ალ. წუწუნავას სახელობის ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული  სამხატვრო თეატრის ხელმძღვანელად კონკურსის წესით ზედიზედ მესამედ ვასილ ჩიგოგიძე დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია გაზეთ „ალიონს“ ოზურგეთის თეატრის დირექტორმა ზაზა ჯინჭარაძემ დაუდასტურა.

_გამოცხადდა კონკურსი და საკმაოდ გრძელი პროცედურები იყო გასავლელი.  საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ვასილ ჩიგოგიძის კანდიდატურა წარუდგინა სპეციალურ სარეკომენდაციო საბჭოს. საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე იგი ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა _გვითხრა ზაზა ჯინჭარაძემ.

გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში, ვასილ ჩიგოგიძემ თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტის დამთავრებისას ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სცენაზე ვასილ შუკშინის „ენერგიული ადამიანები“ დადგა, რამაც მას აღიარება მოუტანა. მის სახელს უკავშირდება ნოდარ დუმბაძის გმირების ახალი სიცოცხლე ოზურგეთის სცენაზე, ქართველი და უცხოელი დრამატურგების  არაერთი სპექტაკლი.

ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში მისი ხელმძღვანელობით ოზურგეთის თეატრი წარსდგა გერმანელი, უნგრელი და სხვა ქვეყნების მომთხოვნი მაყურებლების წინაშე, ლომის წვლილი მიუძღვის ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო ფესტივალის დაფუძნებაში.

ბოლო წლებში ოზურგეთის თეატრი წარმატებულად გამოდის ცნობილ მალფეთეს ფესტივალზე სტამბოლში. წარმატებული გასტროლები ჰქონდა ბულგარეთ-რუმინეთში და შემდეგ უკრაინაში_ხერსონის ოლქში. ამ გასტროლებმა განაპირობა ოზურგეთელების  და გენიჩესკელების მეგობრობის გაცოცხლება, რასაც გენიჩესკის რაიონის დელეგაციის ჩამოსვლა მოჰყვა ოზურგეთში.

წელს სავარაუდოდ, ოზურგეთის თეატრი გასტროლებზე პორტუგალიაში, ქალაქ პორტუში გაემგზავრება, რასაც ვასილ ჩიგოგიძის სპეციალური ვიზიტი უძღვოდა ევროპის ამ ლამაზ ქვეყანაში.

ვულოცავთ ბატონ ვასოს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად კვლავ არჩევას და ახალ-ახალ წარმატებებს ვუსურვებთ!

 

 

მსგავსი სტატიები

  • 66
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 57
    ოზურგეთი დიდი თეატრალური ფესტივალისთვის ემზადება5 ივლისს, ქ. ოზურგეთში ნოდარ დუმბაძის მეოთხე თეატრალური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება. 10 დღის განმავლობაში ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის   და ჩოხატაურის კულტურის სასახლის სცენებზე 8 უცხოური და 17 ქართული თეატრი წარმოადგენს სპექტაკლებს. ფესტივალის მთავარი სლოგანია „ნოდარ დუმბაძე _ქართული მწერლობა“. ამასთან დაკავშირებით დღეს ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე  ვასილ ჩიგოგიძე…
  • 56
    ვულოცავთ_ ვასილ ჩიგოგიძე 70 წლისაადღეს, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, საქართველოს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, ღირსების ორდენის კავალერს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატს, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრის, კინოს, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემიის აკადემიკოსს ვასილ ჩიგოგიძის 70 წელი შეუსრულდა. თეატრის შემოქმედებითი ჯგუფი და ადმინისტრაცია ულოცავს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, თეატრის უდიდეს ქომაგს იუბილეს, უსურვებს ჯანმრთელობას…
  • 53
    1964. პირველი ტრიუმფი! "ლელოს" რეპორტაჟი ტაშკენტიდან: „დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირს1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე,  ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში,  გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
  • 52
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…