28 ნოემბერს, შუახევის მუნიცილატიტეტში, დაბა შუახევის ცენტრში სახალხო დღესასწაული „შუახევობა“ გაიმართა,რომელსაც 4 ათეული წლის წინ დაწესდა,  ტრადიციად იქცა და წელსაც  საინტერესოდ აღნიშნეს.

შუახევის მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის უშუალო მეზობელია, ე.წ. ადმინისტრაციული საზღვარი აჭარა-გურიის მთებში გადის.  დაბა გომისმთის განვითარების პროექტში შუახეველებსაც შეიტანეს  თავიანთი წვლილი და რამდენიმე წლის წინ  შუახევიდან მოხდა ელექტროხაზების გაყვანა და გომისმთისათვის ელექტროენერგიის მიწოდება.

ზღვის დონიდან 2 000 მეტრზე, თაგინაურის მთის მიდამოებში, აგვისტოს ბოლოს სახალხო დღესასწაული „ჯვარიმინდორობა“იმართება, რომელშიც შუახეველების გარდა ოზურგეთელებიც იღებენ მონაწილეობას. ამ ფესტივალის უცვლელი მონაწილეა ოზურგეთის კულტურის ცენტრის ფოლკლორული ანსამბლი „იადონი“ და ოზურგეთელთა მცირე დელეგაცია წელსაც ესწრებოდა  ამ ფესტივალს. რაც მისასალმებელია,„ჯვარიმინდორობას“ სხვა სტუმრებთან ერთად  აჭარის ხელისუფლების პირველი პირები ესწრებიან. წელს მათ ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ზონა მოაწყვეს. მოსასვენებელი სივრცეები, თანამედროვე კემპინგები აჭარაში ყველაზე გრძელ ქობულეთი-გომისმთა- შუახევის დამაკავშირებელ, სალაშქრო-სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე მდებარეობს.

ორიოდე სიტყვით „ჯვარიმინდორობის“ისტორიის შესახებ:

1740 წლამდე  ჭვანას ხეობაში 15-მდე მართლმადიდებლური ტაძარი იყო. 20 წლის მანძილზე დამპყრობლებმა ყველა ტაძარი დაშალეს და დაწვეს, არც ვერჯანაულზე არსებული ქათამიძეების ტაძარი დაინდეს, მიუხედავად იმისა, რომ მისი წინამძღვარი ზაქარია ქათამაძე დახმარებისთვის ახალციხის ფაშას ეახლა, თანადგომა ვერ მიიღო,  ჭვანაში დაბრუნებულ ღვთისმსახურს სამლოცველო განადგურებული დახვდა. გაუტეხელ ჭვანელებს ეკლესიის ჯვარი, ხატები, ზარი და სხვა სიწმინდეები გადაემალათ.

ნაწამებ მღვდელს და მრევლს აქ  დაბრძანებული ჯვარისა და სხვა სიწმინდეებისათვის მაშინ მიუმართავათ: „ჯვარო მიდიხარ, ჯვარო დაგვიბრუნდები!“სიწმინდეები შემოქმედის ეპარქიის ტაძრებში დააბრძანეს. თითქმის ორ საუკუნოვანი შენახვის შემდეგ, 2013 წლის მარიამობაზე ჯვარი სოფელ ჭალაში მშენებარე ტაძარში გადმოაბრძანეს.

წელს „შუახევობა“დაბა შუახევის ცენტრში ხარაჩოებ ახლადჩამოხსნილი ტაძრისა და მუნიციპალიტეტის წინა ტერიტორიაზე გამართეს.

„შუახევობის“ დღესასწაულის წინ, აჭარის მთვრობის მიერ მობილიზებული ორი მილიონი ლარით შუახევში ფიფას სტანდარტების შესაბამისი არენა გახსნეს.

სტადიონი 500 მაყურებელს იტევს, დაგებულია ფიფას მიერ სერთიფიცირებული ხელოვნური საფარი. სტადიონს აქვს თანამედროვე სტანდარტების შესაფერისი განათება, გასახდელები და შხაპები. აქ შესაძლებელია ქვეყნის წამყვანმა კლუბებმა ფეხბურთში მოსამზადებელი ვარჯიშები გაიაროს.

სტადიონი საზეიმოდ გახსნეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ.

პირველი მატჩი ბათუმის „დინამოს“ 16 წლამდე აღსაზრდელებსა და შეუახეველ თანატოლებს შორის, მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა.

„საპატიო შუახეველის“ წოდება 8 პიროვნებას შეხვდა.

მაღალმთიანი აჭარის ფოლკლორის საუკეთესო ნიმუშები წარმოადგინეს უხუცესთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ფესვები,“სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებმა „ჭვანა,“ „ზე კართან,“„მარეთი,“„შუახევი,“ „ოთოლთა.“

ზეიმზე თორნიკე რიჟვაძემ  განაცხადა: _ „ ერთი წლის წინ ყველამ მოვინდომეთ , რომ შუახევს ჰქონოდა თანამედროვე სტანდატების შესაფერისი სპორტული არენა. ეს უკვე რეალობად იქცა. დარწმუნებული ვარ, რომ ფეხბურთის მოედანი ხელს შეუწყობს სპორტსმენების მომზადებას. ჩვენი მთავარი ამოცანაა ჯანსაღი ცხოვრების წესით ვიცხოვროთ. ასე შთამბეჭდავი გამოდგა „შუახევობის“ დღესასწაული, რომელიც კულტურის და ხელოვნების, ადამიანების ერთმანეთის დემონსტრირება იყო.

მსგავსი სტატიები

  • 88
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 81
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 80
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 79
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 78
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლესრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…