ავტორი მარი კოძოევი
დღეს, ქ. ოზურგეთში, „ჭადრების ბაღში“სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა „ალტ ინფოს“ ოფისის გახსნასთან დაკავშირებით მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. აქციას ოზურგეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნან.

ირმა გორდელაძე, გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოს“ თავმჯდომარე: _ ჩვენ ვართ ადამიანები რომლებსაც გაგვაჩნია ღირსება, სამშობლოს, ტრადიციების, სარწმუნოების სიყვარული. გვინდა დემოკრატული, მშვიდოებიანი ქვეყანა საკუთარი თავისთვის და შვილებისთვის. ეს თუ ლიბერალობაა, ვიყოთ ბატონო ლიბერალები. მეორე მხარეს არიან ე.წ „კონსერვატორები“. მათ ამ სიტყვის მნიშვნელობაც არ იციან. სინამდვილეში არიან აგრესორები, რუსი აგენტები, რომლებიც ფულის გულისთვის სინდისსაც ყიდიან, გვემუქრებიან, შეურაცხყოფას გვაყენებენ. რომელ თქვენთაგანს შეაშინებს ვინმე მუქარით?! მაგრამ მთვარი რა არის იცით? ის ადამიანები უნდა დავიბრუნოთ რომლებსაც ჭკუა აურიეს, რომლებიც უყურებდნენ მათ არხს. შეაცდინეს, ცუდი გავლენა მოახდინეს ჩვენს მეზობლებზე, ახლობლებზე. იმ ადამიანებს, რომლებიც ,,მოექცნენ“ კი არ უნდა ვებრძოლოთ- უნდა ვესაუბროთ, ავუხსნათ რომ შეცდომაში არიან შეყვანილები, ძალიან საშიში ძალის გავლების ქვეშ არიან და მოვაბრუნოთ ჩვენსკენ. გოგო-ბიჭები, რომლებიც აქ არიან გააკონტროლებენ რომ მათი ე.წ ოფისი არ გაიხსნას და იყოს დაკეტილი როგორც დღეს არის. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ „ალტ-ინფოს“ ხელის ბიჭები ოზურგეთში ფეხს ვერ მოიკიდებენ. როცა გავიგებ, რომ ვინმე ოზურგეთელი გაწევრიანდა ამ პარტიაში მასთან მივალ პირადად და ვესაუბრები, ვეცდები ავუხსნა რომ რუსეთი ოკუპანტია, დამპყრობელია. იმ მოძღვართან, რომელიც მრევლს ტვინს ურევს მივალ და ვეტყვი_ არ დაავიწყდეს 1811 წელს ერთმორწმუნე რუსეთმა როგორ გაგვიუქმა ეკლესიის ავტოკეფალია; 1814 წელს როგორ დაგვისვა რუსი ეგზარქოსი; წირვა-ლოცვა რუსულ ენაზე ტარდებოდა, გაძარცვეს ეკლესია-მონასტრები და ქართული ფრესკები კირით შეათეთრეს. ამიტომ სანამ მრევლს ალბიონიდან ტვინს აურევთ, გაიხსენეთ, რომ რუსეთი ოკუპანტია. გვეუბნებიან ევროპა გინდათო. ჩვენ გვინდა ნათელი მხარე, დემოკრატიული, მშვიდობიანი მხარე. ერთად ვიბრძოლოთ თავისუფალი საქართველოსთვის.

ვანო გოგოლაშვილი,პარტია „ანა დოლიძე_ხალხისათვის“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე: _ოზურგეთში არის ძალიან დიდი პოლიტიკური კულტურა, ამიტომ დიდი იმედი მქონდა თითოეული თქვენგანის, რომ დღეს ამ აქციაზე მოხვიდოდით.მე, 30 წელი საჯარო სექტორში მუშაობის შემდეგ, პირველად მივიღე გადაწყვეტილება შევსულიყავი პარტიაში. ეს არის სრულიად ახალი პარტია, რომელსაც ქვია „ანა დოლიძე -ხალხისათვის“. ეს არის ცენტრისტული, პრო-დასავლური ძალა, რომლის იდეაც მდგომარეობს შემდეგში: _ ყველამ, მიუხედავად ჩვენი პარტიული კუთვნილებისა, უნდა ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს და ერთად ვაშენოთ ცივილური ჩვენივე ქალაქი, ჩვენივე საზოგადოება. „ნაცი“, „ქოცი“, „პრო-დასავლელი“ და ა.შ. უნდა გავერთიანდეთ ერთი ქოლგის ქვეშ, რასაც ქვია უკეთესი ოზურგეთი, უკეთესი საქართველოს ხვალინდელი დღე. ამ საქართველოს ხვალინდელ დღეში პუტინისტური ორგანიზაცია ვერ ჩაიწერება. ეს ცალსახაა. პუტინს ებრძვის მთელი ცივილური სამყარო.ისე წავიდა საქმე, თვითონ რუსეთი ებრძვის პუტინს, შიგნიდანაა უკვე გამოხრული რუსეთის იმპერია. ამ სიტუაციაში საქართველოში პუტინს ოფისი გავუხსნათ სირცხვილზე მეტია. მე ვერ წარმომიდგენია ვინმე ოზურგეთელი მივიდეს და „ალტ-ინფოს“ ოფისში დაჯდება და ხელფასს აიღებს, ვის აქვს ორი თავი? თუ ვინმეს გონებაში ასეთი აზრი უტრიალებს, მე მზად ვარ ქალბატონ ირმასთან ერთად ავუხსნა და გავაგებინო, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა წამგებიანი და არახელსაყრელი იქნება მისთვის.

თამარ ოგანოვა, სახალხო დამცველის წარმომადგენელი:_ეს არ არის პოლიტიკური პარტია, ორგანიზაცია, _ეს არის დაჯგუფება, რომლის სახელიც დაკავშირებულია ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებთან. ეს არის ღიად პრო-რუსული დაჯგუფება, რომლის წევრებიც მოუწოდებენ ადამიანებს, რომ მეორე ადამიანი ფიზიკურად გაანადგურონ. ეს დაჯგუფება უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ამართლებენ რუსეთს, რომელიც შეიჭრა უკრაინაში და ხოცავს ახალგაზრდებს, ბავშვებს, ხანდაზმულებს და ქალებს, ანუ მშვიდობიან მოქალაქეებს. ამბობენ, რომ ჩვენ თითქოს ომში გვინდა ქვეყნის ჩაბმა. ყველას ესმის, რომ დღეს აქ შევიკრიბეთ ადამიანები, რომელთა მიზანიც არის, რომ პრო-რუსულმა ძალამ ოზურგეთში ფეხი არ მოიკიდოს.
შემდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის ქუჩაზე, „ალტ ინფოს“ ოფისთან მივიდნენ.

მსგავსი სტატიები

  • 91
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 86
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 77
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 77
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 76
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…