დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაციების _ კავშირი მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოვიჟენის“ და გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია „ეკოს“ ინიციატივით ლიხაური-ზოტის 110 კილოვოლტიანი, ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობასთან დაკავშირებით. შეხვედრა გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის,  მოსახლეობის  წარმომადგენლებთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წამომადგენლები და ექსპერტები.

პროექტის გარშემო ისაუბრეს სახელმწიფო ენერგოსისტემების წარმომადგენლებმა ნიკა მიქაუტაძემ, კომპანია „მითაშ ენერჯი ენდ მეტალ ქორსთაშენ“ გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა გურამ ყაფლანიშვილმა, სხვა ექსპერტებმა.

    _ „საქართველოს სახელმწიფოელექტროსისტემა“ ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. გურიის პროექტი წარმოადგენს „ელექტროენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების პროგრამის (ENIP) ნაწილს დაითვალისწინებს ორჯაჭვა 110 კილოვოლტი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას ოზურგეთიდან ზოტის მიმართულებით, ასევე ოზურგეთიდან პალიასტომის მიმართულებით 220 კვ ელექტრო გადამცემი ხაზების და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში 110/220 კილოვოლტი ქვესადგურის მშენებლობას. პროექტი ხორციელდება KfW-ს განვითარების ბანკის დაფინანსებით, „გადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში.

იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივ მოსახლეობაში არ არის საკმარისი ინფორმაცია აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციები – კავშირი მდგრადი განვითარებისათვის „ეკოვიჟენი“ და გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია „ეკო“ ორგანიზებას უწევენ ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო ტიპის, საჯარო შეხვედრების ჩატარებას _ აღნიშნეს მათ.

შეხვედრაზე კონკრეტული პროექტის გარშემო კითხვები დასვეს გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია „ეკოს“ დამფუძნებელმა ირმა გორდელაძემ,  ოზურგეთის მერის წარმომადგენლებმა დაბა ნარუჯასა და სოფელ ლიხაურში ზვიად მიქელაძემ, ნანა წითლიძემ, გაზეთ „ალიონის“ რედაქციამ და სხვებმა.

მოწვეულმა ექსპერტებმა ამომწურავი პასუხები გასცეს დასმულ შეკითხვებს. დასწრე საზოგადოებას გადასცეს სპეციალური ლიფლეტები.

ხვალ მსგავსი შეხვედრა დაბა ჩოხატაურში, ადმინისტრაციულ შენობაში დღის 2 საათზე გაიმართება.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 61
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 54
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 49
    საართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნასაქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა.  გთავაზობთ აღნიშნული განჩინების  ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…
  • 48
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
  • 47
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…