო წიტაიშვილი ადგილობრივ შეჯირებებში არ მონაწილეობდა , თუმცა შეძლო ევროპის ვიცე – ჩემპიონი გამხდარიყო 14 წლამდე ასაკში. ამჟამად იგი რეგიონში ერთერთი წარმატებული მწვრთნელია. 90-ინი წლების ბოლოს მამაკაცებს ტოლს არ უდებდა ოზურგეთელი ოსტ/კანდიდატი ლანა ლომაძე, რომელიც მამაკაცებს შორის ორჯერ გახდა მუნიციპალიტეტის ჩემპიონი და ორჯერ გურიის და ოზურგეთის ვიცე-ჩემპიონი. მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს მიღწეული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ კოხნარელ ექიმს, ოსტატობის კიანდიდატს ზეინაბ ხვედელიძეს. მას მოგებული აქვს გურიის აბსოლუტური პირველობა აქტიურ ჭადრაკში(რაპიდი), რომელიც 2012 წელს ლანჩხუთში ჩატარდა

გურიის ჩემპიონატი, ტრადიციულად გვიან შემოდგომზე ტარდება და მას წინ უძღვის ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალური ჩემპიონატები.სასიხარულომ რომ

ოზურგეთელი 12 წლის თენგიზ თოიძე და 14 წლის ლანჩხუთელი მიხეილ აფხაზავა გურიის 26-ე ჩემპიონატში მთავარ ფავორიტებებად გვევლინება. როგორც ჭადრაკის მოყვარულებმა იციან, თენგიზ თოიძე ოზურგეთში, ხოლო მიხეილ აფხაზავა ლანჩხუთში, წლევანდელი მუნიციპალური პირველობების ჩემპიონები გახდა. ორივემ ბრწყინვალედ ითამაშა ძლიერი კონკურენციის პირობებში და უკან ჩამოიტოვეს გურიის მოქმედი და ყოფილი ჩემპიონები. სიურპრიზებს ველით ჩოხატაურელ 15 წლის ლუკა ქორიძესაგანაც, რომელმაც ბოლო დროს საკმაოდ აიმაღლა დონე, თუმცა ჯერ მამას, გურიის ოთხგზის ჩემპიონს -გივი ქორიძეს უნდა აჯობოს.

გურიის, ჩემპიონატი წელს ყველაზე ძლიერი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი. წინასწარი შეფასებით 7-8 მოჭადრაკეს უკვე აქვს რეალური ამბიცია და შანსიც ჩემპიონობისთვის იბრძოლოს. თუმცა, გულშემატკივართა დიდი ნაწილი თვლის, რომ ჩემპიონობის მთავარი კონკურენტები თენგიზ თოიძე და მიხეილ აფხაზავა იქნება. ასე რომ, ცხრა დღის განმავლობაში,ჭადრაკის მოყვარულებს და გულშემატკივრებს საშუალება აქვთ საინტერესო საჭადრაკო ასპარეზობებს ადევნონ თვალი.

 

მსგავსი სტატიები

  • 100
    გურიის 2022 წლის ჩემპიონი ჭადრაკში გიორგი გოგოლაური გახდაგურიის 27-ე ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელიც ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში ხუთ დღეს მიმდინარეობდა, გიორგი გოგოლაურის გამარჯვებით დამთავრდა.. ვინც თვალს ადევნებდა ამ მნიშვნელოვან და პრესტიჟულ ღონისძიებას, ერთხმად აღნიშნავენ,რომ იგი რეგიონის ძლიერ მოჭადრაკეთა წარმომადგენლობითი თვალსაზრისით ერთერთი საუკეთესო იყო. მართლაც მასში მონაწილე 16 მოჭადრაკედან ათს , ისე შეეძლო გამხდარიყო ჩემპიონი, რომ ფაქტს შემთხვევითობას, ან იღბალს…
  • 100
    ოზურგეთმა ფრენბურთში გურიის ჩემპიონატს უმასპინძლადღეს, 17 მაისს ოზურგეთის სპორტის სასახლემ ფრენბურთში ( 2005 - 06 წწ) გურიის ჩემპიონატს უმასპინძლა. შეჯიბრში : ვაკიჯვრის,ბოხვარის, მაკვანეთის, ნარუჯის ლიხაურისა და ჯუმათის სკოლებმა მიიღეს მონაწილეობა.ჯამში ექვსმა სკოლამ იასპარეზა. თამაშები დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. საბოლოოდ გამარჯვება და ჩემპიონის ტიტული ნარუჯის სკოლამ მოიპოვა. მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი ჯუმათის სკოლას ერგო.…
  • 100
    გურიის 26-ე საჭადრაკო ჩემპიონატის წინგურიის საჭადრაკო ჩემპიონატი, რეგიონში  ერთერთი მნიშვნელოვანი  და პრესტიჟული  სპორტული ღონისძიებაა, რომლის მიმართ ჭადრაკის მოყვარულთა და ზოგადად ფართო საზოგადოების ინტერესი განსაკუთრებით მაღალია.  იგი, 1995 წლიდან მოყოლებულიყოველწლიურად ტარდება და მასში რეგიონის მუნიციპალიტეტების ყველაზე წარმატებული და ძლიერი მოჭადრაკეები  ღებულობს მონაწილეობას. დღემდე ჩატარებული 25 ჩემპიონატიდან, 18-ს ოზურგეთმა უმანსპიძლა, 6-ს ლანჩხუთმა და ერთს ჩოხატაურმა.  ჩემპიონის…
  • 94
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 90
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…