ნოდარ ჩხარტიშვილი  1947 წელს 19 მაისს დაიბადა  ქ. ოზურგეთში.

არის: საქართველოს ჩემპიონი (1967 წელი); საქართველოს „კოლმეურნის“თასის მფლობელი;     საკავშირო ჩემპიონატის პრიზიორი.

1967 წელს 42 შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა ოზურგეთის „მერცხალის“ ძირითად შემადგენლობაში; 1965წლიდან  1977 წლამდე თამაშობდა „მერცხალში.“

ნოდარ ჩხარტიშვილმა ყველაზე მეტი თამაში ჩაატარა „მერცხალის“ შემადგენლობაში _ 400-ზე მეტი..

ფეხბურთის თამაში დაიწყო 15 წლის ასაკში მწვრთნელ რეზო(ტიაღო) ცერცვაძესთან ოზურგეთის სპორტ- სკოლაში.

_ ეზოდან მახარაძის “მერცხალში” იხსენებს ბატონი ნოდარი _ ჩემი თაობის ბიჭებისათვის ტიპიური გზა გავიარე,ეზოდან ოზურგეთის „მერცხალში“. თანატოლებთან ერთად დილიდან საღამომდე დავდევდი ბურთს  „ლაშეს“ სტადიონზე_იხსენებს ბატონი ნოდარი.

_ 1965 წელს  გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბიძინა ტაბიძემ დაგვიძახა „მერცხალში“ მე და ენვერ დოლიძე .  გუნდში დამხვდნენ იმ დროისათვის ცნობილი ფეხბურთელები: თამაზ სალუქვაძე, ავთანდილ ნინუა, სოსო დუმბაძე, გალორდი ზურაბიშვილი, ზურაბ (ჭუპა) მარგველაშვილი, ანზორ ვახრამოვი და სხვები.

დებიუტი შედგა 1966 წელს მწვრთნელი მიშიკო გორდელაძე მენდო და ბოლო 15 წუთი მათამაშა რუსთავის”მეტალუგთან”,  მას შემდეგ  სულ ძირითადში ვთამაშობდი.

ყველაზე მეტად გავიხარეთ 1967 წელს როცა საქართველოს ჩემპიონები გავხვდით,და გადავედით საკავშირო პირველობაზე „ბ“  კლასში სტადიონის ტრიბუნები განაახლეს და იგი 10 ათას კაცზე მეტს იტევდა. სტადიონი ყველა თამაშზე სავსე იყო გულშემატკივრებით მათ მხარდაჭერას და დიდ სიყვარულს როგორც მინდორზე ასე ცხოვრებაშიც ვგრძნობდით! იმ დროინდელი მახარაძის „მერცხალი“ ძირითადად  ადგილობრივი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული.ერთ ერთი საუკეთესო გუნდი იყო თავისი ისტორიაში!

მახსოვს, საკავშირო პირველობის მატჩებში ერთი მეორეს მიყოლებით ვამარცხებდით მეტოქეებს: „ლერნაგორცი“(სომხეთი, კაფანი) 4:0; ზუგდიდის „ენგური“4:0; სოხუმის „დინამო“7:0; ცხინვალის „სპარტაკი“5:1; მოზდოკის „ირისთონი“ 3:0; ქობულეთის „შუქურა“4:1 და ა.შ. ყველაზე პრინციპული თამაში  ლანჩხუთის „გურიასთან“ იყო, არ ჰ ქონდა მნიშვნელობა სახლში ვთამაშობდით თუ გასვლაზე…გურულების დერბი განსაკუტრებული სიმწვავით გამოირჩეოდა.

როგორც ბატონი ნოდარი იხსენებს, 1971 წელს პრინციპული თამაში მოიგეს ლანჩხუთში_3:1.  მრავალი გულშემატკივარი ახლდათ  ოზურგეთიდან, რომლებიც ბედნიერები და ამაყები დაბრუნდნენ სახლებში. მეორე დღეს მთელი ქალაქი ულოცავდა და ეფერებოდა მთელ გუნდს!

_რომ დავქორწინდი, _  იხსენებს ბატონი ნოდარი,  მესამე დღეს გორის „დილასთან“ გვქონდა თამაში. მოვიდა ბიჭები და მთხოვეს, _ ნოდარა უნდა ითამაშოო. რას ვიზამდი ბიჭებს უარს ხო არ ვეტყოდი. ვითამაშე და გოლიც შევაგდე 3-1 მოვიგეთ!

ნოდარი გამოირჩეოდა ბრძოლის უნარიანობითა და კარგი ფიზიკური მომზადებით, ბურთის ართმევის დიდოსტატი, _ იყო ასე ახასიათებენ მას მისი მეგობრები!

_ როცა პირველი თამაში მათამაშეს „მერცხალის“ შემადგენლობაში, _ იხსენებს ბატონი ნოდარი, _ ბუცი არ მქონდა და ჩემმა ბიძაშვილმა თამაზ ჩხარტიშვილმა მიშოვა ორი ზომით დიდი ბუცი და ასე ვითამაშე ის თამაში!

ბატონ ნოდარის თქმით იმდრონდელი „მერცხალი“ გამორჩეული იყო ურთიერთპატივისცემით, დიდი ურთიერთობით და  ოჯახებით ვმეგობროდითო!

შრომა არ მეზარებოდა თავს ვიკლავდი ვარჯიშზე. მომზადებული ვიყავი და ამიტომაც სულ ძირითად შემადგენლობაში მათამაშებდნენ,ნიჭთან ერთად შრომაც აუცილებელი _ ამბობს ბატონი ნოდარი!

_ დღეს ჩემში უამრავი ემოცია თავმოყრილი. „მერცხალი“ ჩემთვის ყველაფერი იყო,ჩემი ახალგაზრდობა, გამოცდილება, დაღვინება, გამარჯვების სურვილი, გულშემატკივრების სიყვარული, ამასთანავე ოჯახის მეუღლის, შვილებისა და შვილიშვილების სიყვარულით მოვედი დღემდე!

ჩემი 12 წლიანი სათამაშო პრაქტიკიდან ვისთანაც მითამაშია საუკეთესო ფეხბურთელები იყვნენ: მეკარე გულო ჩემინავა,მცველები იური ჩხაიძე, ლერი თურმანიძე,თავდამსხმელები თამაზ სალუქვაძე, ავთანდილ ნინუა,როლანდ ისიანი, _ მათ გვერდით თამაში დიდი სიამოვნება იყო იხსენბს ბატონი ნოდარი!

გული მწყდება რომ დღევანდელ „მერცხალს“ ცუდი პერიოდი უდგას!

დიდხანს სიცოცხლე და ჯამრთელობა ლეგენდა ფეხბურთელს ბატონ ნოდარს!

სიცოცხლეში გვიყვარდეს სიცოცხლეში დავაფასოთ!

 

ხარიტონ ჩხატარაშვილი,

ბავშვთა ფეხბურთის მწვრთნელი.

გაზეთი „ალიონი“ #12, 2022 წ.

მსგავსი სტატიები

  • 84
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 79
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 69
    ბეჟან ნაკაიძე - 100განუმეორებელი ხელმძღვანელი და შემოქმედი ავტორი ლია კილაძე „50 წელზე ცოტა მეტი იცოცხლა და როგორ მოასწრო ყველაფერი, იყო ენერგიული და ნაყოფიერი საზოგადო მოღვაწე, მრავალი დიდი და კარგი საქმის ინიციატორი და ხელმძღვანელი,  კარგი მეუღლე და მამა ვაჟიშვილებისა, გულითადი მეგობარი  და ერთგული თანამოსაქმე კოლეგებისა“ _ წერდა ანა ანდღულაძე, საქართველოს დამსახურებული არტისტი. ბეჟან ნაკაიძის შესახებ…
  • 69
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 69
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…