18 ივნისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში გურული ღვინოების ფესტივალი გაიმართა, რომელშიც არაერთი მარანი მონაწილეობდა რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტიდან. მონაწილეთა შორის იყვნენ კომპანია  კახური ტრადიციული მეღვინეობა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჯიღაურას საკოლექციო მეურნეობა, რომელთაც გურული ადგილობრივი ჯიშის ღვინოები ჰქონდა წარმოდგენილი.

ფესტივალის სტუმართა შორის იყო სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს აგრარული, კავკასიის და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ლევან უჯმაჯურიძე, რომლის სამეცნიერო ინტერესების სფეროს საქართველოში აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნება, გადაშენების პირას მყოფი მცენარეთა და ცხოველთა ჯიშების მოძიება-აღორძინება, ქართული ვაზის გენოფონდის შესწავლა და დაცვა წარმოადგენს.

გთავაზობთ ბატონ ლევან უჯმაჯურიძესთან საუბრის ჩანაწერს:

_ისტორიულად გურიაში, სოფელ ხევში იროდი უჯმაჯურიძის მიერ  გაშენდა პირველად კულტურული ჯიშების ნამყენი ვენახი.

სოფელი ხევი, რომელიც თავისი ნიადაგური, კლიმატური პირობებით სავსებით მისაღებია გურული ადგილობრივი ჯიშების მოვლა-მოყვანისათვის. აქ, დღეს გამოფენაზე წარმოდგენილია ღვინოები სოფელ ხევიდან, ტარიელ უჯმაჯურიძის საოჯახო მარნიდან. ტარიელ უჯმაჯურიძეს გაშენებული აქვს რამდენიმე ადგილობრივი ჯიში, როგორიცაა თეთრყურძნიანი „საკმიელა,“ასევე _„ჩხავერი“, „ჯანი“, „სხილათუბანი“. მოსავალი არის 2020-2021 წლის. წარმოდგენილი ღვინოები ხასიათდება რეგიონისთვის დამახასიათებელი ჯიშური არომატებით, თავისი ჰარმონიულობით და იკითხება, როგორც ადგილობრივი წარმოშობის ჯიშები და ადგილწარმოშობის ღვინო.

_როგორია ამ მარნის წარმადობა…

_ეს არის მხოლოდ მოყვარულის დონეზე და მხოლოდ და მხოლოდ კეთილი ადამიანებისთვის. მომავალში იქნება მხოლოდ ადგილობრივი წარმოება და პოპულარიზაცია.

_აქ ჯიღაურას საკოლექციო მეურნეობის ღვინოებს ვხედავთ…

_ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჯიღაურას საკოლექციო მეურნეობიდან წამოღებულია გურული ვაზის ჯიშების ღვინოები. ბევრი ღვინოა წარმოდგენილი, როგორც თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშები, ისე წითელწურძნიანი ვაზის ჯიშები.

ჩვენი ძირითადი საქმიანობა არის ქართული ვაზის ჯიშების მოძიება, როგორც გურული ვაზის ჯიშების, ისე საქართველოს ყველა რეგიონიდან, რომლებიც შემდეგ დამაგრდება საკოლექციო ნარგაობაში, შემდეგ ხდება მათი შესწავლა ამპელოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით და შეფასდება მათი პოტენციური შესაძლებლობები.

ბუნებრივია, გურიაში არსებულ ყველა ჯიშში ორთავე მახასიათებელი სრულად ვერ აისახება. ხშირად ტარდება დეგუსტაციები, ცნობადობის ამაღლების მიზნით ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები. მე ხშირად ჩამოვდივარ გურიაში და მევენეხეობის სხვადასხვა საკითხებზე, ჯიშურ მრავალფეროვანებთან დაკავშირებით, ვატარებ ტრენინგებს.

ჩვენ პატივს ვცემთ სხვა ჯიშებსაც, რომლები დომინირებენ გურიაში („ცოლიკაური“ და სხვ.) გურიაში არის ის პოტენციალი, რომ თითოეული მუნიციპალიტეტის სოფლებში გაშენდეს ის ჯიშები, რომლებიც ჩვენ გვქონდა და ასეთი 59 ჯიშია.

_აქ წარმოდგენილ ღვინოებში ბევრი „ახალი“ სახელია…

_ თქვენ ყურადღება „ბახვაზე“გადაიტანეთ. საინტერესო ღვინოა. „საკმიელადან“ დაწყებული აქ წარმოდგენილია „მაური“_თეთრი, „ჭუმუტა,“„ხუშია,“„ჯანი,“„სხილათუბანი“, „ოცხანური საფერე“ (წარმოშობა გურიის სოფელ ოცხანიდანაა)…და ა.შ.

_ აქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთიდან სოსო ხინთიბიძეს სხვა ღვინოებთან ერთად „ტაკიძურა“ და  „კლარჯული“ აქვს წარმოდგენილი. „კლარჯული“ ასევე წარმოდგენილი აქვს გურამ ტყეშელაშვილის მარანს…

_წითელი „ტაკიძურა,“ და თეთრი „კლარჯული“ ქვემო გურიაში იყო გავრცელებული. საინტერესო ღვინოებია.

_ხომ არ გეგმავთ გურიაში სანერგე მეურნეობის მოწყობას?

_ჩვენი ერთ-ერთი მიზანი ამ ადგილობრივი ჯიშების საბაზისო სანერგე მასალის წარმოებაა, რომ მომავალში რეგიონში შეიქმნას სანერგე მეურნეობა და შემდეგ სერთიფიცირებული ნერგებით მოვამარაგოთ ფერმერები…

ჩვენ, ჯიღაურაში გამოგვიყვეს საბაზისო ნერგები, რომლითაც გურიაში გაშენდება საბაზისო სადედეები, საიდანაც იწარმოება ერთგვაროვანი სერთიფიცირებული ნერგები…

_გურული ვაზის ჯიშების მოძიება-პოპულარიზაციაში თავისი წვლილი შეიტანა შემოქმედელმა ანდრო ვაშალომიძემ, ხოლო ფერმერებისთვის ნერგების მიწოდებაში კახური ტრადიციული მეღვინეობის დამფუძნებელმა, ასკანელმა ზურაბ ჩხაიძემ…

_ჩვენ ვაწარმოებდით უძველესი ვაზის ჯიშების მოძიებას მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელიც მიმდინარეობდა ამორტიზირებულ საკოლექციო ნარგაობებში, რომლებიც ფაქტიურად გაჩანაგებული იყო. აბორიგენ ჯიშებს ვეძებდით გურიაშიც, რაშიც უდიდესი წვლი შეიტანა ბატონმა ანდრო ვაშალომიძემ, რომელმაც წლების განმავლობაში, ამ ცენტრის დაარსებიდან ჩვენთან თანამშომლობს.

მან ჩვენთან ერთად და დამოუკიდებლადაც არაერთი ექსპედიცია ჩაატარა გურიის სოფლებში და არაერთი ჯიში მოიძია, რომლის ნიმუშებს აგზავნის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, სადაც ხდება მათი იდენფიცირება, დადგენა, თუ რომელი ჯიშია და შემდეგ დამაგრება საკოლექციო ნარგაობაში. რამდენიმე საკოლექციო ნიმუში დამაგრებულია ჯიღაურას საკოლექციო მეურნეობაში და თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

თავდაპირველად  „ქართუ ჯგუფის“ მიერ დაარსებული ჯიღაურას საკოლექციო ნაკვეთიდან უფასოდ ვაწვდიდით ნერგებს მოსახლეობას, ხოლო შემდეგ, როცა გადავედით სახელმწიფო სტრუქტურაში, სახელმწიფო განკარგავდა ამ ნერგებს. ბატონმა  ზურაბ ჩხაიძემ  ჯიღაურაში შეიძინა ნერგების საკმაოდ დიდი რაოდენობა და უფასოდ დაურიგა იგი ადგილობრივ ფერმერებს გურიაში და აჭარაში (ქედის მუნიციპალიტეტი), რათა მომხდარიყო ამ ჯიშების დამაგრება მუდმივ ადგილზე, პოპულიზაცია და ცნობიერების ამაღლება.

  • ვენახების ფართობები მატულობს, ახალი მარნებიცაა წარმოდგენილი ფესტივალზე…

_ვენახების ფართობები მატულობს.სწორედ ხიბლი იმაშია, რომ ჩვენ, როცა გურულები წარმოდგენილი ვიყავით მონოჯიშებით (ვსაუბრობ „ცოლიკაურზე“), ახლა ნახავთ თქვენ, რომ ძალიან ბევრი მარნებია წარმოდგენილი ამ ფესტივალზე. გურული ვაზის ჯიშები აქვთ გაშენებული ამ მარნებს და უკვე კომერციული მიზნებისთვის აწარმოებენ ღვინოებს. სწორედ ეს არის ქართული ღვინოების ხვალინდელი დღეჯიშური მრავალფეროვნებით და ხარისხობრივი მახასიათებლების რაოდენობის თვალსაზრისით. ჩვენ, გურულები  საქართველოში ვერ ვიქნებით პირველები _ჩვენი მთავარი მესიჯი უნდა იყოს ჯიშური მრავალფეროვნება.

დღეს საქართველოში არსებული 525 ჯიშიდან 450-მდეა აღდგენილი და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

_გურული ვაზის ჯიშები რეგინის სხვადასხვა ზონაში სხვადასხვანაირად ხარობს…

_გურიაში 60-მდე ენდემური ჯიში იყო დაფიქსირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ჯიშები გურიის სხვადასხვა სოფლებში იყო გაშენებული და ესაა მრავალფეროვნების ნიშანი, რომ თითოეული ჯიში ყველა სოფელში მოგვცემს გარკვეულ მოსავალს, მთავარია მრავალფეროვნება და ბიოლოგიური მახასიათებლები იყოს გამოხატული.

ის, რომ ღვინო არის ნატურალური და ორგანული, მთავარია ჯიშური მრავალფეროვნება, რომელიც უნდა იკითხებოდეს ჭიქაში და მეღვინის ხელოვნება გახლავთ შეულამაზებლად გადაიტანოს ეს გემური თვისებები ჯერ სხვა ჭურჭელში, შემდეგ ჭიქაში.

ესაუბრა ნუგზარ ასათიანი.

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 80
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 71
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 70
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 69
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 68
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…