დღეს, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, საქართველოს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, ღირსების ორდენის კავალერს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატს, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრის, კინოს, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემიის აკადემიკოსს ვასილ ჩიგოგიძის 70 წელი შეუსრულდა.
თეატრის შემოქმედებითი ჯგუფი და ადმინისტრაცია ულოცავს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, თეატრის უდიდეს ქომაგს იუბილეს, უსურვებს ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.
🎭1974-1975 წლებში ვასილ ჩიგოგიძე იყო თბილისის მეტეხის ახალგაზრდული თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და რეჟისორი, 1975-1976 წლებში ალექსანდრე წუწუნავას სახელობის მახარაძის (ოზურგეთის) სახელმწიფო დრამატული თეატრის რეჟისორი. 1976-1980 წლებში ზუგდიდის შ. დადიანის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1980 წლის 1 სექტემბრიდან 1996 წლის ბოლომდე იყო ალექსანდრე წუწუნავას სახელობის მახარაძის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი: 1996-1998 წლებში ტელეკომპანია „გურია“-ს სამხატვრო ხელმძღვანელი; 1998-2003 წლებში გურიის კულტურის სამხარეო სამმართველოს უფროსი; ზუგდიდის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი (2000 წლამდე); 2000-2003 წლებში ოზურგეთის რაიონის გამგებლის მოადგილე; 1985 წლიდან დღემდე საქართველოს თეატრალური საზოგადოების გამგეობის წევრი, ხოლო 2018 წლიდან ხელმძღვანელობს ამავე საზოგადოების გურია-სამეგრელოს განყოფილებას.
2009 წლიდან ლიეტუვის და საქართველოს მეგობრობის ცენტრის (არასამთავრობო ორგანიზაცია) თანათავმჯდომარეა; ესპანეთის, საფრანგეთის, ეგვიპტისა და ლიეტუვის ბავშვთა და მოზარდთა ხელოვნების საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების „BUEN VIAJE” სამხატვრო ხელმძღვანელი; ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ფესტივალის „ჩვენ მშვიდობა“ მთავარი რეჟისორი; გურიაში გ. სალუქვაძის სახელობის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი; ოზურგეთში ფოლკლორის ცენტრის შექმნის იდეის ერთ-ერთი ავტორი და დამფუძნებელი.
🎭2013 წლის 5 სექტემბრიდან დღემდე — ოზურგეთის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 2016 წლიდან ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის იდეის ავტორი, დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 2019 წელს გახდა ევრაზიის თეატრებისა და ფესტივალების ასოციაციის თანადამფუძნებელი.
განხორციელებული აქვს 100 ზე მეტი დადგმა, მათ შორის, აღსანიშნავია:
ნ. დუმბაძე, „მონატრება“, ჟ. ანუი, „ანტიგონე“, ა. კერტისი „დღეობა“, ნ. დუმბაძე „გამარჯობა, ხალხო!“ („მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ კ. ნინიკაშვილის, ვ. ჩიგოგიძის ინსცენირება), ნ. დუმბაძე, გ. ლორთქიფანიძე „მე ვხედავ მზეს“, ე. დე ფილიპო „ცილინდრი“, პ. მერიმე „ქალი ალქაჯი ანუ წმინდა ანტონიოს ცდუნება“, ა. ჩეხოვი „დათვი“ „ხელის თხოვნა“ (ს. კიკვიძესთან ერთად), გ. კეჭაყმაძე „ოქროს ნალი“ (ე. ნინოშვილის მიხედვით), ა. აბდულინი „მეცამეტე თავმჯდომარე“, გ. ფეგერეიდო „მელა და ყურძენი“ (ეზოპე), დ. კლდიაშვილი „ქამუშაძის გაჭირვება“, ე. მაკიონოკი „ტრიბუნალი“ , ვ. შუქშინი „ენერგიული ადამიანები“ (სადიპლომო ნამუშევარი).
🎭ის გახლდათ ერთ-ერთი პირველთაგანი საბჭოთა პერიოდში ქართველ რეჟისორებს შორის, რომელმაც უცხოეთში სპექტაკლები განახორციელა. მან დიდი წვლილი შეიტანა ბალტიისპირეთში ქართული მწერლობის, კერძოდ ნოდარ დუმბაძის პოპულარიზაციის საქმეში.
2013 წლიდან მან ძირეული ცვლილებები განახორციელა ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დაბრუნების შემდეგ. მას დაბრუნება მოუხდა ისეთ პერიოდში, როდესაც ოზურგეთის თეატრს ვერ შეხვდებოდით ვერცერთ საფესტივალო პროგრამაში როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მისი მოღვაწეობით თეატრის რეპერტუარში დაიდგა არაერთი სპექტაკლი სხვადასხვა თაობის და მსოფლმხედველობის, სტილისტიკის რეჟისორების მიერ, თეატრში მოღვაწეობს ერთდროულად ოთხი თაობა, მისივე ძალისხმევით მოეწყო გაცვლითი საგასტროლო ტურნეები, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა არაერთი პროექტი, თეატრმა მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა თეატრალურ ფესტივალში, აქტიურად თანამშრომლობს ევრაზიის თეატრალური ასოციაციის 23 წევრ ქვეყანასთან, ფონდ ,,ქართუს“ მიერ ახლადრეაბილიტირებულ თეატრის შენობაში თანამედროვე ტექნიკური საშუალებების გამოყენებით საშუალება მისცა თანამედროვე ქართველ რეჟისორებს სხვა ესთეტიკის და მეთოდიკის სპექტაკლების დადგმისა.
🎭ვასილ ჩიგოგიძეს მინიჭებული აქვს შემდეგი პრემიები და წოდებები: 2021 წ. სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ჯილდო „ქართული სცენის დესპანი – საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრემია, 2020 წ. – გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრის, კინოს, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემიის აკადემიკოსი, 2018 წლის 12 ოქტომბრიდან – ოზურგეთის საპატიო მოქალაქე, 2018 წ. კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, 2012 წ. ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის წინ გაიხსნა ვასილ ჩიგოგიძის ვარსკვლავი, 1998 წ. „ღირსების ორდენი“, 1988 წ. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე; 1986 წ. საქართველოს სახელმწიფო პრემიის „ხუთწლედის მატიანე“ ლაურეატი; 1985 წ. „შრომითი მამაცობისათვის“ მედალოსანი.

მსგავსი სტატიები

  • 61
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 59
    ოზურგეთის თეატრის განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები   დღეს, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი  ვასილ ჩიგოგიძემ  რადიოთეატრის სტუდიაში ჟურნალისტებს შეხვდა და თეატრის მიერ განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. _ ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა 153-ე სათეატრო სეზონი ახლადრეაბილიტირებულ შენობაში 2021 წლის 14 მაისს გახსნა. სეზონის გახსნამდე დასმა 6 პრემიერა მოამზადა. ოზურგეთის თეატრის ისტორიაში…
  • 58
    ნოდარ დუმბაძის სახელობის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის  ყაზახურ-ქართული სპექტაკლებინოდარ დუმბაძის სახელობის   მეოთხე საერთაშორისო  თეატრალური ფესტივალისმეხუთე დღეს ვიხილეთ, როგორც ქართული დრამატურგიის,ისე პროზის ინტერპრეტაციები .პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ის,რომ კუდუს კუჟმაიაროვის სახელობის იუგურული მუსიკალური კომედიის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა წარმოგვიდგინა  „ომობანა“ (რეჟისორი - გაუხარ ადაი ),ხოლლო შემდეგ ვიხილეთ  საბიტ მუკანოვის სახელობის ყაზახეთის სახელმწიფო მუსიკალური დრამატული თეატრის  „კუკარაჩა“ (რეჟისორი -ბარზუ აბდურაზაკოვი) და…
  • 57
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 56
    ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ვასილ ჩიგოგიძე მესამედ დაინიშნაალ. წუწუნავას სახელობის ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული  სამხატვრო თეატრის ხელმძღვანელად კონკურსის წესით ზედიზედ მესამედ ვასილ ჩიგოგიძე დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია გაზეთ „ალიონს“ ოზურგეთის თეატრის დირექტორმა ზაზა ჯინჭარაძემ დაუდასტურა. _გამოცხადდა კონკურსი და საკმაოდ გრძელი პროცედურები იყო გასავლელი.  საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ვასილ ჩიგოგიძის კანდიდატურა წარუდგინა სპეციალურ სარეკომენდაციო საბჭოს. საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე იგი…