„ქართული ღვინის ფესტივალი 2022“ კახეთის რეგიონში, კერძოდ, გურჯაანში 15 ოქტომბერს  გაიმართა. კახეთში „გურიის სტუმარ მასპინძლობის გზის“ და „ჩაის გზის  ასოციაციის“ წევრების ვიზიტი, USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის და ბახვი ჰესის ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

გურულმა მეწარმეებმა ფესტივალზე წარადგინეს ადგილობრივი პროდუქცია: გურული ღვინო, ჩაი, თაფლი, ჩირი და ჩურჩხელა. კახეთის რეგიონში გურულმა პროდუქტმა დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც ვიზუალური, ასევე საგემოვნო თვალსაზრისით.

„ასოციაცია ჩაის გზის ჩამოყალიბების მიზანი, ადგილობრივი, სამეწარმეო და ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციაა. მიზნის მისაღწევად ასოციაცია პარტნიორი ორგანიზაციების; ბახვი ჰესის და USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით აწყობს და მონაწილეობას ღებულობს საქართველოს რეგიონებში, აგრო, ტურისტულ ფესტივალებში. გურჯაანის ფესტივალში მონაწილეობა ახალი გამოწვევაა ასოციაციის წევრებისთვის. ჩაი, ღვინო, ჩურჩხელა, მშრალი ხილი, თაფლი, დიდი ინტერესით სარგებლობს ფესტივალის ვიზიტორებში“ _ განაცხადა ჩაის გზის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ალეკო მამეშვილმა.

„ასოციაცია ჩაის გზის გაძლიერება, ერთ-ერთი ჩვენი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელსაც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროექტთან პარტნიორობით ვახორციელებთ. ჩვენი მიზანია, ერთის მხრივ გავაძლიეროთ ასოციაცია, რომლის პირდაპირი მოვალეობაა თავის მხრივ, იზრუნოს გურული ჩაის ბრენდის განვითარებაზე, და მეორეს მხრივ ვახალისებთ და ვქმნით გურიაში სტუმარ-მასპინძლობის სრულიად ახალ გამოცდილებას, რომელიც გამასპინძლების კომპონენტში გამოიყენებს იმ აუთენტურ შესაძლებლობებს, რომელიც განასხვავებს გურიის რეგიონს საქართველოს სხვა რეგიონებისგან, და რასაც ტურისტი მხოლოდ აქ , მწვანე გურიაში ნახავს და გამოცდის“  _ განაცხადა ბახვი ჰესის გარემოსდაცვისა და სოციალური პროექტების მენეჯერმა, დავით კობერიძემ.

კახა ნაჭყებია (მეწარმე): _ მსგავსი ფესტივალი, თითოეულ მეწარმეს გვეხმარება, როგორც ჩვენი ბიზნესის განვითარებაში, ასევე, თანამედროვე ბაზრის მოთხოვნების შეფასებაში.

მეწარმეები, რომლებიც წარმოდგენილნი იყვნენ გურჯაანის ფესტივალზე: მზია შარაშიძე (ჩურჩხელის წარმოება) – „მზიას ჩურჩხელები“, დავით ბეჟუაშვილი – „ეგზოფრუტი“ (ჩირების წარმოება), ზაზა ცინცაძე – „გურული თაფლი“, ია ურუშაძე – „ფუტკრის ნობათი“, ალექსანდრე შეწირული (ჩაის, ღვინის წარმოება) – „ცხრა მთა“, ლანა ჟღენტი (ჩაის წარმოება) –„პლანტაცია“, კახა ნაჭყებია – „ნაგომრის ჩაი“, გენო ხუჭუა – „ანასეული“.

დაფინანსებული ფართი

 

მსგავსი სტატიები

  • 69
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 68
    „ასოციაცია ჩაის გზის“ ანგარიშიკომპანია „ბახვი ჰესის“ სოციალური პროგრამა ერთი მხრივ, მოიცავს ინფრასტრუქტურულ და საგანმანათლებლო მიმართულებებს, ასევე შშმ პირების დახმარებას საპროექტი ტერიტორიასთან ახლოს მდებარე სოფლებში (მთისპირი და ჩხაკაურა), მეორე მხრივ, კი ორიენტირებულია გრძელვადიან ჭრილში ეკონომიკური სარგებელის მომტან პროექტებზე. სწორედ ამ მხრივ, ბახვი ჰესი უკვე მეორე წელია თანამშრომლობს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან. პარტნიორობის ფარგლებში,  გურიის…
  • 66
    დავით თენიეშვილი: „მინდა დავანახვო ფერმერებს, თუ რამდენად სასარგებლოა ჩაის კულტურა“„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ავტორი ნუგზარ ასათიანი დავით თენიეშვილი ცნობილი ბიო ფერმერი და ბიზნესმენია, რომელსაც გურიაში ჩაის კულტურის აღორძინების საქმეში მნიშვნელოვანი პრაქტიკული ნაბიჯები აქვს გადადგმული. მან რედაქციასთან სოფლის მეურნეობაში არსებულ გამოწვევებზეისაუბრა: _ პროფესიით მძიმე მანქანათმშენებელი ვარ. გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში ვმუშაობდი კომპანია  „ბახმაროში“, რომელიც  ჩაის ნარჩენებიდან პოპულარულ სასმელს…
  • 64
    ჩაის სახლი „გურულები“ ბიო ჩაის პროდუქციის წარმოებას გეგმავს„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ჩაის სახლი „გურულები“ ბიო ჩაის პროდუქციის წარმოებას გეგმავს და 2024 წელს პირველ ნაბიჯებს გადადგამს, 5 ჰექტარ ჩაის ფართობზე ბიო ჩაის მოიყვანს.ამისთვის კი, მხოლოდ ორგანულ სასუქებს გამოიყენებენ. ინდ.მეწარმე ჯონი ნაჭყებიას  2012 წლიდან სოციალურად დაუცველის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. დღეს, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით იგი…
  • 64
    ბახვი ჰესის სოციალური პროექტი - „გურიის ჩაის გზა“ და სტუმარ-მასპინძლობის სექტორიკომპანია ბახვი ჰესის სოციალური პროგრამა ორიენტირებულია გრძელვადიან ჭრილში ეკონომიკური სარგებლის მომტან პროექტებზე. სწორედ ამ მხრივ, ბახვი ჰესი უკვე მეორე წელია თანამშრომლობს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში,  გურიის რეგიონში მნიშნველოვანი ინიციატივა ხორცილედება, რაც  „გურიის ჩაის გზის“ შექმნას გულისხმობს. „გურიის ჩაის გზის“ პროექტი მოიცავს ტურისტული პროდუქტების განვითარებას, ჩაის მწარმოებლების შესაძლებლობების…