ნატომ მიიღო გადაწყვეტილება კიევში ოფისის დახურვის შესახებ. თანამშრომელთა ნაწილი ლვოვში, ნაწილი კი ბრიუსელში გადავიდა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ოფისი „დროებით დაიხურება“.

„ნატო და მისი წევრი ქვეყნები ზედმიწევნით აკვირდებიან სიტუაციას და უსაფრთხოების ყველა აუცილებელ ზომებს იღებენ. ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია, ამიტომ ჩვენ ისინი ლვოვსა და ბრიუსელში გადაგვყავს. შესაბამისად, ნატოს ოფისი უკრაინაში არ დახურულა და ის ფუნქციონირებას განაგრძობს“, –  წერია განცხადებაში.

უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის საფრთხის ფონზე ზოგიერთმა ქვეყანამ კიევში საელჩო დახურა ან ის სხვა ქალაქებში გადაიყვანა. კანადამ და ავსტრალიამ კიევიდან საელჩოები გაიყვანა. გერმანიამ კი საკონსულო დნეპრიდან ლვოვში გადაიტანა და თანამშრომელთა რაოდენობა შეამცირა.

ევაკუაცია იაპონიის საელჩომაც გამოაცხადა, თუმცა მისი თანამშრომლების ნაწილი კიევში ჯერ კიდევ რჩება. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსული აგრესიის შემთხვევაში ისრაელის საელჩო, ასევე, ლვოვში იქნება გადატანილი.

საფრანგეთის საელჩომ უკრაინაში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდა შეიძინონ საკმარისი მარაგის სასმელი წყალი, საკვები და თბილი ტანსაცმელი.

pia.ge

მსგავსი სტატიები

  • 75
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 70
    „შალომ კლუბი გურია“ - მიტკალზე დახატული დავითის ვარსკვლავიდან ისრაელის ერთ-ერთ მხარესთან დამეგობრებამდემრავალმხრივ წარმატებული და უკვე პოპულარული არასამთავრობო ორგანიზაციის „შალომ კლუბ „გურიას“ საქმიანობის უფრო დეტალურად გაცნობის მიზნით, გასული კვირის სამშაბათს დაბა ჩოხატაურში ამ ორგანიზაციის პრეზიდენტს, ბატონ ზაურ ოსეფაიშვილს ვსტუმრობდით. ზაურ ოსეფაიშვილი - ბიზნეს ეკონომისტი, პედაგოგი, ისრაელის საერთაშორისო განვითარების სააგენტო „MASHAV“-ის კურსდამთავრებული, BDC  აკადემიის საპატიო პროფესორი, მუშაობდა გორაბერეჟოულის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის დირექტორად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის…
  • 68
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 63
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 63
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…