მდინარე ბახვისწყალზე, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე დაგეგმილი ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა 2022 წლის 10 თებერვალს ჩოხატაურსა და ოზურგეთში, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებში გაიმართა.
საჯარო განხილვის ორგანიზატორი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა. ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი სამინისტროს წარმომადგენელმა წარადგინა, რის შემდეგაც სიტყვით განმახორციელებელი კომპანიის „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“-ის დირექტორი, მიხეილ ნიბლაძე გამოვიდა. პროექტის ტექნიკურმა მენეჯერმა გიგლა სიხარულიძემ, პროექტის ტექნიკური პარამეტრების შესახებ ისაუბრა; განხორციელებული კვლევები, გარემოსდაცვითი საკითხები და სოციალური პროგრამა კი, პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით მიქელაძემ მიმოიხილა.
ჩოხატაურში საჯარო განხილვას ესწრებოდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაალ მამალაძე, საკრებულოს წევრები, მერიის აპარატის თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე ჩოხატაურის და განსაკუთრებით საპროექტო ტერიტორიის მიმდებარედ არსებული სოფლების მოსახლეობა. საჯარო განხილვას ასევე, ესწრებოდნენ საგანმანათლებლო სექტორის წევრებიც.
ჩოხატაურში გამართულ საჯარო განხილვაზე დამსწრე საზოგადოებამ მხარდაჭერა გამოუცხადა პროექტს. აღინიშნა, რომ სამუშაოები, რომელიც კომპანიის მიერ ჩატარდა ერთი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი იყო წლის დასაწყისში არსებული მოსაზრებების და განწყობების ცვლილების კონტექსტში. კვლევები, რომელიც კომპანიამ განახორციელა საერთაშორისო დონის ექსპერტების ჩართულობით, პროექტის ტექნიკური პარამეტრების და მისი ადგილმდებარეობის ცვლილება, მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივებისთვის პროექტის მიმართ დადებითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში საჯარო განხილვა დაგეგმილ დროს, 16:30 საათზე დაიწყო. განხილვას ესწრებოდნენ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მერიის აპარატის თანამშრომლები, არასამთავრობო სექტორის, მედიის, ბიზნესის წარმომადგენლები, ოზურგეთის და განსაკუთრებით პროექტის მიმდებარედ არსებული სოფლების მოსახლეობა მათ შორის სკოლისა და ბაღის პედაგოგები.
განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დამსწრე საზოგადოების მხრიდან აღინიშნა, რომ კომპანიამ დიდი შრომა გასწია მიმდებარე სოფლების მოსახლეობასთან მუშაობისა და ინფორმაციის მიწოდების კუთხით, რათა არსებული საჭიროებების მიხედვით შექმნილიყო სოციალური პროგრამა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ პროექტში შეიცვალა და გაუმჯობესდა ტექნიკური პარამეტრები, მნიშვნელოვნად შემცირდა შეგუბების ფართობი, უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე შემოთავაზებული შემარბილებელი ღონისძიებები კი, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანს.
საჯარო განხილვაზე დამსწრე მთისპირის თემის სოფლების მოსახლეობის წარმომადგენლებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს პროექტს.

აქვე გაცნობებთ 11 თებერვალს დაგეგმილი საჯარო განხილვების განრიგს:
10:30 საათი – ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი მთისპირის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
16:30 საათი – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩხაკაურას ადმინისტრაციული შენობა
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის გზშ-ს ანგარიში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩაბარდა 2021 წლის 20 დეკემბერს და სამინისტროს ოფიციალური გვერდზე გასაჯაროვდა 2021 წლის 23 დეკემბერს.

მსგავსი სტატიები

  • 86
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 84
    ,,წაიღე ჩემი სევდა!“დღევანდელი საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ძალადობრივი ექსტრემიზმი. ჩვენს ირგვლივ გარემო წალეკა ფემიციდის, სიუციდის, ჰომოფობიის წარმოუდგენელმა მასშტაბებმა. ამის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად ფრუსტრირება და სოციალური დაუკმაყოფილებლობა მიგვაჩნია. ჩნდება სიტუაციები, რომლებშიც ადამიანებს არ ეძლევათ საკუთარი მიზნების მიღწევის შესაძლებლობა. ეს კი თავის მხრივ ზრდის აგრესიის განხორციელების ალბათობას. ჩვენში, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში იმატა მოლოდინებისადმი…
  • 83
    ნამახვანჰესზე მომუშვე ორგანიზაციების განცხადებასოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), მწვანე ალტერნატივა და საია, შეშფოთებას გამოვთქვამთ, რომ ნამახვანი ჰესის პროექტის განხორციელებისას ჩადენილი ფუნდამენტური კანონდარღვევების, ადამიანის უფლებების უხეში შელახვის, სახელმწიფო ინტერესების დათმობით დადებული ხელშეკრულების, გაუმჭვირვალობისა და ინსტიტუციური ჩავარდნების შესახებ ჩვენ მიერ გაჟღერებული კრიტიკის საპასუხოდ ხელისუფლება უარს ამბობს დიალოგის პროცესზე და აგრძელებს ადგილობრივების შეკრების, გარემოს დაცვის, საჯარო…
  • 81
    მოლოდინი - საინტერესო, საჭირო ინფორმაციის მიღებისა, მიზანი - დავგეგმო სწორად;  შედეგი  - ვიპოვო წარმატების გასაღები ...პროექტის მიზანი, სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების ცნობიერების ამაღლება შინა მეურნეობებში, ბუნებრივი რესურსების მართვის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხებზე და სოციუმში მათი საზოგადოებრივი და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლების ხელშეწყობა. პროექტი განხორციელდა ,,გურიის განვითარების კავშირის“ მიერ, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით“ სახელწოდება: საქართველოს კლიმატის…
  • 79
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…